წალენჯიხის მერია: ჩვენ ვემიჯნებით ყველა იმ პოლიტიკურ გაერთიანებასა და კანდიდატს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს ე.წ. არჩევნებში
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. მერიის თქმით, ისინი ემიჯნებიან იმ პოლიტიკურ გაერთიანებასა და კანდიდატს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება და იმ ფონზე, როდესაც ცესკო აკონტროლებს საარჩევნო ელექტრონულ მოწყობილობებს, არჩევნების მოგებაზე საუბარი უსაფუძვლოა.
"ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელი!
ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული სახელმწიფო დემოკრატიული და დასავლური მომავლის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დგას, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მივიჩნევთ, რომ გამოვხატოთ და დავაფიქსიროთ მკაფიო პოზიცია:
ჩვენ ვემიჯნებით ყველა იმ პოლიტიკურ გაერთიანებასა და კანდიდატს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს ე.წ. არჩევნებში, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს მორიგ რუსულ სპეცოპერაციას საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დასავლური კურსის წინააღმდეგ.
საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისა და პოლიტპატიმრების მოთხოვნა, რომ ადგილობრივ ე.წ. არჩევნებს პარტიებმა გამოუცხადონ ბოიკოტი, მკაფიო პოლიტიკური დაკვეთაა და ამ გზავნილის იგნორირება საკუთარი ხალხის, ქვეყნის და იმ ადამიანების ღალატს ნიშნავს, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლაში საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს!
იმ ფონზე, როდესაც ოცნების ცესკო სრულად აკონტროლებს საარჩევნო ელექტრონულ მოწყობილობებს, მართავს მათ, წერს საარჩევნო სიებს, დეტალურად აღრიცხავს ამომრჩეველს, აპარატებს იყენებს გაყალბების მაღალტექნოლოგიურ იარაღად და ამომრჩევლის მოსყიდვა/დაშინება ისევ მთავარ გამოწვევად რჩება, რომელიმე ქალაქის "გამოგლეჯაზე" საუბარი სასაცილოა.
ამ ე.წ. არჩევნებში, ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების მიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღების ერთადერთი შედეგი იქნება უპირობო წაგება და საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაღრმავება. პარალელურად, მოხდება ოპოზიციური ძალების სრული დემორალიზება და დამარცხება და ყველაფერ ამის გამოსწორებას ათწლეულები დასჭირდება!
დღეს აუცილებელია არჩევანი და ეს არჩევანი მარტივია:
მხარდაჭერა თავისუფლებას, ან კომფორტული მონაწილეობა ოკუპანტის თამაშში.
არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ეს ნაბიჯი მათი მმართველობის ლეგიტიმაციის ძირითადი საფუძველია.
წალენჯიხაში ძირითადი მმართველი პოლიტიკური ძალა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა". ჩვენ ბოლომდე ერთგული ვრჩებით ეროვნული ღირებულებების და დასავლური პრინციპების. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არასოდეს ვითანამშრომლებთ რუსულ რეჟიმთან, მას არც საარჩევნო კომფორტს შევუქმნით და არც — ფსევდოლეგიტიმაციის ილუზიას," — წერია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებს 8 ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა. არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადეს ლელო — ძლიერმა საქართველომ და პარტიამ გახარია საქართველოსთვის.
5 ივლისს, ლელო — ძლიერი საქართველოს სახელით, პარტიის წევრმა ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5 ივლისიდან უკვე დეკლარირებულად და ოფიციალურად კოალიცია ლელო — ძლიერი საქართველო სარჩევნო ბრძოლაში შედის.
"ლელო — ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
ლელო — ძლიერი საქართველოს გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ უარყოფითი და არაერთგვაროვანი რეაქცია არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში მოჰყვა, არამედ თავად პარტიაში.
5 ივლისს პარტიის პოლიტსაბჭო ჯერ საბა ბუაძემ დატოვა, შემდეგ — დეა მეტრეველმა და ანა ნაცვლიშვილმა.
- ილიაუნის, ჯიპას, აგრუნის და ფრიუნის სტუდენტური მოძრაობები თვითმმართველობის არჩევნებს ემიჯნებიან
- თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო, "ლელო — ძლიერ საქართველო" პოლიტსაბჭოს წევრებმა დატოვეს
- ნანუკა ჟორჟოლიანი: სანქციები სავარაუდოდ გადაიწევს, მაგრამ არა უშავს, 41, 9, 25 ერთად ჩაირეცხება. დღეიდან ჩემთვის ეს პარტიები ერთია
- ხატია დეკანოიძე: "ლელოს" შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი
- ელენე ხოშტარია: 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს!
- თინა ბოკუჩავა: ლელომ ბრძოლისა და წინააღმდეგობის ნაცვლად, რეჟიმთან კომპრომისი და თანამშრომლობა აირჩია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები