საქართველოში HBO Max შემოდის — ყველაფერი, რაც ვიცით
ფოტო: Warner Media
სამეფო კარის თამაშები, სოპრანოს კლანი, სექსი დიდ ქალაქში... ჩვენი საყვარელი სერიალების ყურება მალე ოფიციალური პლატფორმიდან შეგვეძლება.
საუკეთესო სერიალები და ფილმები, რომელთა ნახვა აქამდე მხოლოდ ნაწილობრივ იყო შესაძლებელი, უკვე ოფიციალურად შემოდის საქართველოში: HBO Max ივლისიდან საქართველოშიც გაეშვება.
Warner Bros. Discovery-მ დაადასტურა, რომ მათი საერთაშორისო სტრიმინგ პლატფორმა — HBO Max — მიმდინარე წლის ივლისიდან ხელმისაწვდომი გახდება 12 ახალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. სიაში შედიან: ალბანეთი, სომხეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ისლანდია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლატვია, ლიტვა, მალტა და ტაჯიკეთი.
ეს ნიშნავს, რომ ქართველი მაყურებელი სულ მალე ოფიციალურად მიიღებს წვდომას ისეთ პოპულარულ შოუებზე, როგორებიცაა:
The Last of Us,
The White Lotus,
Peacemaker,
The Sopranos,
Sex and the City,
The Big Bang Theory,
Friends,
და, რა თქმა უნდა, ჰარი პოტერის ფილმები.
ფოტო: HBO
ასევე, მაყურებელს ექნება შესაძლებლობა უყუროს უახლეს ექსკლუზიურ პროექტებს, მათ შორის მომავალ სერიალებს Task და IT: Welcome to Derry, ასევე ჰიტ ანიმაციის ადაპტაციას – A Minecraft Movie.
საქართველოში HBO Max-ის ორი ტიპის სააბონენტო პაკეტით იქნება ხელმისაწვდომი:
სტანდარტული პაკეტი – რომლის ღირებულება თვეში €9.99 ან წელიწადში €99.90 იქნება. ამ პაკეტით სტრიმინგი ერთდროულად ორ მოწყობილობაზეა შესაძლებელი, ფილმებისა და სერიალების სრულ, HD ხარისხით ყურების ფუნქციითა და 30-მდე გადმოწერის შესაძლებლობით.
პრემიუმ პაკეტი – რომლის ღირებულებაც თვეში €11.99 ან წელიწადში €119 იქნება. ამ პაკეტის მფლობელებს სტრიმინგი ერთდროულად ოთხ მოწყობილობაზე შეეძლებათ, 4K ხარისხში, 100-მდე შოუსა და ფილმის გადმოწერის შესაძლებლობით.
გადახდა შესაძლებელი იქნება Visa, Mastercard, Amex, PayPal-ის მეშვეობით, ან პირდაპირ აპლიკაციიდან (Apple App Store, Google Play Store და Samsung Checkout).
ფოტო: HBO
HBO Max სპორტულ კონტენტსაც შემოგვთავაზებს — შერჩეულ ქვეყნებში პლატფორმა გადასცემს ჩოგბურთის დიდი სლემის ტურნირებს (Australian Open, Roland-Garros, Wimbledon, US Open), ველოსპორტის გრანდ ტურებს (Tour de France, La Vuelta, Giro d’Italia) და ზამთრის სპორტულ ღონისძიებებს. საქართველოს შემთხვევაში კონკრეტული სპორტული შინაარსის ხელმისაწვდომობა მოგვიანებით დაზუსტდება.
Warner Bros. Discovery-ის გლობალური სტრიმინგისა და თამაშების განყოფილების ხელმძღვანელმა, ჯეიბი პერეტმა განაცხადა: "ეს 12 ქვეყანა მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი მიზანია, HBO Max გახდეს გლობალური სტრიმინგის ეპიცენტრი საუკეთესო გასართობი შინაარსისთვის."
ასე რომ, თუ უკვე გგონია, რომ ყველა სერიალი ნახე — მოემზადე, რადგან ამ ზაფხულს შენი საყვარელი შოუები ერთ სრულყოფილ და ხარისხიან პლატფორმაზე გელოდებიან.
დამატებითი ინფორმაციისთვის HBO-ს წარმომადგენელსაც დავუკავშირდით და მათ ოფიციალურ კომენტარსაც შემოგთავაზებთ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები