კახა კალაძე: დაძველდა ეს სანქციები. სანქციებით ვერავის ვეღარ აშინებენ, როდესაც საქმე ეხება შენს სამშობლოს, მის ინტერესს
"დაძველდა ეს სანქციები. სანქციებით ვერავის ვეღარ აშინებენ, როდესაც საქმე ეხება შენს სამშობლოს, მის ინტერესს", — ამის შესახებ კახა კალაძემ დიდი ბრიტანეთის მიერ ოცნების ხელისუფლებისთვის დაანონსებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა.
"დაძველდა ეს სანქციები. სანქციებით ვერავის ვეღარ აშინებენ, როდესაც საქმე ეხება შენს სამშობლოს, მის ინტერესს. ჩვენ ამ სიგიჟეში გვიწევს საკუთარი ქვეყნის დაცვა და მისი ინტერესების გატარება. ჩვენ რატომ ვართ პოლიტიკაში, ხალხი რატომ გვიჭერს მხარს? პირველ რიგში, ჩემი ხალხის და ქვეყნის ინტერესი უნდა გავატარო და არა გარედან მიღებულ ბრძანებას დავემორჩილო, რომ ქვეყანა სანქციებს მიუერთდეს ან ჯარი მოვამზადო. მე ხომ ვიცი, რომ აღნიშნული სანქციები ჩემი ქვეყნის ეკონომისთვის იქნება დამაზიანებელი. შენ თუ ჩემი მეგობარი ხარ, რატომ, მაიძულებ გადავდგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც ჩემი ხალხისთვის დამღუპველი იქნება? სანქციებზე ამბობდნენ, ჩვენ ეს როდის გვითქვამსო და მერე პირდაპირ რეზოლუციები მიიღეს, სადაც წერია, რომ საქართველო ისჯება სანქციებზე არმიერთების გამო. როდესაც გეუბნებიან, წადი კედელს დაეტაკაო და იცი, რომ თავი გაგიტყდება, გიჟი ხომ არ ხარ, რომ დაეტაკო?!", — განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, საქართველო არც ევროპას ერჩის, არც დიდ ბრიტანეთს და არც აშშ-ს. ისინი [ოცნების ხელისუფლება] „თავს იცავს“.
"როგორ შეიძლება საქართველო ევროპას, დიდ ბრიტანეთს ან აშშ-ს ებრძოდეს?! ეს ხომ წარმოუდგენელია. პირიქით, ჩვენ ვიცავთ თავს იმ უსამართლობისგან, რაც ევროკავშირისგან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან მოდის. ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, რაც ჩვენ პირდაპირ გვაშანტაჟებდნენ კაბინეტებში, რომ ქვეყანა ომში ჩართულიყო, იყო მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებები. ამაზე მაღალი თანამდებობის პირები საუბრობდნენ. თუნდაც ჩვენი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები. შემდეგ კი დაიწყეს უარყოფა, მაგრამ არქივი ხომ არსებობს. ასევე, იმავე განცხადებებს აკეთებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები. გამოდიოდნენ და ამბობდნენ, საქართველოს ხელისუფლება რადგან სანქციებს არ უერთდება, გვირჩევნია ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო. უკრაინის უშიშროების საბჭო მოგვიწოდებდა, საქართველო შეგვეხიდოსო.
დიდი ბრიტანეთის საელჩოს დღემდე არ გამოუქვეყნებია სია, თუ რა ორგანიზაციებს აფინანსებდნენ საქართველოში ბოლო წლებში. თუ კეთილსინდისიერები არიან, რა პრობლემაა, რომ გაასაჯაროონ, ვის აფინანსებდნენ? მაგრამ პრობლემა იცით რა არის? ის, რაც ქვეყანაში ბოლო წლებში ხდებოდა - რევოლუციის მოწყობის, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის, საზოგადოების გახლეჩის მცდელობები, რა თქმა უნდა, ყველაფერი გარედან ფინანსდებოდა. ყველას თავისი ინტერესი ჰქონდა, რომ ხალხის მიერ არჩეული პატრიოტი ხელისუფლება დაემხოთ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ხალხი ყველაფერს ხედავს და აფასებს", — განაცხადა თბილისის მერმა.
დღეს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა. სადაც ნათქვამია, რომ 30 ივნისს, "დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენელმა მკაფიოდ დააფიქსირა დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს მზარდად დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ და მწვავედ გააპროტესტა ქართული ოცნების მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია".
"დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანების უფლებების დაცვის და პატივისცემის გზას", — ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები