"გოიმები არიან" — შარლიზ ტერონი ჯეფ ბეზოსზე და მის ცოლზე კომენტარს აკეთებს
ფოტო: Getty Images
შარლიზ ტერონმა თავის მეხუთე ყოველწლიური უბნის წვეულება გახსნა შაბათს საღამოს Universal Studios-ის ტერიტორიაზე. ღონისძიება ეძღვნებოდა მის მიერ დაარსებულ ორგანიზაციას Charlize Theron Africa Outreach Project, რომელიც აფრიკელი ახალგაზრდების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას უჭერს მხარს.
ღონისძიების დაწყებისას ტერონმა ხუმრობით განაცხადა, თუ რას ფიქრობდა ჯეფ ბეზოსსა და მის მსგავსებზე: "მგონი ერთადერთები ვართ, ვინც ბეზოსის ქორწილზე მოსაწვევი არ მიიღო," — უთხრა მან დამსწრეებს — "მაგრამ არაუშავს, იმიტომ რომ ისინი გოიმები არიან და ჩვენ — მაგარი ტიპები.“
შარლინ ტერონი
ფოტო: Getty Images
მას შემდეგ, რაც ვარსკვლავმა ამ ერთი სიტყვით დაახასიათა Amazon-ის დამფუძნებელი და მისი მდიდრული ქორწილის სტუმრები ვენეციაში, მან მადლობა გადაუხადა თავის აუდიტორიას:
"განსაკუთრებული მადლობა იმათ, ვინც მოიცალა და აქ მოვიდა, როცა ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მთელი მსოფლიო იწვის — იმიტომ, რომ მართლა იწვის.“
"აქ, ლოს-ანჯელესში, ამერიკაში და მთელ მსოფლიოში, უკან მივდივართ ძალიან სწრაფად,“ — განაგრძო ტერონმა. "მიგრაციის პოლიტიკამ ოჯახების ცხოვრება დაანგრია და არა კრიმინალების. ქალების უფლებები დღითი დღე ვიწროვდება; ქვიარ და ტრანს ადამიანების არსებობას საფრთხე ემუქრება; გენდერული ძალადობა კი იზრდება. ეს უბრალოდ პოლიტიკა არ არის — ეს უკვე პირადულია."
როგორც The Hollywood Reporter აღნიშნავს, როცა აუდიტორიამ ტაში დაუკრა, ტერონმა დაამატა: "ჰო, მაგათი დედაც!"
2024 წლის იანვარში ბეზოსმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას, MAGA-ს (Make America Great Again). მილიარდერმა დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე განსაკუთრებული ადგილები დაიკავა ისეთ ტექნოლოგიურ ლიდერებთან ერთად, როგორიცაა მარკ ზაკერბერგი (Facebook), ტიმ კუკი (Apple) და ილონ მასკი (Tesla).
ჯეფ ბეზოსის და ლორენ სანჩესის ქორწილი ვენეციაში
ფოტო: Getty Images
ბეზოსი იმდენად მეგობრულად არის განწყობილი ტრამპის ოჯახთან, რომ ტრამპის უფროსი ქალიშვილი, ივანკა ტრამპი, თავის ქორწილშიც დაპატიჟა, რომლის ღირებულებამაც Forbes-ის მიხედვით დაახლოებით $25 მილიონი შეადგინა. სტუმრებს შორის იყვნენ ოპრა უინფრი, გეილ კინგი, ტომ ბრეიდი, ორლანდო ბლუმი და კარდაშიანების ოჯახი.
მიუხედავად იმისა, რომ ბეზოსმა და მისმა მეუღლემ, ლორენ სანჩესმა, ქორწილის შემდეგ ვენეციაში ქველმოქმედებისთვის თანხის გადარიცხვის პირობა დადეს, ადგილობრივმა აქტივისტურმა ჯგუფებმა, მათ შორის Greenpeace-მა, გრანდიოზული ქორწილი გააპროტესტეს. კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ წყვილი ვენეციას — ქალაქს, რომელიც უკვე იტანჯება ზედმეტი ტურიზმისგან, მზარდი საცხოვრებლის ფასებისგან და კლიმატური საფრთხეებისგან — უბრალოდ გამოიყენეს.
თუმცა, ტრამპისგან განსხვავებით, ტერონს აშკარად არ ჰგონია, რომ პროტესტის მონაწილეები "საშინლები" არიან. მსახიობმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის პოლიტიკის საწინააღმდეგო მოძრაობაში "იმედის სხივი" ჩანს.
"ძალა იმაშია, როცა ვდგებით, ვერთიანდებით, ვაპროტესტებთ, ვუვლით ერთმანეთს, ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებში და არ ვეგუებით იმ აზრს, რომ ეს არის ახალი ნორმა," — განაცხადა მან. "წინააღმდეგობის, სამართლიანობის და ზრუნვის სული — აი, ეს დგას CTAOP-ის (Charlize Theron Africa Outreach Project) მუშაობის უკან."
და ბოლოს ტერონმა დაამატა: "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავარი ფოკუსი სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდებზეა, სინამდვილეში დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყოველი სიცოცხლე უნდა იყოს დაფასებული."
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები