"ოცნების" პროპაგანდისტი ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილი გიორგი გახარიას და ევროპელ ელჩებს "დიფ სთეითის" აგენტებს უწოდებს
"ოცნების" პროპაგანდისტი ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის მორიგ წერილს აქვეყნებს POSTV, სადაც ის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და ევროპელ ელჩებს აკრიტიკებს. მისი თქმით, გახარია "დიფ სთეითის" კიდევ ერთი აგენტი, რომელიც ჯერ მინისტრობის დროს აჯანჯღარებდა ქვეყანას, მიზანმიმართულად აზიანებდა პოლიციის და ხელისუფლების რეპუტაციას, ბოლოს კი მთავრობის ჩამოშლის მიზნით, თანამდებობიდან გადადგა,
შათირიშვილის თქმით, გახარია სააკაშვილის მსგავსად "რევოლუციური პროცესების აგორებისა და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის გეგმას" ახორციელებდა.
"მას შემდეგ, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე უსამართლო, დაუსაბუთებელმა ზეწოლამ არნახული მასშტაბი მიიღო. დღეს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ზუსტად იცის ამ ზეწოლის მიზანი — ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა, მმართველობაში აგენტურის დაბრუნება და შემდეგ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ჩვენი ქვეყნისათვის ეს დამღუპველი სცენარი რომ გლობალური ომის პარტიის, იგივე "დიფ სთეითის" მიერ ომამდე იყო გაწერილი, უტყუარად არაერთი ფაქტით დასტურდება. განსაკუთრებით ყურადსაღებია უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია, როდესაც სააკაშვილი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში შემოაპარეს. სტაჟიანი აგენტის დავალება არჩევნების დღეს საჯაროდ, მოულოდნელად გამოჩენა, რევოლუციური პროცესების აგორება და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა იყო. ამავე დავალებას ასრულებდა გიორგი გახარია, "დიფ სთეითის" კიდევ ერთი აგენტი, რომელიც ჯერ მინისტრობის დროს აჯანჯღარებდა ქვეყანას, მიზანმიმართულად აზიანებდა პოლიციის და ხელისუფლების რეპუტაციას, ბოლოს კი მთავრობის ჩამოშლის მიზნით, თანამდებობიდან გადადგა, თუმცა ორივე შემთხვევაში გარე ძალების დალაგებული გეგმა ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის მიერ გაშიფრულ იქნა და ხელისუფლების დამხობის მცდელობები წარმატებით განეიტრალდა", — წერს შათირიშვილი.
ის წერილში ევროპელ ელჩებსაც აკრიტიკებს და წერს, რომ "საქართველოში აკრედიტებული ეგრეთ წოდებული დიპლომატები, რომლებიც სინამდვილეში "დიფ სთეითის" მიერ მართული სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან".
"დიფ სთეითის" ნაცადი ხელწერის ანალიზის მიხედვით, სასურველ ქვეყანაში არასასურველი ხელისუფლების მოშორების შემდეგი გზა რევოლუციაზე გადის. აქაც ყველაფერს, ცხადია, ხალხის ხელით აკეთებენ. ამ შანტაჟში კი აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოში აკრედიტებული ეგრეთ წოდებული დიპლომატები, რომლებიც სინამდვილეში "დიფ სთეითის" მიერ მართული სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან და მათ დიპლომატიურ საქმიანობასთან არაფერი აქვთ საერთო. სწორედ ელჩები ცდილობენ ადგილზე სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს, შეიქმნას მაქსიმალურად დაძაბული, პოლარიზებული და ზიზღით სავსე გარემო, რასაც კონკრეტული მიზანი აქვს.
საქმე იმაშია, რომ საქართველოში მშვიდი და სტაბილური გარემო პირდაპირ ანადგურებს "დიფ სთეითის" რევოლუციურ გეგმას, ხელისუფლება დაამხოს და მათ მარიონეტების ხელით ქვეყანაზე მმართველობა დაიბრუნონ. სიმშვიდის და სტაბილურობის დარღვევას კი ეგრეთ წოდებული დიპლომატების ხელით ახორციელებენ. ისინი მუდმივად ახდენენ ზეწოლას მთავრობაზე, ადანაშაულებენ მას ევროპული კურსიდან გადახვევაში, რითაც ცდილობენ აგრესიული უმცირესობის ემოციებზე ითამაშონ და საზოგადოება საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ. ამ პროცესში უდიდეს როლს თამაშობს ძალადობის და კრიმინალის წახალისება. ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მეთაურობით, ეგრეთ წოდებული დიპლომატები მუდმივად ამბობენ, რომ პოლიციელზე თავდამსხმელი ამაღლობელი და რატიანი პოლიტიკური პატიმრები არიან, მოძალადე დემონსტრანტები — მშვიდობიანი მომიტინგეები, ხოლო პოლიციელისათვის მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი ბანდიტი — თავისუფლების მედროშე", — "ოცნების" პროპაგანდისტი ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის წერილს POSTV აქვეყნებს.
- ზაზა შათირიშვილი ინტერპოლზე "დიფ სთეითის" გავლენით ხსნის იმას, რომ ბაჩიაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა არ გამოცხადდა
- ზაზა შათირიშვილი: ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს კონკრეტული რიცხობრივი კვოტა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში დასაქმებულ ადამიანებთან დაკავშირებით
- ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ტრამპის ადმინისტრაციას საყვედურობს, რომ "ვერ იცლის", სანქციები მოუხსნას ბიძინა ივანიშვილსა და ვახტანგ გომელაურს
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები