"ოცნების" მხარდამჭერმა ESN-ის პოლიტიკურმა ჯგუფმა ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში დააინიციირა შესწორება, რომლითაც საქართველოს "ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება"
ქართული ოცნების მხარდამჭერმა "სუვერენულ ერთა ევროპის" (ESN) პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: სარა კნაფო, ალექსანდრ სელი, მილან ურიკი, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში დააინიციირა შესწორება, რომლითაც "ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას".
საქართველოს შესახებ 32-პუნქტიანი ანგარიშის პირველ პუნქტს ESN ასეთ შესწორებას სთავაზობს:
ESN "აღიარებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დროებით შეჩერებას, როგორც ეროვნული სუვერენიტეტის ლეგიტიმურ გამოხატულებას უცხოური პოლიტიკური ზეწოლის ფონზე; პატივს სცემს საქართველოს მიერ თავისი სტრატეგიული პარტნიორობების გადახედვას, რომლის მიზანია ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისა და ეროვნული ინტერესების დაცვა".
ანგარიში საქართველოს 2023-2024 წლების ვითარების შესახებ, მე-2 პუნქტი:
გადახედოს ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესს, იმის ფონზე, რომ საქართველოს აშკარად არღვევს ამ შეთანხმების მე-2 მუხლში განსაზღვრულ ზოგად პრინციპებს, კერძოდ — დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის ვალდებულებას;
ESN-ის შესწორება:
მოუწოდებს ევროკავშირს, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციურ სისტემას და მის უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს ასოცირების შეთანხმების განხორციელების ფორმები, პოლიტიკური წინაპირობების გარეშე; მიესალმება შესაძლებლობას, გადახედოს ევროკავშირის გაფართოების მიდგომას საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით; აღნიშნავს აუცილებლობას, რომ გაფართოების ავტომატური მოდელის ნაცვლად მოხდეს გადასვლა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებების ფორმატზე, რომელიც პატივს სცემს პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტსა და უნიკალურობას;
ანგარიში საქართველოს 2023-2024 წლების ვითარების შესახებ, მე-8 პუნქტი:
ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ ცნობს თვითგამოცხადებულ სტრუქტურებს, რომლებიც შეიქმნა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, და მიიჩნევს, რომ საქართველო წარმოადგენს მიტაცებულ სახელმწიფოს, რომელიც კონტროლდება არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ;
შესაბამისად, უარყოფს იმ ორგანოს მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელმაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ქვეყანაში, მათ შორის — ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და თავშეყრისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში სწრაფად მიღებულ ცვლილებებს;
გულის წყვეტით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტი დღეს წარმოადგენს ერთპარტიულ ორგანოს, რომელიც გაყალბებული არჩევნების საფუძველზეა ჩამოყალიბებული
ESN-ის შესწორება:
პატივს სცემს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, როგორც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების გამოხატულებას; ხაზს უსვამს ყველა პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობას, მოქმედონ კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში, რათა უზრუნველყონ პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება;
ანგარიში საქართველოს 2023-2024 წლების ვითარების შესახებ, მე-8 პუნქტი:
აღნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი მთავრობის პირობებში, მოძრაობს იმ მიმართულებით, რომელიც მას რუსეთის ვასალურ სახელმწიფოდ ქცევის საფრთხის წინაშე აყენებს, ბელარუსის მსგავსად; აღნიშნავს, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უმეტეს ნაწილს, თუმცა აცხადებს, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობს სანქციების შესაძლო გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად;
მიუთითებს შეშფოთებას იმ ანგარიშებზე, რომლებიც საქართველოს სავარაუდო როლზე მიანიშნებს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემოვლის პროცესში დახმარების თვალსაზრისით;
მიწოდებს ევროკომისიას, ჩაატაროს ამ ბრალდებების საფუძვლიანი გამოძიება.
ESN-ის შესწორება:
აღიარებს საქართველოსათვის ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან პრაგმატული ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობას — როგორც რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ისე ეროვნული ინტერესების დასაცავად.
რა წერია ევროპარლამენტის ახალ ანგარიშში საქართველოს შესახებ, სრულად წაიკითხეთ აქ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები