თეგეტა მოტორსი პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
ფოტო: თეგეტა
გლობალურად, ყოველ 1 წუთში 1 მილიონი პოლიეთილენის პარკი გამოიყენება. მართალია, საშუალოდ, ადამიანი პარკს მხოლოდ 25 წუთის განმავლობაში იყენებს, თუმცა, ბუნებაში მოხვედრის შემდეგ მათ მთლიანად დაშლას 100-დან 500 წლამდე სჭირდება და, სხვა არაერთ ნეგატიურ გავლენასთან ერთად, ზღვის ცხოველებს სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის.
ფოტო: თეგეტა
ამ გამოწვევების საპასუხოდ, 3 ივლისი პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის საერთაშორისო დღეა. მსოფლიო გამოწვევას წელს „თეგეტა მოტორსი“ ცნობიერების ამაღლების კამპანიით შეხვდა.
ფოტო: თეგეტა
კომპანიის ფილიალებში მისულ მომხმარებლებს საჩუქრად ბრენდირებული მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ჩანთები გადაეცათ, საინფორმაციო ბროშურებთან ერთად. თეგეტა მოტორსში პოლიეთილენის პარკების ნაჭრის ჩანთებით ჩანაცვლება 2019 წლიდან დაიწყო.
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: თეგეტა მოტორსში გარემოზე ზრუნვა და ნარჩენების ეფექტიანი მართვა ბიზნესსაქმიანობის განუყოფელი ნაწილია. გარდა ძირითადი გარემოსდაცვითი პროექტებისა, ჩვენ არაერთი CSR პროცესი გვაქვს დანერგილი საქმიანობაში. მაგალითად, წლებია, რაც თეგეტა მოტორსში პოლიეთილენის პარკების ნაცვლად ჩვენს მომხმარებლებს მრავალჯერადი გამოყენების ჩანთებს ვთავაზობთ. ამ წლების განმავლობაში, პლანეტა 655 000-ზე მეტი პოლიეთილენის პარკის გამოყენებისგან დავიცავით. წელს კი, განსაკუთრებული აქტივობით შევხვდით პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის დღეს და გვჯერა, რომ ასეთი ნაბიჯებით კიდევ უფრო გავზრდით ცნობიერებას და დaდებით გავლენas მოვახდენთ გარემოზე“.
ფოტო: თეგეტა
პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის საერთაშორისო დღისთვის შექმნილი ნაჭრის ჩანთები tegeta.care-ის პარტნიორმა სოციალურმა საწარმო, ზერო ეფექტმა დაამზადა. ეს არის ეკომეგობრული მაღაზია, რომელიც ყოველდღიური ნარჩენების ნულამდე შემცირებას ისახავს მიზნად. თეგეტა მოტორსის მხრიდან კი, მსგავსი პარტნიორების მხარდაჭერა პასუხისმგებლობიანი შესყიდვების პრაქტიკის ნაწილია, რაც, თავის მხრივ, სოციალური მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს.
ფოტო: თეგეტა
პოლიეთილენის პარკების ყველაზე კარგ ალტერნატივად სწორედ მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ჩანთები მიიჩნევა. თუკი მსგავსი ჩანთები ბუნებაში აღმოჩნდება, სრულად დაიშლება. პარალელურად, ერთი წლის განმავლობაში ერთი მრავალჯერადი ჩანთის მუდმივი გამოყენებით 500-ზე მეტი პოლიეთილენის პარკის ჩანაცვლებაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, კომპანია გარემოსდაცვითი მიმართულებით სხვა არაერთ აქტივობას ახორციელებს. მათ შორის, თეგეტას ოფისებსა და ფილიალებში 30-ზე მეტი მწვანე ყუთია განთავსებული, სადაც ყოველწლიურად 40 000-ზე მეტი ერთეული პლასტმასა გროვდება და გადასამუშავებლად ბარდება. თეგეტა გრინ პლანეტთან ერთად კი, მილიონობით ტონა საავტომობილო ნარჩენი, მათ შორის, მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთები სასარგებლო რესურსებად გარდაიქმნება.
ფოტო: თეგეტა
გარემოს დაცვა თეგეტა მოტორსის CSR-ის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით იგეგმება. თეგეტა აქტიურად მუშაობს მდგრად სატრანსპორტო გადაწყვეტაზე ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანად მართვისა და გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. თეგეტა გრინ პლანეტთან ერთად, ყოველწლიურად გროვდება მილიონობით ტონა საავტომობილო ნარჩენი: მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება. თეგეტა აფართოებს ელექტრომანქანების დამტენების ქსელს, მისი ავტოპარკი კი ნაწილობრივ სრულად ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილებისგან შედგება, მათ შორის, 2021 წლიდან შიდა ბიზნესპროცესებს, სასაწყობე მეურნეობასა და გადაზიდვებს, ეკომეგობრული ტრანსპორტით მართავს. ინფრასტრუქტურული პროექტები კი, ითვალისწინებს მზის პანელების მონტაჟსა და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. დამატებით თეგეტა მოტორსი მუშაობს მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჩართულობაზე გარემოსდაცვით პროექტებში. მათ შორისაა, კამპანია: არ გადაყარო, ჩააბარე და მომხმარებლების მხრიდან ასობით სპეციფიკური ნარჩენის ჩაბარება, მაკულატურისა და პლასტმასის შეგროვებისთვის ათეულობით მწვანე ყუთი თეგეტას სერვისცენტრებსა და ფილიალებში, დასუფთავების აქციები, ახალგაზრდების ინფორმირება და ა.შ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები