მეგი ბენია

29 Jun. 2025, 19:19

"და ეს მომენტიც დადგა! საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ექსკლუზიურად და საგანგებოდ, არასამუშაო დღეს, კვირას მიუვიდათ გათავისუფლების შესახებ ბრძანებები! ინსტიტუციური მეხსიერების მოშლა ოფიციალურად დაკანონებულია!

სურვილის შემთხვევაში, დეტალებზე თავად ისაუბრებენ, თუმცა ამ პოსტით მე მინდა პერსონალური მადლობა გადავუხადო რამდენიმე ადამიანს!

მეგობრებო, დიდი მადლობა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის! თორნიკე ფარულავა, ოლგა სპირანდი. ნატა ქორიძე, შენს გარეშე არ გამოვა ეს მადლობები! 

მადლობა ყველა დიპლომატს, რომლებიც დაუღალავად ემსახურნენ ამ ქვეყანას! ყველას ვერ მოგთაგავთ, რადგან შეიძლება ვინმე გამომრჩეს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…