ირაკლი შაიშმელაშვილი: არჩევანი ხალხს აღარ ეკუთვნის — შედეგები წინასწარ დაიწერება, ვის რამდენი % ექნება, ვინ მოიგებს და ვინ "წააგებს"
გდდ-ს სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დაწერა. მისი თქმით, არჩევანი ხალხს აღარ ეკუთვნის და ოცნება სუს-ისა და შსს-ის დახმარებით ყველაფერს წინასწარ განსაზღვრავს.
"რატომ არ უნდა წავიდეს ოპოზიცია მომავალ არჩევნებზე?
წლებია, ყველა ვხედავთ, როგორ ტარდება საქართველოში არჩევნები — ვითომ დემოკრატიულად, მაგრამ რეალურად ყველაფერი "заранее-ა" დაგეგმილი. მარტო 2024 წლის არჩევნებიც საკმარისია, რომ ყველაფერი გვესმოდეს:
1. არჩევანი ხალხს აღარ ეკუთვნის — შედეგები წინასწარ დაიწერება, ვის რამდენი % ექნება, ვინ მოიგებს და ვინ "წააგებს". ამას ოცნება უპრობლემოდ გააკეთებს სუს-ის, შსს-ს და ადმინისტრაციული რესურსების მეშვეობით;
2. საზოგადოებას ისევ დააშინებენ, ყალბ სიებს ისევ შექმნიან, და ახალ პროპაგანდისტულ სცენარებს გამოყრიან იმედისა და პოსტივის ტელევიზიებით;
3. უბნებზე მობილიზებული ეყოლებათ მხოლოდ თავიანთი ხალხი. ნეიტრალური დამკვირვებლები პრაქტიკულად აღარ და ვეღარ იქნებიან. მიღებული კანონებით ფიზიკურად ვეღარ დაორგანიზდება. (თუ ვინმე მოინდომებს ამას — უბრალოდ გააუქმებენ და რა შეუშლით ხელს ამის გასაკეთებლად?) გარედან ვითომ "ყველაფერი წესრიგშია", მაგრამ რეალურად — ეს 2024 წელზე გაცილებით მასშტაბური გაყალბება იქნება;
4. ოპოზიციის მონაწილეობა იქნება მხოლოდ დეკორაცია. ხელისუფლება ამას გამოიყენებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს უთხრას: "აი, ხომ ხედავთ? ყველა მონაწილეობს - დემოკრატია გვაქვს!" მაგრამ ეს ხომ სიყალბეა და ტყუილი;
5. უკვე დაწყებულია ე.წ. "დახმარების სიების" შედგენა შსს-ში და თავდაცვის სტრუქტურებში, რასაც სუს-ი კურირებს. გგონიათ რამეს გააპროტესტებთ? სასამართლოში იჩივლებთ? ყველაფერი მათ ხელშია — როგორც უნდათ, ისე მოიქცევიან. ისევ დასცინებენ ქართველ ხალხს. იმიტომ, რომ არც პროტესტს აფასებენ, არც საკუთარ მოქალაქეებს — და არც საკუთარ ამომრჩევლებს.
შესაბამისად, სანამ საქართველოში:
არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო;
სუსი და შსს არ ჩამოშორდებიან საარჩევნო პროცესს;
ცესკო და სასამართლო არ გახდებიან დამოუკიდებელი;
ციხეში ეყოლებათ გამოკეტილი ადამიანები, რომლებსაც აბსურდული ბრალდებით ასამართლებენ.
ოპოზიციის მონაწილეობა ნიშნავს ამ გაყალბებული სისტემის მხარდაჭერას. ეს ნიშნავს — თამაშში შესვლას, რომლის შედეგი უკვე დაწერილია.
1. სანამ არ მოგვცემენ რეალურ არჩევნებს, ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ არც შანსი და არც სცენა.
2. ჯერ უნდა დაბრუნდეს დემოკრატია — მერე ექნება აზრი არჩევნებში მონაწილეობას.
მისივე თქმით, არჩევნების გზით რეჟიმთან ბრძოლა უბრალოდ ბლეფია და საქართველოში არც არჩევნებია და არც დემოკრატია, საიმისოდ, რომ არჩევნებმა რაიმე შეცვალოს.
"სიტყვები, რომ "არჩევნები ერთადერთი გზაა, რომ ხალხმა მშვიდობიანად დაიბრუნოს ძალაუფლება," — ამ რეჟიმთან უბრალოდ ბლეფია. ეს მექანიზმი მუშაობს მხოლოდ დემოკრატიულ სახელმწიფოებში. საქართველოში კი ამჟამად არც არჩევნებია და არც დემოკრატია," — დაწერა ირაკლი შაიშმელაშვილმა.
- ილიაუნის, ჯიპას, აგრუნის და ფრიუნის სტუდენტური მოძრაობები თვითმმართველობის არჩევნებს ემიჯნებიან
- თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო, "ლელო — ძლიერ საქართველო" პოლიტსაბჭოს წევრებმა დატოვეს
- ნანუკა ჟორჟოლიანი: სანქციები სავარაუდოდ გადაიწევს, მაგრამ არა უშავს, 41, 9, 25 ერთად ჩაირეცხება. დღეიდან ჩემთვის ეს პარტიები ერთია
- ელენე ხოშტარია: 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს!
- ხატია დეკანოიძე: "ლელოს" შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი
- თინა ბოკუჩავა: ლელომ ბრძოლისა და წინააღმდეგობის ნაცვლად, რეჟიმთან კომპრომისი და თანამშრომლობა აირჩია.
- ოპოზიციონერი ლიდერების შეწყალების შესახებ ყაველაშვილის განცხადებას პოლიტიკოსები პასუხობენ
- "ლელო — ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები