საქართველოს მოსახლეობის 44% მიიჩნევს, რომ ოცნების ხელისუფლება არალეგიტიმურია — ISSA-ს კვლევის შედეგები არჩევნებში მონაწილეობის შესახებ
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA) საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობის განწყობილებების 2025 წლის ივნისის კვლევას აქვეყნებს.
კვლევაში არჩევნების მიმართ დამოკიდებულებების შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული:
რამდენად სამართლიანად ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები?
კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი (43%) თვლის, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა.
ამავე პოზიციაზეა თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა (56%).
რეგიონების მოსახლეობაში აზრი გაყოფილია.
პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლების 81% თვლის, რომ არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა.
არის თუ არა ლეგიტიმური ოცნების ხელისუფლება?
საქართველოს მოსახლეობის 44% მიიჩნევს, რომ ოცნების ხელისუფლება არალეგიტიმურია, ხოლო 39% თვლის, რომ ლეგიტიმურია, 19% კი კითხვას არ პასუხობს, ან არ იცის.
თბილისელების უმრავლესობას (56%) ქართული ოცნება არალეგიტიმურად მიაჩნია.
პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლების 85% ქართული ოცნების ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიიჩნევს.
ქართული ოცნების ამომრჩევლების 94% ოცნების ხელისუფლებას ლეგიტიმურად მიიჩნევს.
უნდა მიიღოს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციამ?
საქართველოს მოსახლეობაში უფრო დიდი ნაწილი (46%) ემხრობა ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის უპირობო მონაწილეობას.
ბოიკოტს ემხრობა დაახლოებით მეხუთედი (22%), ხოლო 16% — ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის შესვლას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დათქმით. იგივე ტენდენციაა რეგიონებში.
თბილისის მოსახლეობაში ოპოზიციის მხრიდან ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს ან მასში მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დათქმით მონაწილეობას უფრო მეტი უჭერს
მხარს (47%), ვიდრე უპირობო მონაწილეობას (41%).
პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში 43% ოპოზიციის მხრიდან, ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტის მომხრეა, ხოლო 26% დათქმით მონაწილეობის მომხრეა. უპირობო მონაწილეობას კი 20% ემხრობა.
ქართული ოცნების ამომრჩეველთა 70% ოპოზიციის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, ყოველგვარი დათქმის გარეშე, უჭერს მხარს.
კითხვაზე — რამდენად მოსალოდნელია, რომ მიიღოთ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში? — პასუხები ასე გადანაწილდა:
ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მაღალი მზაობა (ქულა 10) აქვს საქართველოს მოსახლეობის 48%-ს.
ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის კიდევ უფრო მაღალი მზაობა აქვთ რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებს (52%) და ქართული ოცნების ამომრჩევლებს (69%).
თბილისელების 40%-ს აქვს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მაღალი მოტივაცია,
ხოლო პროევროპული ოპოზიციის ამომრჩეველთა შორის ასეთია მხოლოდ 34%.
შესაბამისად, ამ ორ ჯგუფში ყველაზე მაღალია არჩევნებში გადაწყვეტილად არამონაწილეთა
(ქულა 0) მაჩვენებლები (თბილისი - 18%; პროდასავლური ოპოზიციის ამომრჩევლები - 17%)
ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მაღალი მზაობა ყველაზე მეტად აქვთ ქართული ოცნების/ხალხის ძალის ამომრჩევლებს (70%-მდე).
არც ერთი ოპოზიციური ძალის ამომრჩეველთა ის ნაწილი, ვინც დადასტურებულად აპირებს
ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, არ შეადგენს უმრავლესობას.
ოპოზიციური ძალების ამომრჩევლებს შორის, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მაღალი მზაობა ყველაზე მეტად აქვთ გახარია — საქართველოსთვის ამომრჩევლებს (47%), ხოლო ხოლო ყველაზე ნაკლებად — კოალიცია ცვლილებებისთვის ამომრჩევლებს (25%).
კითხვაზე — რამდენად გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სამართლიანად ჩატარდება? — პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ადგილობრივი არჩევნების სამართლიანად ჩატარების მიმართ საქართველოს მოსახლეობაში პოზიციები გაყოფილია: ერთ ნაწილს (45%) ასეთი მოლოდინი არ აქვს, ხოლო მეორე ნაწილს (43%) — აქვს.
რეგიონებში ადგილობრივი არჩევნების სამართლიანად ჩატარების მოლოდინი აქვს ყოველ მეორეს, ხოლო ასეთი მოლოდინი არ აქვს 37%-ს.
თბილისელთა უმრავლესობას (71%) არ აქვს იმის მოლოდინი, რომ ადგილობრივი არჩევნები სამართლიანად ჩატარდება.
პროევროპული ოპოზიციის და ქართული ოცნების ამომრჩევლებში ურთიერთსაპირისპირო
მოლოდინებია.
ქართული ოცნების ამომრჩევლის 78% ელოდება, რომ ადგილობრივი არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, ხოლო პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლების 71%-ს ამის მოლოდინი არ აქვს.
ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, ყველა ჯგუფში სკეპტიკური მოლოდინები ჭარბობს ("ალბათ, არ დაინიშნება"/"არ დაინიშნება").
შედარებით ოპტიმისტურად გამოიყურებიან პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლები: ყოველი მესამე ამ ჯგუფში ამბობს, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად დაინიშნება/ალბათ დაინიშნება.
ქართული ოცნების ამომრჩევლის 44% ფიქრობს რომ არჩევნები არ დაინიშნება, ხოლო პროევროპული ამომრჩევლის 37% ფიქრობს, რომ არჩევნები ალბათ არ დაინიშნება.
რაოდენობრივ კვლევაში, პირისპირი ინტერვიუს გზით, მონაწილეობას იღებდა საქართველოს სრულწლოვანი (+18) მოსახლეობის 2000 რესპონდენტი. რესპონდენტების შერჩევა ალბათურად (შემთხვევითობის პრინციპით) მოხდა, კერძოდ, წინასწარი სტრატიფიკაციის კლასტერული მეთოდით. შერჩევის ცდომილება ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში, 71%-იანი გამოპასუხების წილით. კვლევის დონორია სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, ხოლო განმახორციელებელი სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA).
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები