ჭადრაკის მოყვარული ლიოვას ისტორია ახალქალაქიდან
ფოტო: Orla / Shutterstock
დღეს, ფეისბუქში აჩო ხაჩიძემ გრძელი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე წლის წინანდელი ისტორია გაიხსენა. ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც ავტორი ჯავახეთში, ადგილობრივი სომხებისთვის ქართულის მასწავლებლად მუშაობდა.
როგორც ხაჩიძე სტატუსის შესავალში "გვაფრთხილებს", გრძელი სტატუსია, მაგრამ წაკითხვად ღირსო — ჩვენც ვადასტურებთ, ნამდვილად ძალიან საინტერესო ისტორიაა და მისი წაკითხვა აუცილებლად ღირს!
აი, ეს ამბავი:
არის ახალგაზრდობაში მომენტი, როცა ეს ქალაქი ყელში ხელებს წაგიჭერს და სადმე უნდა გადაიკარგო, რაც შეიძლება შორს. მიგაქ წლებით ნაგროვები ინფორმაცია, წამოწვები და ცოხნი ნელნელა, ამუშავებ, რეფლექსირებ.
ბევრი წლის წინ სწორედ ამ მიზნით აღმოვჩნდი ჯავახეთის ერთერთ ყველაზე ცივ და მიუდგომელ სოფელში. ფული არ მქონდა და რაღაც პროექტი ვიპოვე. ადგილობრივი სომხებისთვის ქართული უნდა გესწავლებინა, სანაცვლოდ ჯიბის მაყუთს მოგცემდნენ.
ახალქალაქში პატარა ტანის კაცი დამხვდა, ლёვა. მანქანაში ჩავსხედით და თურქეთის საზღვირსკენ დავაწექით ქორწილში, როგორც საპატიო სტუმრები. სპიდომეტრთან ტემპერატურას მოვკარი თვალი - -16. გაგიმართლაო, შარშან -30 იყოო. თოვლში გაჭრილ დერეფანში მივღოღავდით. სახელის თქმის მერე პირველი კითხვა იყო დალევა თუ მევასებოდა. კიმეთქი. გაუსწორდა, მეც ვწრუპავ ხანდახანო. მეორე - ჭადრაკს თუ თამაშობო. არამეთქი. მაგრად გაუტყდა. ასე მგონი არაფერი წყენია ცხოვრებაში. ტუჩები შეკრა და სუნთქვა ოდნავ გაუხშირდა. დავიბენი მარა მაგაზე ფიქრის თავი არ მქონდა და დავიკიდე.
მერე ავედით სოფელში ნასვამები, ყავა გადავკარით და მე ფეჩთან წამოვგორდი წიგნით. ამან დაფა და სავეტსკი წიგნი გააძრო, ცნობილი პარტიების კანცოვკები ეხატა. ფიგურები დაალაგა. დედოფალი e-7ზე, შამათი სამ სვლაში. გვიანობამდე კაიფობდა, მერე დავიძინეთ. ყოველ მეორე საღამოს მაგ წიგნს იჩხერდა ვენაში.
ლёვას ძველი ლეპტოპი ქონდა, შვილის ნაჩუქარი, ვინდოუს ვისტათი. ვისტას ჭადრაკი არ მოყვა, ამიტომ სოლიტერს უბერავდა ხანდახან. ლეპტოპი მეც წავიღე იქ, დოხუია ფილმები და წიგნები მოვიმარაგე. შუქი არ ქრებოდა. უკვე 3-4 თვე იყო გასული რაც იქ ვცხოვრობდი და შემთხვევით აღმოვაჩინე ვინდოუს 7-ში ჭადრაკი. გავედი ზალაში და მივხვდი რო ეხლა რასაც ვეტყოდი მაგრად გაუტყდებოდა. იფიქრებდა რო მაგარი პოხუისტი და გულქვა ვარ. ამდენი ხანია ლეპტოპი იქ მიდევს და ერთხელაც არ გამახსენდა ჭადრაკი რო ქონდა. მარა ეგ არც გაუვლია თავში, ისე გაუსწორდა. უროვენები თუ აქვსო. კიმეთქი. საშუალო ჩამირთეო. 10 წუთში დაამთავრა პარტია. ეხლა ყველაზე ძლიერი გააძრეო. 40 წუთი დაჭირდა, დასტოინად მოიგო. შემოდის ოთახში, ლეპტოპს საწოლზე მიგდებს და ნაწყენმა მომაძახა: ეეხ არჩილჯან, ჰარქელი, ოჩენ სლაბი ეტატ ტვოი კამპიუწერ.
გამოვყლევდი. არყის ბოთლი ავიღე, პიისიატკები დავასხი, გადავკარი და ვინ ხარმეთქი ვკითხე. მომიყვა:
თუ შეამჩნიე, დიპლომში უნივერსიტეტის დაწყებასა და დამთავრებას შორის 20 წლიანი სხვაობა მიწერიაო. სემძისიატშჩემტაში ჩაუბარებია ემგეუში. მიხვდა რა უაზრობაშიც მოხვდა. ამ დროს ერთი ტიპი გაეცნო, ჭადრაკი თუ გიყვარსო. არ ვიციო, ამან. წამო, გასწავლიო, - ჯიბის დაფა გააძრო და ცარიელ აუდიტორიაში მოსხდნენ. იმ დღის მერე დაფა არ გაუგდიათ ხელიდან. რაღაც პადვალი იპოვეს და ანდერგრაუნდ კლუბი გააკეთეს. მალე მესამე ტიპი მიადგათ, - მეც მასწავლეთო. შეისასტავეს. ჰოდა ეს ჩვენი ტაილერ დერდენები იმის მერე ლექციაზე აღარ შესულან. კლუბის პირველი წესი იყო, არავის გაებაზრებინა კლუბის შესახებ. შესაბამისად სასტავი ყოველდღე ემატებოდათ. რექტორატმაც გაიგო ყველაფერი და ეგრევე გარიცხეს. დაბრუნდა ლёვა თავის ჯავახეთში და განაგრძო ცხოვრება. კარტოფილი მოჰყავს, წყვილ ძროხას და ღორს უვლის.
20 წლის მერე სტუდენტის სტატუსი აღიდგინა ბლატებით, დაამთავრა ემგეუ და ახლა სოფლის სკოლას ხელმღძვანელობს. ორი კაპიკი ხელფასი მოაგროვა, დიდი მაგნიტისფიგურებიანი დაფა იყიდა და ბავშვებს ტვინის უჯრედებს უხსნის ჯავახეთელი ჰოფმანი.
ის ორი ძმაკაცი იქ დარჩა. ცოტა ხნის შემდეგ პირველმა მეორის ტრენერობა დაიწყო, მეორეს კი Карпов, Анатолий Евгеньевич ერქვა :)
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები