Amnesty International: "საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მომიტინგეების დაშლის, ცემის და სისხლის სამართლის შერჩევითი გამოყენების პრაქტიკა"
Amnesty International საქართველოში პოლიციის მხრიდან ძალადობის ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემის გლობალურ კამპანიას იწყებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში მიეცნენ.
საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, 2024 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, მთელი საქართველოს მასშტაბით მომიტინგეები გადაჭარბებული ძალის, თვითნებური დაკავების, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ რეპრესიული კანონებისა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ ძირითადად მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო.
Amnesty International აღნიშნავს, რომ დღემდე არცერთი პოლიციელი არ მიცემულა პასუხისგებაში.
"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მომიტინგეების დაშლის, ცემის, შევიწროებისა და სისხლის სამართლის შერჩევითი გამოყენების პრაქტიკა. საერთაშორისო მხარდაჭერა და ყურადღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მშვიდობიანი პროტესტის უფლების დასაცავად და იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ვაიძულოთ, პატივი სცეს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებს", — განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა.
ორგანიზაციის შეფასებით, საერთაშორისო მხარდაჭერა და ყურადღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მშვიდობიანი პროტესტის უფლების დასაცავად და საქართველოს ხელისუფლებაზე ადამიანის უფლებათა ვალდებულებების შესრულებისკენ ზეწოლის მიზნით.
ცნობილია, რომ კამპანიის ფარგლებში Amnesty International განსაკუთრებით კონკრეტული მომიტინგეების საქმეებზე გაამახვილებს ყურადღებას, მათ შორის საბა სხვიტარიძისა და მზია ამაღლობელის, რომლებიც ორგანიზაციის შეფასებით, პროტესტის უფლების გამოყენების გამო წამებისა და არასათანადო მოპყრობის, უსამართლო მართლმსაჯულებისა და პატიმრობის მსხვერპლნი გახდნენ.
Amnesty International-მა მაისში გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი ქალი მომიტინგეების გენდერული ნიშნით შევიწროება და ძალადობა. ორგანიზაციამ ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მონაწილეობს ქართველი მხატვარი და აქტივისტი ქრისტინა ბოტკოველი (ნენსი ვოლანდი), რომელიც პროტესტში მონაწილეობის შემდეგ დააკავეს, გაშიშვლებით გაჩხრიკეს, შეავიწროვეს და დაემუქრნენ. ის ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომლებიც პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ.
Amnesty International მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურორს, უზრუნველყოს სწრაფი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება მომიტინგეებისა და სხვა პირების მიმართ წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდებაზე. ორგანიზაცია უწყებას მოუწოდებს პასუხისგებაში მისცეს ყველა დამნაშავე, უზრუნველყოს სამართლიანობა და მსხვერპლთათვის ზიანის ანაზღაურება.
ასევე იხილეთ:
- Amnesty International: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დაუნდობელი თავდასხმა განსხვავებული აზრის მქონე პირებზე
- Amnesty International-ის წერილი კაციტაძეს: "მოვითხოვთ სამართალს მზია ამაღლობელისთვის"
- Amnesty International: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების და ჟურნალისტების დარბევა — გაათავისუფლონ დაკავებულები
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები