Bybit-მა საქართველოში გახსნა ოფიციალური ვებსაიტი BybitGeorgia.ge
ფოტო: Bybit
Bybit-მა საქართველოში გახსნა ოფიციალური ვებსაიტი BybitGeorgia.ge, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს.
დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, 2025 წლის 7 ივლისი — დღეიდან Bybit საქართველოში იწყებს ოპერირებას. მსოფლიოში სავაჭრო, მოცულობით მეორე კრიპტოვალუტის ბირჟამ ოფიციალურად გახსნა ვებგვერდი www.bybitgeorgia.ge — პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია ქართველი მომხმარებლებისთვის და კომპანიის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, მიმდინარე წელს მისიწარმატებული გაფართოების შემდეგ ევროკავშირში.
Bybit პირველი და ერთადერთი გლობალური კრიპტო ლიდერია, რომელიც საქართველოში სრული ადგილობრივი ლიცენზიით ოპერირებს, მომხმარებლებს ციფრული აქტივებით ვაჭრობისთვის უსაფრთხო, რეგულირებულ გარემოს სთავაზობს.
“მოხარულები ვართ, რომ ოფიციალურად ვხსნით Bybit-ს საქართველოში. Bybit არის კრიპტო ინდუსტრიის პირველ გლობალური ლიდერი, რომელიც ქვეყანაში სრულად ლიცენზირებული ფორმით იწყებს ოპერირებას“, — განაცხადა თეკლა იაშაღაშვილმა, Bybit Georgia-ს რეგიონულმა მენეჯერმა.
“ეს გადაწყვეტილება შეესაბამება ჩვენს მიდგომას, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელზე: მივაწოდოთ მათ მსოფლიო დონის კრიპტო სერვისები, უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურა. ამასთან, ის ასახავს Bybit-ის ზოგად მისიას — გააფართოვოს წვდომა ციფრულ აქტივებზე მთელ მსოფლიოში. Bybit მხარს უჭერს საქართველოს დინამიკური, ციფრული ეკონომიკის განვითარებას და ხელს უწყობს კრიპტო საზოგადოების გლობალურ ზრდას.“
ახალი პლატფორმის საშუალებით, ქართველი მომხმარებლები იღებენ წვდომას ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა სპოტ ვაჭრობა, აქტივების კონვერტაცია და OTC ვაჭრობა. უახლოეს მომავალში იგეგმება დამატებითი ლოკალიზებული ფუნქციები: ფიატური დეპოზიტი, თანხის გატანის სერვისები და Bybit ბარათი, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გაანაღდონ ციფრული აქტივები ყოველდღიურ ტრანზაქციებში.
გახსნის აღსანიშნავად, Bybit Georgia იწყებს კამპანიას (შეზღუდული დროით). 7 ივლისიდან 7 აგვისტომდე, ახალ მომხმარებლებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან და დაასრულებენ პირადობის ვერიფიკაციას, შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ 65 USDT-მდე ჯილდო დეპოზიტისა და სავაჭრო დავალებების შესრულებისთვის. ეს ჯილდოები შესაძლებელია, გაერთიანდეს Bybit-ის ახალი მომხმარებლებისთვის განკუთვნილ საჩუქრებთან, რაც პოტენციურად ჯილდოების რაოდენობას 115$-მდე გაზრდის.
ასევე $20,000-მდე საპრიზო ფონდი პირველობის პრინციპით განაწილდება. კვალიფიციური მომხმარებლები ჯილდოს მიიღებენ აქციის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ისინი დააკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას და არ ჩაიდენენ აკრძალულ ქმედებებს. სრული წესები და პირობები ხელმისაწვდომია Bybit Georgia-ს ვებსაიტზე.
გარდა ამისა, Bybit Georgia-ზე რეგისტრირებულ მომხმარებლებს, მეგობრების პლატფორმაზე მოწვევით, შეუძლიათ, მიიღონ ეარდროპები და სავაჭრო საკომისიოები,
ჯილდოები შეადგენს 10 USDT-ს, მინიმუმ 100 $-იანი დეპოზიტისთვის, რეგისტრაციიდან, 7 დღის განმავლობაში, ასევე ჯილდოა საიდუმლო ყუთი, რომლის ღირებულებამ, მაღალი სავაჭრო მოცულობის გამო, შეიძლება 1,000 $-ს მიაღწიოს. დამატებით, საკომისიო განაკვეთები, რეფერალების რაოდენობის მიხედვით, მოცემულია 20%-დან 30%-მდე, საკომისიოები გამოითვლება რეფერალების წმინდა სავაჭრო საკომისიოდან და ყოველდღიურად ნაწილდება.
Bybit-ის გაფართოება საქართველოში, ხაზს უსვამს ბრენდის მისწრაფებას, უზრუნველყოს რეგულირებული და ინოვაციური კრიპტო სერვისების გავრცელება ახალ ბაზრებზე, იმავდროულად, დაეხმაროს მომხმარებლებს, უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად ჩაერთონ ციფრული აქტივების მზარდ ეკონომიკაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის და თქვენი Bybit-ის თანამშრომლობის დასაწყებად, ეწვიეთ www.bybitgeorgia.ge-ს.
Bybit-ის შესახებ
Bybit სავაჭრო მოცულობით მსოფლიოში კრიპტოვალუტის მეორე ბირჟაა, რომელიც 70 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. 2018 წელს დაარსებული Bybit ახლებურად განსაზღვრავს გამჭვირვალობის მნიშველობას დეცენტრალიზებულ სამყაროში. ის Web3-ზე ფოკუსირებით, ქმნის უფრო მარტივ, ღია და თანასწორ ეკოსისტემას. Bybit სტრატეგიულად თანამშრომლობს წამყვან ბლოკჩეინ პროტოკოლებთან, ძლიერი ინფრასტრუქტურისა და ქსელური ინოვაციების წასახალისებლად. Bybit, ცნობილი თავისი უსაფრთხო გარემოთი, მრავალფეროვანი სავაჭრო პლატფორმებით, მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ინტერფეისითა და უახლესი ბლოკჩეინ ინსტრუმენტებით, აერთიანებს TradFi-სა და DeFi-ს, იმისთვის, რომ დაეხმაროს დეველოპერებს, ინოვატორებსა და ენთუზიასტებს Web3-ის სრული პოტენციალის გამოვლენაში. მეტი ინფორმაცია დეცენტრალიზებული ფინანსების მომავლის შესახებ შეგიძლიათ, მიიღოთ Bybit.com-ზე.
Bybit-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ Bybit Press-ს.
Bybit Georgia-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.
მედია შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ: media@bybit.com
სიახლეებისთვის, გთხოვთ გამოიწეროთ: Bybit Communities and Social Media
Facebook: https://www.facebook.com/BybitGeorgiaOfficial
Instagram: https://www.instagram.com/bybit_georgia/
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები