ნიკა სიმონიშვილი: "გზის გადაკეტვისთვის 5 000-ლარიანი ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობაა გათვალისწინებული
"გზის გადაკეტვისთვის სახდელად 5 000-ლარიანი ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობაა გათვალისწინებული და სახდელის შეფარდების უფლება შსს-ს აქვს, რაც 174 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილს გასაჩივრების ახალ წესს უქვემდებარებს," — ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ოცნების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს განმარტავს.
ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, შედგენილი ჯარიმები გზის გადაკეტვაზე პირდაპირ სასამართლოში გასაჩივრდება, შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაჩივრება აღარ მოხდება და საქმის ერთი ინსტანციით ნაკლებში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.
მისი თქმით, ახალი ცვლილებებით, ჯარიმა ძალაში შევა და აღსრულება დაიწყება პირველ ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ და აპელაციაში გასაჩივრება არ შეაჩერებს მის მოქმედებას.
იურისტი აღნიშნავს, რომ ეს წესი შეეხება შსს-ში შედგენილ საჯარიმო ქვითრებს და ვინც სასამართლომ დააჯარიმა, მაგრამ ჯერ დადგენილება არ ჩაბარებია, ისევ ძველი წესი გამოიყენება და დადგენილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ ჯარიმა.
"ქართული ოცნების პარლამენტი გზის გადაკეტვაზე შედგენილი ჯარიმების გასაჩივრების და განხილვის წესსაც ცვლის. იმდენი საკითხი შემოიტანეს ბოლო ცვლილებებით, რომ ეს საკითხი თითქმის გამოგვრჩა.
კანონპროექტში წერია, რომ იმ სამართალდარღვევებზე, სადაც სახდელის სახით პატიმრობასთან ერთად სხვა სახდელიცაა გათვალისწინებული (მაგ. ჯარიმა) და ამ საქმის განხილვის და სახდელის შეფარდების უფლება შსს-ს აქვს, მაშინ დადგენილება გასაჩივრდება პირდაპირ სასამართლოში და ზემდგომ ორგანოში აღარ.
მარტივად რომ ავხსნა, გზის გადაკეტვისთვის სახდელად 5 000-ლარიანი ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობაა გათვალისწინებული და სახდელის შეფარდების უფლება შსს-ს აქვს, რაც 174 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილს გასაჩივრების ახალ წესს უქვემდებარებს.
კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვა, ამის შემდეგ შედგენილი ჯარიმები გზის გადაკეტვაზე პირდაპირ სასამართლოში გასაჩივრდება, შსს-ში გასაჩივრების შესაძლებლობა აღარ იქნება და საქმის ერთი ინსტანციით ნაკლებში გასაჩივრება შეგვეძლება.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჯარიმა ძალაში შევა და აღსრულება დაიწყება პირველ ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ და აპელაციაში გასაჩივრება არ შეაჩერებს მის მოქმედებას. ამდენად, ჯარიმის გადახდა პირველი ინსტანციის დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა მოხდეს, რის შემდეგაც, იძულებითი აღსრულება შეიძლება დაიწყონ.
აქვე განვმარტავ, რომ აპელაცია ამ საჩივრებს ისედაც არ დაუშვებს და მალევე მოიშორებს საქმეებს თავიდან.
შსს-ში ვინც შეიტანეთ საჩივრები და ჯერ პასუხი არ მიგიღიათ, ეს წესი ამ საქმეებზეც გავრცელდება. შსს აღარ განიხილავს თქვენ საჩივარს და ყველა ეს საქმე გადაიგზავნება სასამართლოში, კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში.
აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს წესი შეეხება შსს-ს შედგენილ საჯარიმო ქვითრებს და ვინც სასამართლომ დააჯარიმა, მაგრამ ჯერ დადგენილება არ ჩაბარებია, ისევ ძველი წესი გამოიყენება და დადგენილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ ჯარიმა" — წერს ნიკა სიმონიშვილი.
ინიციირებულ ცვლილებებს ოცნების პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცეს.
ასევე იხილეთ:
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები