აზერბაიჯანში რეიდების შედეგად ათობით გეი დააკავეს
ფოტო: Maxim Shemetov/Reuters
ბაქოში, რეიდების შედეგად, აზერბაიჯანის პოლიციამ ათობით გეი და ტრანსსექსუალი დააკავა. ადგილობრივი ლგბტ აქტივისტების ცნობით, რამდენიმე დღეში დაპატიმრებულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. მათივე თქმით, პოლიცია აქტივისტებს ფიზიკურად უსწორდება და მათი მეგობრების კონტაქტების გაცემას აიძულებს.
რეიდებისა და დაკავებების მიზეზი On.ge-სთვის ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი ლგბტ ორგანიზაციის წარმომადგენელი ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეოში ჰყვება, რომ რეიდები პირად საცხოვრებელ სახლებში და იმ საზოგადოებრივი ადგილებში მოხდა, სადაც გეი ადამიანები იკრიბებიან ხოლმე. ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს კი დაკავებულებთან ურთიერთობის შესაძლებლობას პოლიცია არ აძლევს.
ევრაზიანეტის ცნობით, აზერბაიჯანის პოლიცია უარყოფს, რომ დაკავებები სექსუალურ ორიენტაციასთანაა დაკავშირებული და დაპატიმრებულებს პროსტიტუციაში სდებს ბრალს.
"ჩვენს ქვეყანაში სექსუალური უმცირესობები არასდროს იდევნებოდნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი კანონზე მაღლა დგანან", - განაცხადა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები ამბობენ, რომ პოლიცია, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიის საშუალებით ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ თითოეულ დაკავებულს შიდსი, ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადება სჭირთ.
"ამ არსებების დაცვით, რომლებიც ამორალურობის, საშიში დაავადებების წყაროები არიან და რომლებიც ღმერთისგან არიან დაწყევლილები, დასავლური წრეები, ადამიანის უფლებების სახელით, ჩვენი ეროვნული ტრადიციების განადგურებას ცდილობენ", - განაცხადა იუსტიციის პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ.
2016 წელს, აზერბაიჯანი ევროპის ყველაზე ცუდ ქვეყანად დასახელდა ლგბტ მოქალაქეებისთვის. აზერბაიჯანში ჰომოსექსუალობა ლეგალური 2001 წელს გახდა, ქვეყანა ევროსაბჭოს წევრიცაა, რაც მას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დაცვას ავალდებულებს, თუმცა აზერბაიჯანის ხელისუფლება ლგბტ ადამიანების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და დისკრიმინაციის აღსაკვეთად თითქმის არაფერს აკეთებს.
2015 წელს, ევროპარლამენტმა რეზოლუცია გამოსცა, აზერბაიჯანში ადამიანის უფლებადამცველების მიმართ მოპყრობა დაგმო და განაცხადა, რომ განსაკუთრებით აღშფოთებულია ლგბტ ადამიანებთან დაკავშირებული სიტუაციით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები