შალვა პაპუაშვილის თქმით, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა
ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დიპლომატიურ პასპორტებზე დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ქმედებით 11 ქვეყანა საერთაშორისო სამართალს არღვევს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"მინდა, ყველამ კარგად იცოდეს, არის 11 ქვეყანა, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. ესეც არის ევროკავშირის სირცხვილი. საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს დადებული ხელშეკრულება არის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება. შეგახსენებთ, 2010 წელს ეს მისცეს სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ელიტას, ჩვენ, ქართველი ხალხი კიდევ შვიდი წელი ველოდით, 2017 წლამდე, ვიდრე ჩვეულებრივ პასპორტზეც იქნებოდა უვიზო რეჟიმი. 2010 წელს დადებული ხელშეკრულებაა. ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომ ევროკავშირის დიპლომატიური პასპორტით ჩვენთან შემოდიან უვიზოდ, ჩვენი დიპლომატიური პასპორტით ევროკავშირის ტერიტორიაზე შედიან უვიზოდ. საერთაშორისო ხელშეკრულებაში გაწერილია ყველაფერი, მათ შორის გაწერილია გარემოებები, რა შემთხვევაში შეიძლება შეჩერდეს ამ ხელშეკრულების მოქმედება," — თქვა პაპუაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ არსებული ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას "ევროკავშირის სირცხვილი" უწოდა.
"არცერთი ეს პუნქტი სახეზე არ არის დღეს. არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ ამ ხელშეკრულების მოქმედება რომელიმე ქვეყანას შეეჩერებინა. აქედან დასკვნა, ევროკომისიის რეკომენდაცია, თუ გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებისა, იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ყველა ის ქვეყანა, რომელიც აჰყვა ამ გადაწყვეტილებას, არღვევს საერთაშორისო სამართალს. ევროკავშირი არღვევს საერთაშორისო სამართალს, არღვევს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, ეს არის ევროკავშირის დიდი სირცხვილი, რომელსაც თავი მოაქვს თითქოს საერთაშორისო სამართლის დამცველად, წინ წამწევად და თავად არღვევს საერთაშორისო სამართალს უხეშად," — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი 24 იანვარს დაუჭირეს და შეზღუდვა ოფიციალურად ბრიუსელში 27 იანვარს გაფორმდა. წინადადებაზე ევროკომისიამ იმუშავა, სამუშო დოკუმენტი 23 იანვრითაა დათარიღებული.
- ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მიერ დიპლომატიური პასპორტებთან მიმართებით დაწესებულ სანქციებს "სამარცხვინო გადაწყვეტილება" უწოდა
- ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერდა — ვინ ფლობდა დიპლომატიურ პასპორტებს?
- ვან ლანშოტი: დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის მარტივი მგზავრობის აკრძალვა არის ძალიან პატარა, ნაბიჯი — ჩვენ დიდი ნაბიჯები გვჭირდება
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები