Reimagine the Ride — სერვისის, ინოვაციისა და გამოცდილების სინთეზი — თეგეტას ახალი კონცეპტუალური სივრცე ოფიციალურად გაიხსნა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსის მულტიფუნქციურ სერვისცენტრში, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩის №6-ში მდებარეობს, ახალი ინოვაციური სივრცე მომხმარებელს უკვე ელის. სრულიად განსხვავებულ გარემოში კომპანიამ სერვისი, დიზაინი და ბრენდის ისტორია გააერთიანა. შედეგად მომხმარებელი არა მხოლოდ პროდუქტის შეძენას ან მაღალი ხარისხის მომსახურების მიღებას შეძლებს, არამედ სრულიად ახალ უნიკალურ გამოცდილებას შეიძენს.
ფოტო: თეგეტა
სივრცე საბურავების უბანს მოარგეს, რომელიც ამერიკული Hunter-ის უახლესი თაობის დანადგარით არის აღჭურვილი. დიზაინერულად გააზრებული გარემო, სადაც მომხმარებელი, კომფორტულ მომსახურებასთან ერთად, თავს ბრენდის ნაწილად გრძნობს, უკვე ოფიციალურად გახსნილია. პრეზენტაციას, ჰოლდინგის წარმომადგენლებთან ერთად, 120 სტუმარი ესწრებოდა.
ფოტო: თეგეტა
თეონა კოხოძე, თეგეტა ჰოლდინგის კრეატიული დირექტორი: "გვინდოდა მომხმარებლისთვის განსხვავებული გამოცდილება შეგვექმნა — შეგვეთავეზებინა უფრო მეტი ვიდრე სერვისი და პროდუქტია. ასე გაჩნდა კონცეფცია, რომელიც ტრადიციული ავტოსერვისის მიდგომას ცვლის და მულტიფუნქციურ შოურუმად გარდაიქმნება. პროექტის რეალიზაციაზე არქიტექტურულ სტუდია Material Editors-თან ერთად ვიმუშავეთ. ამ თანამშრომლობამ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი ხედვა - ტრადიციული ავტოსერვისის გარდაქმნის შესახებ, აისახა არა მხოლოდ შინაარსობრივად, არამედ სივრცობრივადაც“.
ფოტო: თეგეტა
ახალი კონცეპტუალური ზონა ინტერაქციული ინსტალაციების თანხლებით გაიხსნა, რომელზეც ხელოვანმა გიორგი მოზგოვოიმ იმუშავა.
ფოტო: თეგეტა
საბურავებისა და ზეთის კასრებისაგან შექმნილი ნამუშევრები კი ქართული ბრენდის, თეგეტას სათქმელს კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩენდა, რომელიც Cutburo-მ შექმნა. მასვე ეკუთვნოდა მაგიდა მუსიკოსისთვის, სადაც dj Nicole უკრავდა.
ინოვაციური სივრცე თანამედროვე საექსპოზიციო გარემოს შთაბეჭდილებას ქმნის. მინიმალისტური და ინდუსტრიული ინტერიერის დიზაინში ძირითადად გამოყენებულია მეტალისა და შუშის ფაქტურები, ნეიტრალური და თბილი განათებით. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, დაათვალიეროს საგამოფენო ზონები, სადაც თეგეტას პარტნიორი საავტომობილო ბრენდების პროდუქტები და აქსესუარებია წარმოდგენილი.
ფოტო: თეგეტა
"მომხმარებლებს ასევე ექნებათ წვდომა თეგეტას ექსკლუზიურ მერჩზე, რომელიც ქართველი არტისტების მონაწილეობით სპეციალურად ამ კონცეფციისთვის შეიქმნა. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებულია იმით, რომ აერთიანებს ქართულ ვიზუალურ ხელოვნებასა და ავტომობილის მოყვარულთა კულტურას. მერჩის კოლექციაში შეხვდებით მაისურებს, ქუდებს, ქურთუკებსა და სხვა ნივთებს, რომლებზეც გამოყენებულია სპეციალურად შექმნილი ილუსტრაციები და ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია უშუალოდ ამ სივრცეში, როგორც მომხმარებლის გამოცდილების ნაწილი. ასევე, ამავე სივრცეში მალე დაიწყება „თეგეტას“ ახალი პროექტი, Podcast by Tegeta, რომელიც ავტოკულტურაზე, ისტორიებსა და ადამიანებზე მოგვითხრობს. ის შინაარსობრივად შოურუმის კონცეფციის გაგრძელებაა“ — ამბობს თეონა კოხოძე.
ფოტო: თეგეტა
Reimagine the Ride — ამ სლოგანით წარადგინა თეგეტამ კონცეპტუალური სივრცე სტუმრების წინაშე და პირველმა შეცვალა ტრადიციული ავტოსერვისის მიდგომა. კომპანიაში ამბობენ, რომ ახალი პროექტი ბრენდის განვითარების ლოგიკური და სტრატეგიული გაგრძელებაა.
ფოტო: თეგეტ
თეონა კოხოძე, თეგეტა ჰოლდინგის კრეატიული დირექტორი: "თეგეტა ნამდვილად პირველია საქართველოში, ვინც ავტოსერვისის გარემოს ასეთი კონცეფციით წარადგენს, სადაც ტექნიკური მომსახურება მხოლოდ პროცესის ნაწილი კი არა, მომხმარებლისთვის შექმნილი სრულფასოვანი გამოცდილებაა. ამ მიმართულებით საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია Porsche Experience Center, სადაც სერვისი არ სრულდება ლოგისტიკით — ბრენდი იწყებს მომხმარებელთან ახალ ურთიერთობას და ამყარებს მასთან ემოციურ კავშირს. ჩვენი მიზანია, სერვისის გარდა, მომხმარებელს დამატებითი ღირებულებები შევთავაზოთ: გარემო, სადაც კომფორტი, ინფორმაციულობა და ბრენდთან კავშირი თანაბრად მნიშვნელოვანია“.
თეგეტა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი მიზანი არა მხოლოდ ავტომობილების მომსახურება, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებული ინოვაციური ეკოსისტემის შექმნაა.
ფოტო: თეგეტა
საბურავების თანამედროვე უბანი
საბურავების ახალი უბანი ამერიკული Hunter-ის უახლესი თაობის დანადგარებით არის აღჭურვილი. ბალანსირებისათვის მაღალი სიზუსტის აპარატი გამოიყენება, რომელიც საბურავის წონით დისბალანსს მაქსიმალური სიზუსტით ადგენს.
გარდა ამისა, დაშლა/აწყობის აპარატით ნებისმიერი პროფილის საბურავების სერვისია შესაძლებელი. სისტემის სპეციალური მექანიზმები დისკს დაზიანებისგან იცავს.
ხაზგასასმელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი — გათვალისწინებულია ოპერატორის უსაფრთხოება და ფიზიკური დატვირთვის შემცირება, რაც მომსახურებას უფრო სწრაფსა და სტაბილურს ხდის.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები