ტელეკომპანია "თრიალეთი": "ქართული ოცნება" თრიალეთის დახურვას აპირებს!"
"ტელეკომპანია "თრიალეთის" ანგარიშებს შემოსავლების სამსახურმა, 10-15 წლის წინანდელი გაყინული დავალიანების გამო, ინკასო დაადო," — ამის შესახებ ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" განცხადებაშია აღნიშნული.
კომპანიის განცხადებით, "თრიალეთის" ეთერში რამდენჯერმე ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრი გაჟღერების გამო ოცნების ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენლებს, სავარაუდოდ, სუს-ის დავალებით, ეთერში სტუმრობა და ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემა აეკრძალათ.
როგორც "თრიალეთის" განცხადებაშია აღნიშნული, შურისძიების მიზნით, სავარაუდოდ, "კობახიძის და ოხანაშვილის დავალებით, მოხდა "თრიალეთის" ანგარიშებზე ინკასოს დადება".
"ქართული ოცნება" თრიალეთის დახურვას აპირებს!
დღეს, 30 ივნისს, ტელეკომპანია "თრიალეთის" ანგარიშებს, შემოსავლების სამსახურმა, 10-15 წლის წინანდელი, გაყინული დავალიანების გამო, ინკასო დაადო.
ინკასოს დადება ნიშნავს, რომ ისედაც ფინანსურ კრიზისში მყოფი ტელეკომპანია ვეღარ გადაიხდის ელექტროენერგიის, ინტერნეტის, სიგნალის გავრცელების თანხას, ვეღარ გასცემს ხელფასებს და, შედეგად, ტელევიზია და რადიო გაუქმდება.
ივნისის თვეში ტელეკომპანია "თრიალეთის" გადაცემებში რამდენჯერმე გაშუქდა საქართველოს სუს-ის უფროსის, ანრი ოხანაშვილის მიერ კლასელის და მეჯვარის, კოტე ბუზალაძის გორის მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა. "თრიალეთის" თოქ-შოუს სტუმარმა, კახა კუკავამ გააკრიტიკა პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი და სხვები.
აღნიშნულის შემდეგ, შიდა ქართლის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სავარაუდოდ, სუს-ის დავალებით, აეკრძალათ "თრიალეთის" ეთერში სტუმრობა და ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემა!
ამავე დროს, შურისძიების მიზნით, სავარაუდოდ, კობახიძის და ოხანაშვილის დავალებით, მოხდა "თრიალეთის" ანგარიშებზე ინკასოს დადება!
ტელეკომპანია "თრიალეთის" დავალიანების დაგროვების უპირველესი მიზეზი იყო, წინა ხელისუფლების ბრძოლა ტელეკომპანიის მიმართ. ზეწოლები განსაკუთრებით გააქტიურდა, როდესაც "თრიალეთი", გარკვეული რისკების ფონზე, პირველი დაუდგა მხარში ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას".
მიუხედავად მხარში დადგომისა, "თრიალეთის" წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელა. ქართული ოცნების პირველმა გუბერნატორმა შიდა ქართლში, ორ წელზე მეტი თანამდებობაზე ყოფნა, მხოლოდ "თრიალეთის" წინააღმდეგ ბრძოლას შეალია.
შემდეგ წლებში, ქართული ოცნების ხელისუფლებიდან "თრიალეთს" ებრძოდა ბევრი ის ადამიანი "ნაციონალების" ხელისუფლებაში, "თრიალეთს" რომ მტრობდნენ.
კომპანიის მძიმე პერიოდი იყო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, რამაც გამოიწვია კომპანიაში არსებული ტექნიკის მთლიანად ჩამოწერა და ციფრული აპარატურით ჩანაცვლება. რის გამოც, კომპანიას მოუწია აეღო დიდი ოდენობის ბანკის სესხი, რომლის დაფარვის პერიოდში მოხდა ლარის კურსის დაცემა, რამაც "თრიალეთს" შეუქმნა კიდევ უფრო დიდი ფინანსური კრიზისი.
კრიზისიდან გამომდინარე, "თრიალეთი" გაჭირვებით იხდიდა იმ აუცილებელ გადასახადებს, რომლის გარეშეც შეუძლებელი იყო ტელევიზიის ფუნქციონირება და ხშირ შემთხვევაში, ბიუჯეტის თანხებს სრულად ვერ ფარავდა.
კომპანია თანხას ვერ იხდიდა. თუმცა, არც არავინ სთხოვდა დავალიანების გადახდას, მაგრამ, ამავე დროს, დავალიანების თანხას ყოველდღიურად არიცხავდნენ საურავს. რის გამოც, საურავის ოდენობამ დავალიანების ძირის თანხას გადაუსწრო.
"თრიალეთმა", წლების მანძილზე, მრავალჯერ მიმართა ხელისუფლებას, კანონის შესაბამისად, მოეხდინათ ვალის რესტრუქტურიზაცია, ან გაეფორმებინათ საგადასახადო შეთანხმება, რაც მრავალი კომპანიის მიმართ, ათეულობით მილიონიან თანხებზე ხორციელდებოდა, თუმცა, "თრიალეთს" ყოველთვის უარით პასუხობდნენ.
"თრიალეთს" არ უკეთებდნენ ვალის რესტრუქტურიზაციას, გადახდის ვადის გაწელვას, თუმცა, არც არავინ სთხოვდა გადახდას, მაგრამ ყოველდღიური საურავების დარიცხვით ზრდიდნენ დავალიანებას, სავარაუდოდ, ზუსტად ამ დროისთვის, ტელევიზიაზე ზეწოლის განსახორციელებლად!
აი, ასეთი სცენარით, ხელოვნურად აუქმებენ იმ ტელევიზიას, რომელიც პირველი და რეგიონებიდან ერთადერთი იყო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლისას დაუდგა მხარში! რომელმაც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლას შეუწყო ხელი და დღეს იმ ხელისუფლების მიერ იხურება, რომლის მხარდამჭერი იყო წლების განმავლობაში!
აუქმებენ საქართველოში ყველაზე ძველ კერძო ტელევიზიას. ტელევიზიას, რომელიც 1990 წლიდან მუშაობს და ზუსტად ახლა შეუსრულდა 35 წლის იუბილე.
ტელევიზია, რომელმაც მრავალი ზეწოლები, მრავალი მთავრობა, მრავალი ომი გამოიარა და ყველაფერს გაუძლო, დღეს, ქართული ოცნების მიერ იხურება!
აუქმებენ იმ ტელევიზიას, რომლის წილის 10 პროცენტსაც ბიძინა ივანიშვილის კომპანია ფლობს და სავარაუდოდ, ეს კომპანია გადაიბარებს დანარჩენ პროცენტებსაც!" — წერს ტელეკომპანია "თრიალეთი".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები