10 უსაყვარლესი ცხოველი, რომელთა არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ გქონდა
ფოტო: Getty Images
რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბუნება ყოველ ნაბიჯზე გვაოცებს და ხშირად იმაზე ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე გვგონია. დედამიწის ყველაზე მიუვალ კუთხეებშიც კი არსებობენ ცხოველები, რომელთა არსებობის შესახებ ბევრს წარმოდგენაც არ აქვს. ისინი ხან თავისებური გარეგნობით, იშვიათი ქცევებით, ხან კი უცნაური საცხოვრებლით გამოირჩევიან — ზოგჯერ კი ამ ყველაფერს აერთიანებენ.
ამ სტატიაში სწორედ ასეთ უცნობ, მაგრამ საოცრად საინტერესო არსებებს გავეცნობით: წარმოგიდგენთ 10 ცხოველს, რომელთა არსებობის შესახებ შესაძლოა აქამდე არც კი გაგეგოთ.
პიკა
ფოტო: National Geographic
ეს საყვარელი მთის ბინადარი ძუძუმწოვარი ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიის ზოგიერთ ნაწილში გვხვდება. მომრგვალო სხეულითა და მოკლე, ბოტოტა თათებით, პიკას მოძრაობას უფრო დაღლილ ცუნცულს დაარქმევდით, ვიდრე სიარულს. პიკა ცნობილია იმით, რომ ყვავილების პატარა კონებს აგროვებს, რათა თავის სოროში გადაიტანოს და ზამთრის საკვებად შეინახოს. როდესაც ბურუსში გარბის, ხშირად მაღალი ტონალობის განგაშის ხმას გამოსცემს, რის გამოც მეტსახელად "მსტვენელი კურდღელი" შეარქვეს.
ქუოლი
ფოტო: Getty Images
ავსტრალიისა და პაპუა ახალი გვინეის მკვიდრი ეს მარტოხელა ჩანთოსანი ღამის ცხოველია და დღის უმეტეს ნაწილს სოროში ატარებს. მისი ამოცნობა შესაძლებელია ქათქათა ლაქებით, რომლებიც მის ყავისფერ ბეწვზეა გაფანტული. ავსტრალიის კონტინენტზე ის 50 წლის განმავლობაში გაუჩინარებული იყო, სანამ 2018 წელს WWF-მა მისი გადარჩენისა და აღდგენის პროექტი არ დაიწყო.
ქუოკკა
ფოტო: Getty Images
გეცნობათ ეს პატარა ცხოველი? მას შემდეგ, რაც ქუოკა ინტერნეტში "ყველაზე ბედნიერ ცხოველად" დაასახელეს, ამ მხიარულ ჩანთოსანთან სელფის გადასაღებად ავსტრალიაში უამრავი ტურისტი გაემგზავრა. თუმცა, მისი მხიარულებისა და "ღიმილის" უკან სევდაც იმალება— ქუოკა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სიაშია, მისი საცხოვრებლის დაკარგვისა და ადამიანების ჩარევის გამო.
კლიპსპრინგერი
ფოტო: Getty Images
კლიპსპრინგერი უჩვეულოდ პატარა ანტილოპაა, რომელიც აფრიკაში ცხოვრობს. მას სასას, ანუ მხტუნავ ანტილოპასაც უწოდებენ. ის დღეებს კლდეებზე ხტუნვაში ატარებს და თავის ნაცრისფერ ბეწვს მთების ფერწერულ გარემოსთან იდეალურად ახამებს. ხშირად სიცოცხლის ბოლომდე ერთ პარტნიორთან რჩება და, დაწყვილების შემდეგ, მაქსიმუმ დაახლოებით ხუთი მეტრის რადიუსში გადაადგილდება მისგან.
იაპონური კვერნა
ფოტო: Getty Images
იაპონიის ჰონსიუს, კიუსიუსა და შიკოკუს კუნძულების მკვიდრი იაპონური ველური კვერნა — Mustela itatsi — ნადირობს მდინარეების გასწვრივ და ზამთარში თოვლის ქვეშაც კი დასდევს მღრღნელებს. ზამთარში მისი ბეწვი თეთრდება, რაც თოვლში მის იდეალურ შენიღბვას უზრუნველყოფს.
გრძელყურა ჯერბოა
ფოტო: Getty Images
გრძელი ყურების მქონე ჯერბოა, რომელიც გარეგნულად პატარა კურდღელს ჰგავს, ჩინეთსა და მონღოლეთს შორის მდებარე სტეპებსა და უდაბნოებში ბინადრობს. მისი სხეული დაახლოებით 8 სმ-ის სიგრძისაა, თუმცა ჯერბოას უზარმაზარი ყურები მისი სხეულის დიდ ნაწილს მოიცავს და ხიფათის ამოსაცნობად გამოიყენება. ჯერბოა უკანა ფეხებით ხტუნავს, დაახლოებით ისე, როგორც მომცრო, სასაცილო კენგურუ.
ლორისი
ფოტო: Getty Images
შეიძლება ეს საყვარელი არსება სოციალურ ქსელებშიც გინახავთ. დიდი, სევდიანი თვალებით, პატარა ხელებითა და უკიდურესად ნელი მოძრაობებით მომხიბლავი ლორისი იმაზე საშიშია, ვიდრე გგონიათ. ეს ერთადერთი შხამიანი პრიმატია — საფრთხის დროს იღებს ნერწყვს იდაყვზე მდებარე ჯირკვლიდან და ამ ნაზავით საწამლავს წარმოქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში პოპულარობამ ამ ცხოველის ველურ ბუნებაში გადარჩენას სერიოზული საფრთხე შეუქმნა, თუ მას დისტანციითა და პატივისცემით მოეკიდებით, შეუძლია ბუნებრივ გარემოში უსაფრთხოდ იცხოვროს.
დიკ-დიკი
ფოტო: Getty Images
მაქსიმუმ 45 სმ სიმაღლისა და 7 კგ-მდე წონის ანტილოპა დიკ-დიკი ისეთივე საყვარელია, როგორც მისი სახელი ჟღერს. მისი სახელი მოდის იმ განმეორებადი ხმისგან — "დიკ-დიკ", რომელსაც მდედრი დიკ-დიკი გამოსცემს, როდესაც გულის ფორმის მილაკივით ცხვირით ყნოსავს.
მარგაის კატა
ფოტო: Getty Images
მარგაის კატა ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს. ის ღამის ცხოველია და ცხოვრებას ძირითადად ხეებზე ატარებს: ერთადერთი კატაა, რომელსაც შეუძლია უკანა თათების 180 გრადუსით მობრუნება — ამის წყალობით ხეზე ციყვივით თავით ქვემოთაც მოძრაობს და უკანა თათებით ტოტზე ეკიდება. მისი კუდი, რომელიც სხეულის სიგრძის დაახლოებით 70%-ია, ბალანსის შესანარჩუნებლად ეხმარება.
კაპიბარა
ფოტო: Getty Images
კაპიბარა, ყველაზე დიდი მღრღნელი ჩვენს პლანეტაზე, ბუნების მშვიდი გიგანტია. სამხრეთ ამერიკაში მობინადრე ეს ძუძუმწოვარი ცნობილია არა მხოლოდ თავისი შთამბეჭდავი ზომითა და ცურვის უნარით, არამედ საოცარი ხასიათითაც. ის იშვიათად შედის კონფლიქტში და თითქმის ყველა ცხოველთან "მეგობრობს": ფრინველებთან, კუებთან, თევზებთან და ხშირად მტაცებლებთანაც კი მშვიდად თანაცხოვრობს. სოციალურობა მისი ბუნების განუყოფელი ნაწილია — ხშირად სეირნობს ჯგუფურად, მზეზე თბება ან წყალში ნახევრად ჩაძირული განიტვირთება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები