გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე — გადაცემა, რომელიც არ გაჩერდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
მაშინ, როცა თითქოს ყველაფერი გაჩერდა და სატელევიზიო ეთერში მათი ადგილი ვეღარ მოიძებნა, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დათო გორგილაძის საავტორო გადაცემა — გორგილაძის აუტანელმა სიმსუბუქემ ერთგული მაყურებლისთვის ახალი სივრცე, იუთუბი აითვისა. რამდენიმე წლის წინ დაწყებულმა პროექტმა ახალი სიცოცხლე ახალ პლატფორმაზე იპოვა. თანაც ისე, რომ არც ჩვეული ხელწერა დაკარგა და არც გადაცემის ფორმატი.
გადაცემა, რომელიც პორტრეტის, უშუალო დიალოგისა და ჰარდ თოქის ნაზავია, უნიკალურია იმით, რომ თითქოს კარგად ნაცნობ ადამიანებს ხელახლა აღმოგვაჩენინებს. გორგილაძის ფრთხილად და ოსტატურად დასმული კითხვები სტუმრებს გულწრფელობისკენ უბიძგებს. შესაბამისად, თამამად გვიყვებიან საკუთარ ისტორიებს წარსულზე, დღევანდელობაზე და იმ მომავალზე, რომელიც ჯერ მხოლოდ წარმოსახვაში არსებობს.
ახალი სივრცის ათვისებამ გადაცემას განსხვავებული მიზნები დაუსახა. ავტორმა გადაწყვიტა, გასცდენოდა ქვეყნის საზღვრებს და მაყურებლისთვის გაეცნო ის ადამიანები, რომლებიც ევროპაში, საკუთარ თავთან ახლოს და სამშობლოსგან შორს ცხოვრობენ. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ჩაალაგა ბარგი, ჩაჯდა თვითმფრინავში და წავიდა. რაც მთავარია, რესპონდენტებთან გაიყოლა ორი მთავარი კითხვა: პირველი — როგორ აღიქვამენ საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს? და მეორე, როგორ მივიდნენ მიზნამდე?
გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ევროპული მოგზაურობა ექვს ეპიზოდს აერთიანებს. გადაცემის სტუმრები, ერთ დროს სხვადასხვა მიზეზით სამსახურის, სპორტული კარიერის, სწავლის თუ უბრალოდ ახალი თავგადასავლების საძიებლად საზღვარგარეთ გადაბარგდნენ. წამყვანთან პასუხობენ კითხვებს, რომელიც ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ სინამდვილეში ღრმა და დამაფიქრებელია. ეს კითხვები შთააგონებთ ხელახლა გადააფასონ რა დაკარგეს, რა აღმოაჩინეს და როგორ შეიცვალნენ სამშობლოდან შორს ყოფნისას.
ევროპული თავგადასავალი სტამბოლით იწყება. სწორედ აქ ხვდება გორგილაძე მათ, ვინც საკუთარ სათქმელს სიტყვებით გადმოსცემს — მწერალ სალომე ბენიძესა და პოეტ ირაკლი კაკაბაძეს, იგივე იაკი კაბეს. ეს არის ორი განსხვავებული ხმა და სტილი, თუმცა, ერთი განწყობა: არ გაჩერდნენ, ილაპარაკონ, წერონ და, რაც მთავარია, იფიქრონ ქართულად.
“ძალიან ხშირად ვუყურებ საკუთარ თავს, როგორც პერსონაჟს“, — ამ სიტყვების ავტორი გორგილაძის პირველი სტუმარი, სალომე ბენიძეა. სტამბოლში მცხოვრები სალომე ერთ-ერთია, მათ შორის, ვინც სამშობლოსთან შინაგან დიალოგს მისგან მოშორებითაც ინარჩუნებს და ქართული ისტორიის შტრიხებს ყოველთვის ასახავს საკუთარ შემოქმედებაში. მისი მთავარი შთაგონების წყარო, დღემდე, მარო მაყაშვილია. ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ არ შეიძლებოდა დუმილი მაშინ, როცა ქვეყანას მოქმედება სჭირდებოდა. მისთვის მარო მაყაშვილის იდეა და ნიკო ნიკოლაძის საქართველო ის ღირებუ ლებებია, რომელთათვისაც თავგანწირვა ღირს. სალომეს თქმით, აუცილებელია, ვიცნობდეთ იმ ქართველებს, ვისაც თავისუფლებისა და უკეთესი მომავლის შექმნის უშრეტი სურვილი ამოძრავებდათ. ხოლო გორგილაძის მთავარ კითხვაზე, რა არის მისი ცხოვრების წესი, პასუხობს: ყველაზე წარმოუდგენელი რამეებიც კი შეიძლება გახდეს რეალობა, თუკი მოინდომებ და იბრძოლებ“.
მოგზაურობის მეორე ეპიზოდში, გორგილაძეს იაკი კაბე მასპინძლობს. ადამიანი, რომელიც პროფესიული საქმიანობის მიღმა აქტივიზმითაა დაკავებული და ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელობს. იაკი ღიად საუბრობს აფხაზეთის ომისა და ემიგრაციის გამოცდილებაზე. თუმცა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისთვის ამ თემების საჯაროდ განხილვა მარტივი არასდროს ყოფილა: “ვერ ვყვები, რა მაქვს ნანახი და რა გამოვიარე. არასდროს მქონია ძალა, მესაუბრა ამის შესახებ”, — ამბობს ის.
სიუჟეტში იაკი მხოლოდ წარსულს არ იხსენებს, უფრო მეტად საუბრობს იმის შესახებ, როგორია ცხოვრება სამშობლოდან შორს. ამბობს იმასაც, რომ მისი პერსპექტივით დანახული საქართველო ნათელია, რადგან ქართველი ყოველთვის ახერხებდა გველეშაპის დამარცხებას და არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი.
გორგილაძის სტამბოლში მოგზაურობა პოეტის ქართულ კუთხეში სრულდება. “გალაკტიონი“ - ასე ჰქვია ადგილს, რომელიც ერთდროულად რესტორანიცაა და კულტურული სივრცეც. აქ, პერიოდულად, ლიტერატურული საღამოები, შეხვედრები და დისკუსიები იმართება. მოკლედ, ყველაფერია, რაც ქართველ ემიგრანტებს სამშობლოსთან კავშირს აგრძნობინებს, ხოლო უცხოელ სტუმრებს განსხვავებულ კულტურაში ამოგზაურებს.
შემდეგი გაჩერება — გერმანია, ქალაქი ულმი. ამჯერად, “აუტანელი სიმსუბუქის” მასპინძელი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძეა. ის ამჟამად გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ “ჰაიდენჰაიმსში“ თამაშობს. სხვა ეპიზოდებისგან განსხვავებით, ბუდუსთან ინტერვიუ გვაჩვენებს, როგორია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც ჯიუტად იცავს რუტინულ, თუნდაც მოსაწყენ რეჟიმს და საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობების სჯერა. “სახალხო ფეხბურთელმა“ ისაუბრა იმ გამოწვევებზეც, რომლებსაც მოედნის მიღმა ყოველდღიურად ხვდება. მაგალითად, ფიქრები იმის შესახებ, ღირს თუ არა ბრძოლა, ან კარიერის გაგრძელება მის ასაკში. გამოტყდა იმაშიც, რომ ჰქონია მომენტები, როცა უბრალოდ გაჩერება სურდა, თუმცა, სისუსტეები დაძლია და მიზნიდან არ გადაუხვევია. მისი შეფასებით, შრომა, თვითრწმენა და დისციპლინა, ის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რომლითაც ნებისმიერი ადამიანი უნდა იყოს შთაგონებული.
ევროპული თავგადასავლის ბოლო გაჩერება ბერლინია. ქალაქი, სადაც განსხვავებული ადამიანები ერთ სივრცეში თანაარსებობენ და ქმნიან ხელოვნებას, რომელიც საზღვრებს სცდება. მეოთხე ეპიზოდი მწერალ ზაზა ბურჭულაძეს გვაცნობს. სხვა რესპონდენტებისგან განსხვავებით, ზაზა ბურჭულაძის განწყობა შედარებით მელანქოლიურია. კითხვაზე თუ როგორ გრძნობს თავს, მოკლედ პასუხობს: “როგორც საქართველო, მძიმედ.“ მაყურებლისთვის არ დაუმალავს, რომ დიდად წერის ხალისი არ აქვს. მისი თქმით: “ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა დაწერო ადამიანმა, თუ ღვიძლის ნაცვლად, ღვარძლი არ გაქვს”.
ბურჭულაძე იხსენებს, რომ წარმატებასთან ერთად არაერთი მარცხი განუცდია და ამაზე ღიად საუბარი არ აშინებს.
წარმატებულ მწერალთან დამაფიქრებელი და ცოტა სევდიანი ინტერვიუ იმედიანად სრულდება, რადგან ბურჭულაძე მთავარ მამოძრავებელ ძალად ასახელებს იმედს, რომელიც, მისი თქმით, ყველა ადამიანში უნდა ცოცხლობდეს.
მწერლებისა და სპორტსმენის შემდეგ გორგილაძის ევროპული მოგზაურობა არტისტებთან სრულდება. ბერლინში ცხოვრობს და მუშაობს ახალგაზრდა ქართველი არტისტი ივა ქიმერიძე, რომელიც ხელოვნებაში საკუთარ გზას სწრაფი ნაბიჯით მიიკვლევს. ივა ქიმერიძე საქართველოს ბანკის და Miami Ad School Europe-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის 2024 წლის გამარჯვებულიცაა. ივასთვის ბერლინი მხოლოდ დიდი ხელოვნების ქალაქი არ არის, ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება ყველაზე თამამი შეკითხვებიც დასვა და პასუხი ხელოვნების ენით გასცე.
გორგილაძე ევროპულ თავგადასავალს DJ და პროდიუსერ სექტასთან ასრულებს. ახალგაზრდა, ენერგიულ და მრავალფეროვან ხელოვანთან, რომელიც ბერლინის ელექტრონულ სცენაზე გამორჩეულად უყვართ. ის ინტერვიუში საკუთარი გამოცდილების, მუსიკის მნიშვნელობისა და რეფლექსიების შესახებ საუბრობს. კითხვაზე თუ როგორ ინარჩუნებს კავშირს სამშობლოსთან, მისი პასუხი შემდეგია: “ყველაფერი რასაც ვაკეთებ ქართული პროდუქტია, რადგან ეს არის ჩემი წარმომავლობა“.
საბოლოო ეპიზოდი ხაზს უსვამს იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობს ადამიანი —სტამბოლში, მიუნხენში თუ ბერლინში. ქართული გენი, გამოცდილება და კულტურა ყველგან სუნთქავს.
ევროპული მოგზაურობიდან დაბრუნებული გორგილაძე არც შემდეგ გაჩერებულა. სეზონის ბოლო ეპიზოდის მთავარი გმირი, მუსიკოსი გიორგი ცაგარელია. ადამიანი, რომელიც ორწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ სცენაზე ბრუნდება. თანაც ისე, რომ სრულიად ახალი სიტყვა აქვს სათქმელი, ახალი სტილითა და გზავნილებით. მნიშვნელოვანია, რომ გადაცემაში ის საუბრობს იმაზე, თუ რატომ გაჩერდა, როდის და რატომ გადაწყვიტა დაბრუნება და რას ნიშნავს მისთვის მუსიკა ახლა, როცა მონატრებული სცენა ელოდება. ცნობისთვის, Comeback — ასე ჰქვია გიორგი ცაგარელის პროექტს, რომელიც დღის შუქს სულ მალე იხილავს.
“აუტანელი სიმსუბუქის“ ბოლო სეზონი ნათლად გვაჩვენებს, რომ განსხვავებული ბიოგრაფიების მიუხედავად, კარიერის გზაზე არც დავით გორგილაძე და არც მისი გმირები გაჩერებულან. სწორედ ამ საერთო არგაჩერებამ გააერთიანა საქართველოს ბანკი და “აუტანელი სიმსუბუქე” რამდენიმე თვის წინ. გადაცემის გმირებიც ხომ მუდმივად ცდილობენ არ შეეგუონ რეალობას, იბრძოლონ, განვითარდნენ და საკუთარი კვალი დატოვონ. ჩვენ კი, ამ ისტორიების მოსმენით, უნდა ვიპოვოთ რწმენა იმისა, რომ ჩვენც ყველაფერი შეგვიძლია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები