რუსეთში 400-მდე ფრენა გაუქმდა ან გადაიდო
ფოტო: Alexander Demianchuk/TASS/dpa/picture alliance
6 ივლისს, რუსეთში მინიმუმ 393 ფრენა გაუქმდა ან გადაიდო. შეზღუდვებმა იმოქმედა მოსკოვის შერემეტიევოს, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოსა და ნიჟნი ნოვგოროდის ჩკალოვის (სტრიგინო) აეროპორტებზე. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ამას გარდა, ივანოვოს, კალუგის, ფსკოვის, ტამბოვისა და იაროსლავის აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეწყვიტეს. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ და "როსავიაციამ" განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები "ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" გადადგეს.
მოსკოვის დროით 18:00 საათის მონაცემებით, შერემეტიევოში გაუქმდა 171 რეისი, ხოლო კიდევ 56 ფრენა ორ საათზე მეტით დაგვიანდა. პულკოვოში გაუქმდა 90 ფრენა და 37 — დაგვიანდა. ჩკალოვის აეროპორტში 26 ფრენა გაუქმდა და 13 დაგვიანდა — როსავიაციის თქმით, ყველაზე ხანგრძლივი შეზღუდვები სწორედ ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტში მოქმედებდა.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისსაც შერემეტიევოს, პულკოვოსა და ჩკალოვის აეროპორტებში 250-ზე მეტი ფრენა გაუქმდა და 270-ზე მეტი დაგვიანდა. გაზეთ "კომერსანტთან" ინტერვიუში სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ამ ორ დღეში რუსეთში ავიამიმოსვლის შეფერხება ავიაკომპანიებს შესაძლოა 20 მილიარდი რუბლი დაუჯდეთ.
6 ივლისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის დროით 14:20-დან 19:30 საათამდე, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა 48 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს რუსეთის რვა რეგიონში. მონაცემების მიხედვით, 13 დრონი განადგურდა კალუგის ოლქში, 10 — ბრიანსკის ოლქში, 9 — მოსკოვის ოლქში, 6-6 — ბელგოროდის და სმოლენსკის ოლქებში, 2 — ლენინგრადის ოლქში და 1-1 — კურსკისა და ნოვგოროდის ოლქებში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები