ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინას მეტ იარაღს გაუგზავნის
ფოტო: CNN
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს უკრაინისთვის დამატებითი თავდაცვითი იარაღის გაგზავნას, მას შემდეგ რაც გასულ კვირას მისმა ადმინისტრაციამ დროებით შეაჩერა ზოგიერთი სახის იარაღის მიწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
"ჩვენ მეტ იარაღს გავუგზავნით. ასე უნდა იყოს — მათ თავი უნდა დაიცვან", — თქვა ტრამპმა, როცა ის ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა.
"მათ ძლიერად ურტყამენ. კიდევ იარაღის გაგზავნა მოგვიწევს", — დასძინა ტრამპმა. "ძირითადად თავდაცვითი იარაღი, მაგრამ მათ მართლაც ძალიან ძლიერად ურტყამენ".
პრეზიდენტის ეს განცხადება თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლის განცხადებას მოჰყვა CNN-თან იმის შესახებ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ დროებით შეაჩერა გარკვეული იარაღის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის რაკეტების, გაგზავნა უკრაინისთვის. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა თავდაცვის ხარჯების გადახედვისა და ამერიკის საგარეო დახმარების შეფასების შემდეგ, რომელიც თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა დაამტკიცა.
თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, ანა კელიმ, მაშინ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ მიზნით, რომ "ამერიკის ინტერესები პირველ ადგილზე იყოს".
CNN წერს, რომ ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი ვარაუდობს, რომ უკრაინისთვის დახმარების გადახედვა ნაწილობრივ უკავშირდება პენტაგონის სტრატეგიას, რომელიც კონცენტრირებულია ჩინეთზე და მომავალი პოტენციური კონფლიქტისთვის მზადებაზე წყნარ ოკეანეში — ეს მიმართულება პრიორიტეტულია პენტაგონის პოლიტიკის ხელმძღვანელის, ელბრიჯ კოლბის, მხრიდან.
აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უმსხვილესი დონორია მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ვაშინგტონი აწვდიდა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს, დრონებს, რაკეტსატყორცნებს, რადარებს, ტანკებსა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, რამაც აშშ-ის მარაგების შემცირების შესახებ შეშფოთება გამოიწვია.
ტრამპმა ადრე მარტში სრულად შეაჩერა სამხედრო დახმარების გაგზავნა უკრაინისთვის, მას შემდეგ რაც ოვალურ ოფისში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამწვავებული დისკუსია ჰქონდა. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, მან კვლავ განაახლა დახმარების მიწოდება.
იარაღის დამატებითი გაგზავნის გადაწყვეტილება ასევე მოჰყვა ტრამპის ცალკეულ საუბრებს გასულ კვირას როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, ასევე ზელენსკისთან. ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან საუბარი იმედგამაცრუებელი იყო და "ცეცხლის შეწყვეტის" მხრივ პროგრესი არ აღინიშნებოდა.
ამასობაში, ზელენსკი ბოლო კვირებში ითხოვს დასავლელი მოკავშირეებისგან, რომ გააძლიერონ უკრაინის საჰაერო თავდაცვა, განსაკუთრებით რუსული ინტენსიური საჰაერო თავდასხმების ფონზე. პარასკევს ღამით, პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ რამდენიმე საათში, რუსეთმა უკრაინაზე უპრეცედენტო რაოდენობის დრონები გაუშვა.
ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ აშშ განიხილავს უკრაინის თხოვნას დამატებითი "პატრიოტის" თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე, მას შემდეგ რაც მას ზელენსკისთან "ძალიან კარგი“ სატელეფონო საუბარი ჰქონდა. უკრაინის პრეზიდენტმა შაბათს განაცხადა, რომ ეს იყო საუკეთესო და „ყველაზე პროდუქტიული" საუბარი, რაც მას ტრამპთან ჰქონია.
ტრამპმა ორშაბათს კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უკმაყოფილება პუტინის მიმართ და აღნიშნა: "არანაირად არ ვარ კმაყოფილი პრეზიდენტ პუტინით".
მეტი ამერიკა-უკრაინის ურთიერთობებზე
- ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრას "მშვენიერი" უწოდა — მოლაპარაკების დეტალები
- NATO-ს სამიტზე ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდებიან — ჰააგაში "ოცნების" მთავრობიდან არავინ მიიწვიეს
- დონალდ ტრამპი: ცეცხლის შეწყვეტას კონფლიქტის "ნამდვილი დასასრული" სჯობს
- ტრამპმა G7-ის სამიტი დატოვა — ზელენსკისთან შეხვედრა აღარ შედგება
- დონალდ ტრამპი კანადაში, G7-ის სამიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება
- უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, სტამბოლში გაიმართება
- დონალდ ტრამპი: [პუტინი] გაგიჟდა — ის სრულიად უაზროდ კლავს ადამიანებს
- უკრაინამ და აშშ-მ მინერალების შეთანხმებას ხელი მოაწერეს — რაზე შეთანხმდნენ აშშ და უკრაინა?
- Reuters: ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში ჩავიდა, სადაც პუტინს შეხვდება
- ტრამპი: ზელენსკის დასაკვეხნი არაფერი აქვს! მას შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა, ან კიდევ სამი წელი იბრძოლოს, სანამ მთლიან ქვეყანას არ დაკარგავს
- "უკრაინა ყოველთვის თავისი კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებს" — ზელენსკიმ ტრამპს "ყირიმის დეკლარაცია" შეახსენა
- BBC: ლონდონში რუსეთ-უკრაინის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი აღარ დაესწრებიან
- WSJ წერს, რისი დათმობა შესთავაზა ტრამპმა უკრაინას ომის დასასრულებლად
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები