ისრაელი შეიძლება ევროვიზიას გამოეთიშოს — რა გადაწყვიტეს კონკურსის ორგანიზატორებმა
ფოტო: Martin Sylvest Andersen / Getty Images
ავსტრიაში 2026 წლის ევროვიზიისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია. საიუბილეო, რიგით 70-ე ევროფესტივალზე მონაწილეობის სურვილი ამ დროისთვის თექვსმეტმა ქვეყანამ გამოთქვა; მათ შორის ერთ-ერთი ისრაელია, რომელმაც წლევანდელ კონკურსზე ტელემაყურებლისგან უმაღლესი შეფასებით მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა, მომავალი წლის ევროვიზიაზე ქვეყნის მონაწილეობის საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი მაინც არაა.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორმა ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) ცოტა ხნის წინ საერთო კრება გამართა ლონდონში. კრებაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა სწორედ ისრაელის სამომავლო მონაწილეობის საკითხი იყო, რომელზე საუბარსაც თითქმის საათ-ნახევარი დაეთმო.
ისრაელური გამოცემა Ynet-ის ცნობით, შეკრებაზე საკითხის გადასაწყვეტად კენჭისყრა არ ჩატარებულა, რასაც ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი "დროებით გამარჯვებად" ხედავს, რადგან გამოკითხვის შემთხვევაში, წევრების უმრავლესობა ქვეყნის კონკურსიდან მოხსნის მომხრე იქნებოდა. გამოცემა წერს, რომ განსაკუთრებულად ანტი-ისრაელური პოზიციით ისლანდია და სლოვენია გამოირჩეოდნენ, ებრაულ სახელმწიფოს კი მხოლოდ ავსტრიამ, გერმანიამ და შვეიცარიამ დაუჭირეს მხარი.
თუმცა, იმ EBU-ში მომუშავე წყაროს ცნობით, თუკი ისრაელის ომი ზამთრამდე გაგრძელდება, ამ საკითხზე კიდევ ერთი სადისკუსიო შეხვედრა გარდაუვალი იქნება, ისრაელის კონკურსზე მონაწილეობა კი სათუო გახდება, რადგან ამას ბევრი ქვეყანა ეწინააღმდეგება.
თავად EBU-ის გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კრებაზე წევრმა ქვეყნებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ისრაელის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც "მთავრობისგან გამუდმებული ზეწოლის მიუხედავად, დამოუკიდებლობას ინარჩუნებს".
ევროვიზიის ფანების ნაწილი ისრაელის კონკურსიდან მოხსნას უკვე მეორე წელია, ითხოვს. ქვეყნის დისკვალიფიკაციის მომხრეა წლევანდელი გამარჯვებული, ავსტრიელი JJ, და ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი. რამდენიმე თვის წინ, ევროვიზიის ყოფილი მონაწილეების ნაწილი მოთხოვნას ღია წერილითაც შეუერთდა.
ევროპის მაუწყებელთა კავშირი ევროვიზიიდან ისრაელის მოხსნის მოთხოვნებს აქამდეც არაერთხელ გამოხმაურებია. EBU-ის მტკიცებით, კონკურსი უნივერსალურ, აპოლიტიკურ და ინკლუზიურ შოუდ უნდა დარჩეს, რომელიც მუსიკით მრავალფეროვნებას ზეიმობს.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები