უარი თქვით ხელოვნურ ინტელექტზე — ცნობილი ამერიკელი მწერლები გამომცემლებს მიმართავენ
ფოტო: Adobe Stock
ამერიკელი მწერლები გამომცემლებს ღია წერილით მიმართავენ და ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ ინდუსტრიისთვის შექმნილ რისკებზე აფრთხილებენ. წამყვანი ამერიკული საგამომცემლო სახლებისთვის — Penguin Random House, HarperCollins, Simon & Schuster, Hachette Book Group, Macmillan და სხვები — მიმართვაში, ავტორები თავიანთი უფლებების დაცვას მოითხოვენ.
"მივექანებით მომავლისკენ, სადაც ჩვენს რომანებს, ბიოგრაფიებს, ლექსებსა თუ მემუარებს — ადამიანური გამოცდილების ამსახველ ტექსტებს — "დაწერს" ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც, თავისთავად, არ შეუძლია, იცოდეს, რას ნიშნავს ადამიანური გამოცდილება: ტკივილი, შიმშილი ან სიყვარული", — ნათქვამია წერილში, — "AI ისეთ შთაბეჭდილებას კი ტოვებს, რომ ადამიანურობა ესმის, მაგრამ, სინამდვილეში, მხოლოდ ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანთან დალაპარაკება და მისი გაგება. ყოველ ჯერზე, როცა AI-ს სწერენ, ბოტი საპასუხოდ გამოიყენებს ენას, რომელიც ჩვენ მიერ შექმნილი ხელოვნების სინთეზით შეიქმნა. ისე, რომ ჩვენგან არც ნებართვა არ აუღიათ, არც კომპენსაცია არ გადაუხდიათ და არც თავაზიანობისთვის არ გამოუჩენიათ მადლიერება".
ხელმომწერი მწერლების თქმით, მათი ამბები მოიპარეს ხელოვნური ინტელექტის მოდელების გასაწვრთნელად, ეს მოდელები კი, "კაპიტალისტური წინდაუხედავი სიხარბის გამარჯვების შემთხვევაში, მალე დააგენერირებს წიგნებს, რომლებიც წიგნის მაღაზიებში გამოჩნდება". წერილში ნათქვამია, რომ აუდიოწიგნების გამხმოვანებლებს უკვე კონკურენციას უწევენ "იაფფასიანი AI მიმბაძველები".
"გვინდა, გამომცემლები ჩვენ გვერდით დადგნენ და დაგვპირდნენ, რომ არასდროს გამოსცემენ მანქანების შექმნილ წიგნებს. დაგვპირდნენ, რომ ადამიან თანამშრომლებს არ ჩაანაცვლებენ AI ხელსაწყოებით, ან მათ საქმედ მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის ზედამხედველობას არ აქცევენ".
მწერლების რამდენიმე მოთხოვნას შორისაა, არ გამოიცეს AI-ხელსაწყოებით დაწერილი წიგნები (თუნდაც მალულად, გამოგონილი მწერლის ფსევდონიმით), არ გამოიყენონ AI წიგნებისთვის ყდის თუ სხვა დიზაინის შესაქმნელად, არ ჩაანაცვლონ სრულად ან ნაწილობრივ თანამშრომლები AI-ით და დაიქირაონ მხოლოდ ადამიანები აუდიოწიგნების გასახმოვანებლად. ავტორების თქმით, სამომავლოდ მათი ხელშეკრულებები ამ მოთხოვნებს ასახავს.
"გვინდა, ჩვენი და ხელოვანების ახალი თაობის შემოქმედების მცველები იყოთ. ველით თქვენს პასუხს", — ასე სრულდება წერილი.
წერილს ხელს აწერენ კასანდრა კლერი (ლანდმონადირეების ქრონიკების ავტორი) კოლინ ჰუვერი (რომანის ყველაფერი მთავრდება ჩვენით ავტორი), ვერონიკა როთი (განსხვავებულის ტრილოგიის ავტორი), ვიქტორია ეივიარდი (წითელი დედოფლის ავტორი), რეინბოუ რაუელი (ფანგოგოს ავტორი), ადამ სილვერა (რომანის ბოლოს ორივე კვდება ავტორი), ჯენიფერ ნივენი (ყველა ნათელი ადგილის ავტორი) და სხვები.
ხელოვნური ინტელექტი და ხელოვნება
ფოტო: Analytics Insight
ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტის შემოქმედებით ინდუსტრიასთან დაკავშირებამ ცხარე კამათი გამოიწვია. მაგალითად, წინა წლის დასაწყისში იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული კონკურსის, აკუტაგავას პრემიის, გამარჯვებულმა განაცხადა, რომ წიგნი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაწერა, რასაც ინტერნეტში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ბერლინელმა ფოტოგრაფმა ბორის ელდაგსენმა 2023 წელს Sony-ის ფოტოკონკურსში ხელოვნური ინტელექტის გენერირებული სურათით გაიმარჯვა, მაგრამ პრიზზე უარი თქვა. ელდაგსენის თქმით, ამ ქმედებით მას საკითხზე დისკუსიის გამოწვევა სურდა.
- კომპანია Lionsgate კინოწარმოებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას იწყებს
- ოქროს გლობუსის მფლობელი ფილმი AI-ის გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა
- ABBA-ის წევრი ახალ მიუზიკლს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით წერს
ხელოვნური ინტელექტის მიერ ხელოვნების სფეროსთვის საფრთხის შექმნის პოტენციალით მწერლებმა ადრეც გამოთქვეს შეშფოთება. რამდენიმე მათგანმა, მათ შორის, ჯორჯ რ.რ. მარტინმა და ჯოდი პიკომ, 2023 წელს ერთობლივი დავაც წამოიწყო ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის, წინააღმდეგ.
მწერლების თქმით, კომპანია ენის მასშტაბური მოდელების შესაქმნელად უნებართვოდ იყენებს საავტორო მასალებს. ამასთან, 10 ათასზე მეტმა მწერალმა, მათ შორის ჯეიმზ პეტერსონმა და მარგარეტ ეტვუდმა, ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიას მოუწოდებს, სისტემების გასაწვრთნელად მათი ტექსტების გამოყენებამდე ნებართვა აიღონ და სათანადო კომპენსაციაც გადაუხადონ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები