"ეშმაკს აცვია პრადა 2"-ის გადაღებები დაიწყო — მერილ სტრიპი და ენ ჰეთეუეი ბრუნდებიან
ფოტო: VOGUE
გაიმზადეთ ნერვები — მერილ სტრიპი, ენ ჰეთეუეი, ემილი ბლანტი და სტენლი ტუჩი ოფიციალურად ბრუნდებიან ფილმში ეშმაკს აცვია პრადა 2, რომლის გადაღებები უკვე დაიწყო.
2006 წლის საკულტო ფილმის ვარსკვლავებს ახალი წევრიც შეუერთდა — კენეთ ბრანა განასახიერებს მირანდა პრისლის (მერილ სტრიპის პერსონაჟის) ქმარს, რომელიც მოდის ჟურნალ Runway-ის მკაცრი და მომთხოვნი მთავარი რედაქტორია. ფილმის გადაღების დაწყების შესახებ ინფორმაცია სტუდია 20th Century Studios-მა ინსტაგრამზე გავრცელებული თიზერით დაადასტურა, სადაც ორი "ეშმაკური" ქუსლიანი ფეხსაცმლის ვიზუალს ვხედავთ.
ფილმი დაფუძნებულია ლორენ ვაისბერგერის 2004 წლის ამავე სახელწოდების ბესტსელერზე, რომელიც ჟურნალისტობაზე მეოცნებე ენდი საქსის (ენ ჰეთეუეი) ამბავს მოგვითხრობს — ის პრესტიჟულ მოდის ჟურნალში იწყებს მუშაობას და თავისი ოცნების ასახდენად ყოველდღიურად უწევს თავისი უსაზღვროდ მომთხოვნი ბოსის პრეტენზიებთან გამკლავება. წიგნი ნახევრად ავტობიოგრაფიულია — ვაისბერგერი Vogue-ის მთავარი რედაქტორის, ანა ვინტურის ასისტენტი იყო. სიმბოლურად, გასულ კვირას თავად ანა ვინტურმა დააანონსა, რომ 37 წლის შემდეგ ტოვებს Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოზიციას.
ფოტო: 20th Century Fox
ფილმის მეორე ნაწილის სიუჟეტური დეტალები ჯერ არ არის ოფიციალურად დადასტურებული, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ფილმი მოგვითხრობს მირანდა პრისლის კარიერულ გამოწვევებზე ტრადიციული ბეჭდური მედიის დაცემის ფონზე. ის დაუპირისპირდება ემილი ბლანტის პერსონაჟს — თავის ყოფილ ასისტენტს, რომელიც ახლა მაღალი დონის პოზიციაზე მშაობს მდიდრულ ბრენდში და ფლობს იმ სარეკლამო ბიუჯეტს, რომლისთვისაც პრისლი იბრძვის. უცნობია, როგორ ჩაერთვება ისტორიაში ენდი საქსი (ჰეთეუეის პერსონაჟი), რომელიც პირველი ფილმის ბოლოს Runway-ს ტოვებს და გაზეთში იწყებს მუშაობას.
ფილმის რეჟისორი დევიდ ფრენკელი, სცენარისტი კი ელინ ბროშ მაკკენა იქნებიან — პირველი ფილმის ავტორები.
ეშმაკს აცვია პრადა 2 კინოთეატრებში 2026 წლის 1 მაისს გამოვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები