ISSA: საქართველოს EU-ში გაწევრების მომხრეა საქართველოს მოსახლეობის 83% და NATO-ში გაწევრების მომხრეა 68%
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA) საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობის განწყობილებების 2025 წლის ივნისის კვლევას აქვეყნებს.
ISSA-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მომხრეა საქართველოს მოსახლეობის 83% და "ოცნების" ამომრჩევლის 68%.
ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მიმართ მხარდაჭერა მაღალია საქართველოს მოსახლეობაში და 83%-ს შეადგენს, წინააღმდეგია 13%, პასუხი არ აქვს 4%-ს.
თბილისში ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა 85%, წინააღმდეგია 13%, პასუხი არ აქვს 2%-ს.
რეგიონებში მომხრეა 82%, წინააღმდეგია — 13%, პასუხი არ აქვს 2%-ს.
პროევროპულ ოპოზიციაში მომხრეა 94%, წინააღმდეგია — 4%, პასუხი არ აქვს 3%-ს.
ქართული ოცნების ამომრჩეველში მომხრეა 68%, წინააღმდეგია 27% და პასუხი არ აქვს 7%-ს.
საქართველოს NATO-ში გაწევრების მიმართ მხარდაჭერა გამოხატულია ყველა სამიზნე ჯგუფის უმრავლესობაში, ქართული ოცნების ამომრჩევლების გარდა.
NATO-ში საქართველოს გაწევრების მიმართ მხარდაჭერა მაღალია საქართველოს მოსახლეობაში და 68%-ს შეადგენს, წინააღმდეგია 23%, პასუხი არ აქვს 9%-ს.
თბილისში NATO-ში გაწევრიანების მომხრეა 67%, წინააღმდეგია 26%, პასუხი არ აქვს 7%-ს.
რეგიონებში მომხრეა 68%, წინააღმდეგი - 22%, პასუხი არ აქვს 10%-ს.
პროევროპულ ოპოზიციაში მომხრეა 84%, წინააღმდეგია - 10%, პასუხი არ აქვს 6%-ს.
ქართული ოცების ამომრჩეველში მომხრეა 50%, წინააღმდეგია 39% და პასუხი არ აქვს 11%-ს.
ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით დასმულ სხვა კითხვებზე, ასეთი შედეგებია:
ოდკბ-ში გაწევრების მიმართ გამოკვეთილი მიუღებლობაა.
საქართველოს ნეიტრალიტეტის მიმართ არაერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა:
საქართველოში — მომხრე 52%, წინააღმდეგი — 36%;
თბილისში — მომხრე 47-46%;
რეგიონები — მომხრე 54, წინააღმდეგი — 31%;
პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში — მომხრე 52%, წინააღმდეგი — 37%;
ქართულ ოცნების ამომრჩევლები — მომხრე 66%, წინააღმდეგი — 22%.
რაოდენობრივ კვლევაში, პირისპირი ინტერვიუს გზით, მონაწილეობას იღებდა საქართველოს სრულწლოვანი (+18) მოსახლეობის 2000 რესპონდენტი. რესპონდენტების შერჩევა ალბათურად (შემთხვევითობის პრინციპით) მოხდა, კერძოდ, წინასწარი სტრატიფიკაციის კლასტერული მეთოდით. შერჩევის ცდომილება ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში, 71%-იანი გამოპასუხების წილით. კვლევის დონორია სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, ხოლო განმახორციელებელი სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA).
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები