სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, BTS მსმენელს ახალი მუსიკით უბრუნდება
ფოტო: Getty Images
ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ, სამხრეთკორეული ჯგუფი BTS მსმენელებს ახალი მუსიკით უბრუნდება.
მას შემდეგ,რაც ჯგუფის წევრები — RM, შუგა, V, ჯიმინი, ჯანგკუკი, ჯინი, J-Hope — სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, გულშემატკივრები 2025 წლის ივნისამდე დღეებს ითვლიდნენ. როგორც იქნა, ლოდინი დასრულდა და ჯგუფის წევრებმა სულ ახლახან გაგვანდეს, რომ ისინი ძალიან მალე ახალი ალბომით დაბრუნდებიან.
კორეული პოპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯგუფი — BTS
ფოტო: HYBE
"მომავალი წლის გაზაფხულზე BTS-ის ახალ ალბომს გამოვუშვებთ, ხოლო ივლისიდან შვიდივე ერთად დავიწყებთ ახალ მუსიკაზე მუშაობას", — ვკითხულობთ ჯგუფის საერთო განცხადებაში — "ახალ ალბომთან ერთად მსოფლიო ტურნესაც ვგეგმავთ და ვიმედოვნებთ, რომ თქვენც ისეთივე აჟიტირებული ხართ, როგორც ჩვენ".
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში BTS-მა ხანგრძლივი შესვენება გამოაცხადა, რამაც საშუალება მისცა ჯგუფის წევრებს სამხრეთ კორეაში სავალდებულო სამხედრო სამსახური მოეხადათ.
ჯინი პირველი იყო, ვინც 2022 წლის დეკემბერში გაიწვეს და პირველი, ვინც გასული წლის ივნისში დაითხოვეს. რამდენიმე თვის შემდეგ არმია დატოვა J-Hope-მაც, რომელმაც Rolling Stone-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯარში ყოფნა მისთვის "ფასდაუდებელი გამოცდილება" იყო და მომავალზე დაფიქრების საშუალება მიეცა.
ფოტო: HYBE
2025 წლის ივნისის დასაწყისში, RM-მა და V-მ სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადეს, რასაც მოჰყვა ჯანგკუკისა და ჯიმინის გათავისუფლება, ხოლო შუგა რამდენიმე დღეში დაითხოვეს.
"ჩვენ ყოველთვის მადლიერები ვართ თქვენი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის", — განაცხადა ჯგუფის მხარდამჭერმა კომპანიამ —"ჩვენ ვაგრძელებთ მაქსიმალური ძალისხმევის დახარჯვას ჩვენი მუსიკოსების მხარდასაჭერად. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას BTS-ისადმი თქვენი მუდმივი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის".
განცხადებაში შუგამ გაიხსენა BTS-ისა და მათი გულშემატკივრებისგან შორს გატარებული დრო.
BTS-ის წევრი — Suga
ფოტო: CNN
"ვფიქრობ, ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდი დრო დავუთმე საკუთარ თავზე ფიქრს", — თქვა მან — " აუცილებელი იყო, დროებით უკან დამეხია იმ საქმიანობისკენ, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვაკეთებდი. ადრე მხოლოდ წინ მივიწევდი უკანმოუხედავად, მაგრამ ამჯერად მომეცა საშუალება, კიდევ ერთხელ მეფიქრა საკუთარ თავზე. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს, ძალიან მენატრებოდით".
აქვე შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეაში 18-დან 28 წლამდე ასაკის ყველა შრომისუნარიანი მამაკაცი ვალდებულია, რომ გაწვევის ფარგლებში 18-დან 21 თვემდე სამხედრო სამსახური გაიაროს, რომელიც მიზნად ჩრდილოეთ კორეის მხრიდან აგრესიის შეკავებას ისახავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები