მორაგბე დავით ნინიაშვილი მეტროპოლის ბრენდამბასადორი და ქავთარაძის კომპლექსის მომავალი მოსახლე იქნება
ფოტო: მეტროპოლი
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშე, დავით ნინიაშვილი, მეტროპოლის ბრენდამბასადორი გახდა. თანამშრომლობა ოფიციალური მემორანდუმით გაფორმდა, რომელიც საერთო ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებასა და საინტერესო თანამშრომლობას ისახავს მიზნად. სპორტსმენი მეტროპოლთან ერთად არაერთ საინტერესო კამპანიაში ჩართვასა და დეველოპერული კომპანიის მცხოვრებლებთან დაახლოებას გეგმავს.
დავითისთვის ეს პარტნიორობა მხოლოდ ბრენდის ამბასადორობით არ შემოიფარგლება. ის მეტროპოლ ქავთარაძის მომავალი მობინადრეა —კომპლექსის, რომელიც მის ოჯახურ გარემოს, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ყოველდღიურ კომფორტს ეფუძნება.
ფოტო: მეტროპოლი
“ბავშვობიდან ყველას ოცნება აქვს, რომ საკუთარი სახლი ჰქონდეს და მეც მინდოდა, ჩემი შრომით შემეძინა ბინა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეც მოხდა და ჩემი ჩანაფიქრი რეალობად მეტროპოლის პროექტში ასრულდა“, — ამბობს დავით ნინიაშვილი.
მისი ყურადღება მეტროპოლ ქავთარაძის პროექტმა პირველივე ეტაპზე მიიპყრო: “ძალიან მომეწონა პროექტის ადგილმდებარეობა, ბინის გეგმარება, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა — დიდ ბინაზე ყოველთვის ვფიქრობდი, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ, როცა ოჯახის წევრები, მეგობრები ან ახლობლები მესტუმრებიან, ყველამ კომფორტულად იგრძნოს თავი“.
როგორც სპორტსმენისა და დიდი ოჯახის წევრისთვის, მისთვის მნიშვნელოვანია ფუნქციური ზონები. სპორტული სივრცეები, ველობილიკები, ეზო, სადაც ბავშვებს უსაფრთხოდ შეეძლებათ ყოფნა — ეს ის უპირატესობებია, რომელთა გათვალისწინებითაც მან მეტროპოლ ქავთარაძეზე აირჩია.
ფოტო: მეტროპოლი
“ძალიან მიხარია, რომ შემეძლება, მეტროპოლის პატარა მობინადრეებთან მქონდეს უშუალო ურთიერთობა — გავუზიარო გამოცდილება, გზა, რომელიც გავიარე და ვიყო მათთვის მოტივატორი. ადამიანს უნდა იყოს თავისუფალი, უნდა აკეთოს ის, რაც გულით უნდა — ამის დიდი მომხრე ვარ“, — აღნიშნავს დავით ნინიაშვილი.
მეტროპოლისთვის დავით ნინიაშვილი ბუნებრივი არჩევანია — ბრენდის ღირებულებები: მრავალფეროვნება, პროგრესულობა, პროფესიონალიზმი, შთაგონება და ადამიანებზე ორიენტირებული დამოკიდებულება, სრულად ემთხვევა სპორტსმენის პიროვნულ თვისებებს.
პარტნიორობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანიც სწორედ ეს არის — მჭიდრო კავშირი მეტროპოლის მცხოვრებლებთან, ახალი თაობის მხარდაჭერა და ჯანსაღი, შთამაგონებელი გარემოს შექმნა.
გიორგი მხეიძე, მეტროპოლის გენერალური დირექტორი: “დავითი ჩვენი ბრენდისთვის ჩვენს ღირებულებებთან და ხედვასთან თანხვედრის სიმბოლოა. ის არის კარგი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება, ჩაიფიქრო და შეასრულო.
პროფესიონალიზმი და გამოწვევების სიყვარული, შთაგონება და სურვილის მიღწევაზე ორიენტაცია მეტროპოლის იდენტურობის ნაწილია. სწორედ ამ ღირებულებებს არ ღალატობს დავით ნინიაშვილი, რომელიც არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ყოველდღიური ქმედებებითაც ადასტურებს ამას.
დავითი არის ადამიანი, რომელმაც ჩაიფიქრა, იმოქმედა და საკუთარ ჩანაფიქრები რეალობად აქცია — სწორედ ამიტომ გახდა ის ჩვენი ბრენდის ბუნებრივი არჩევანი.
მეტროპოლისთვისმ ნიშვნელოვანია, რომ ამბასადორი მხოლოდ სტატუსი არ იყოს, იყოს მოქმედების ფორმა — სწორედ ისეთი, როგორიც დავითს აქვს: გულწრფელი, შთამაგონებელი, ჯანსაღი და სავსე ღირებულებებით.
გვჯერა, რომ დავით ნინიაშვილთან ჩვენი თანამშრომლობა ადამიანებისთვის და ჩვენი მომხმარებლებისთვის იქნება მოტივაცია იმისა, თუ როგორ, რა თვისებების გამოყენებით უნდა მისდიო შენს ჩანაფიქრებს, გქონდეს ცხოვრება, როგორიც ჩაიფიქრე, ან თუნდაც სახლი, რომელიც ჩაიფიქრე.
მიხარია, რომ ქავთარაძის პროექტის მცხოვრებლები, დავითთან ერთად, შეიძენენ ცხოვრების უნიკალურ გამოცდილებას და ერთად შექმნიან საუკეთესო მომენტებს ახლა არა მხოლოდ მოედანზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ფოტო: მეტროპოლი
დავით ნინიაშვილისთვის ბრენდის ამბასადორობა სტატუსზე მეტად მოქმედებაა — ურთიერთობის ფორმა, რომელიც ემყარება გულწრფელობასა და საერთო ხედვას.
დავით ნინიაშვილი, მორაგბე: “ჩემთვის მთავარი ურთიერთობებია და ძალიან მიხარია, რომ პარტნიორ კომპანიასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა ღირებულებებში თანხვედრაა — მაშინ ხარ ბედნიერი და გიყვარს ის, რასაც თანამოაზრეებთან ერთად აკეთებ. ძალიან მიყვარს გამოწვევები და განვითარება და მგონია, რომ ეს ყველაფერი სრულ ჰარმონიაშია ჩემსა და მეტროპოლს შორის. სწორედ ეს არის ჩვენი თანამშრომლობის ფუნდამენტი“.
დავით ნინიაშვილსა და მეტროპოლს დღეს უკვე საერთო ღირებულებები აერთიანებს აგრძელებენ — მათი ერთობლივი მიზანია, რეალურად გააუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი და შექმნან გარემო, სადაც ადამიანები ჭეშმარიტად ახერხებენ მიზნის მიღწევასა და სურვილების შესრულებას.
მეტროპოლ ქავთარაძე დეველოპერული კომპანია მეტროპოლის პროექტია, რომელიც ქალაქის ცენტრში, ქავთარაძის ქუჩაზე შენდება. პროექტი ორ 25-სართულიან შენობას, განსხვავებული დაგეგმარებისა და ფართობის ბინებს გააერთიანებს. კომპლექსში მრავალფეროვანი ცხოვრებისთვის ყველაფერია გათვალისწინებული: 1 ჰექტარი სარეკრეაციო ზონა, ფეხბურთის მოედანი და გასართობი ადგილი, საფეხმავლო ბილიკი, ღია და დახურული სივრცეები, მოსასვენებელი პავილიონი, საბავშვო ბაღი, ლობი და კონსიერჟი.
მეტროპოლის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტის მშენებლობა გეგმის შესაბამისად და უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მეტროპოლ ქავთარაძის სამშენებლო სამუშაოებს ანაგი ასრულებს. კომპანია, რომელსაც სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობის სფეროში 35-წლიანი გამოცდილება აქვს, დარგის სრულ სპექტრს მოიცავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები