გლასტონბერი 2025 — სცენაზეა მუსიკა, სიურპრიზები და პოლიტიკა
ფოტო: Kevin Mazur/Getty Images
გასულ შაბათ-კვირას ბრიტანეთის უდიდესი მუსიკალური ფესტივალი — გლასტონბერი გაიმართა. შესანიშნავი შესრულებებით, პოლიტიკური სკანდალებითა და სიურპრიზებით სავსე 4-დღიანმა ფესტივალმა იმედგაცრუებული არავინ დატოვა. წლევანდელმა გლასტონბერიმ არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი გვაჩუქა:
2 წლის წინ, გლასტონბერის დიდ სცენაზე მდგარი ლუის კაპალდი ცდილობდა ტურეტის სინდრომისგან გამოწვეული კანკალი შეეწყვიტა, რათა პერფორმანსი დაესრულებინა, რისი გაკეთებაც ფანების დახმარებით შეძლო. ამის შემდეგ კაპალდიმ განაცხადა, რომ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და ტურნეებისგან შესვენების აღებას აპირებდა. ამის შესახებ ოფიციალურად არავინ იცოდა, თუმცა რატომღაც ბევრი მოელოდა და მართლაც, 2 წლის შემდეგ, 2025 წელს კაპალდი გლასტონბერის სცენას დაუბრუნდა, რათა "დაესრულებინა ის, რისი დასრულებაც წარსულში ვერ შეძლო". მომღერალმა შეასრულა თავისი ჰიტები — Before You Go, Hold Me While You Wait და Someone You Loved, ასევე წარადგინა ახალი სიმღერა — Survive.
"ბევრს არაფერს ვიტყვი, თორემ ალბათ ტირილს დავიწყებ. თქვენთან ერთად ყოფნა გასაოცარია, არ ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა ჩემს სანახავად მოსვლისთვის. იმედია, მეორე ცდა მაინც გაამართლებს", — მიმართა მომღერალმა ფანებს.
ლუის კაპალდი
ფოტო: Getty Images
ფესტივალის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწილად ოლივია როდრიგოს გამოსვლაც სახელდება. კვირა საღამოს მან მსმენელებს მოულოდნელი სტუმარი წარუდგინა — ლეგენდარული ბენდის The Cure-ის სოლისტი რობერტ სმიტი. ახალგაზრდა მომღერალმა სმიტს გლასტონბერის ლეგენდა და მისი პირადი გმირი უწოდა. მათ The Cure-ის ცნობილი სიმღერები შეასრულეს — Friday I’m in Love და Just Like Heaven. წყვილის პერფორმანსმა, როგორც ფესტივალზე, ისე ინტერნეტსივრცეშიც დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა.
ოლივია როდრიგო
ფოტო: oliviarodrigo
ფოტო: WireImage
პარასკევ დილას ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა Lorde-ის სცენაზე გამოსვლა და ახალი ალბომის, Virgin-ის შესრულება. მისი პერფორმანსის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ წინა ღამეს გავრცელდა, თუმცა დილის 12-ის ნახევარზე მის მოსასმენად მაინც უამრავი ადამიანი შეიკრიბა, იმდენი, რომ Lorde-ის სცენასთან ახლომდებარე არენის დახურვა მოუწიათ. "ამ ალბომისთვის ბევრი გავიღე. სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი, ოდესმე თუ კიდევ შევქმნიდი ალბომს, თუმცა დავბრუნდი და სრულიად თავისუფალი ვარ. მადლობა, რომ დამელოდეთ", — განაცხადა მომღერალმა.
Lorde
ფოტო: OLI SCARFF/Getty Images
ყურადღების ცენტრში მოექცა Bob Vylan-ისა და Kneecap-ის სეტების დროს გაკეთებული პოლიტიკური განცხადებებიც, განსაკუთრებით კი ღაზას ომთან დაკავშირებულ კომენტარები. მას შემდეგ, რაც Kneecap-ის ერთ-ერთ წევრს ბრიტანეთის ტერორიზმის აქტის თანახმად ბრალი წაუყენეს ჰეზბოლას დროშის აღმართვისთვის, BBC-მ გადაწყვიტა, რომ არ გაეშუქებინა ჯგუფის სცენაზე გამოსვლა. მიუხედავად ამისა, მუსიკალურმა დუომ Bob Vylan-მა, რომელიც Kneecap-მდე გამოვიდა სცენაზე და რომლის პერფორმანსიც ტელევიზიაში გადაიცემოდა — კიდევ უფრო დიდი გამოხმაურება დაიმსახურა.
Kneecap
ფოტო: ANTHONY DEVLIN/HOGAN MEDIA/SHUTTERSTOCK
ბრიტანულმა პანკ-დუეტმა ხალხს მოუწოდა, ეყვირათ შემდეგი ფრაზები: "სიკვდილი, სიკვდილი ისრაელის თავდაცვის ძალებს", "თავისუფლება, თავისუფლება პალესტინას", "მდინარიდან ზღვამდე, პალესტინა თავისუფალი უნდა იყოს". გამოსვლამ სოციალურ მედიაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია; ბევრმა ეს მოწოდებები ანტისემიტურად შეაფასა, სხვებმა კი ჯგუფი პალესტინის მხარდაჭერისთვის შეაქეს.
ფესტივალმა მოგვიანებით დაგმო ეს განცხადებები, BBC-მ კი მათი ეთერიდან მოხსნის სურვილი გამოთქვა. ამ გამოსვლის შემდეგ Bob Vylan-თან კონტრაქტი გაწყვიტა მათმა სააგენტომ, ხოლო პოლიციამ დაიწყო ოფიციალური გამოძიება Bob Vylan-ისა და Kneecap-ის მიერ გაკეთებულ კომენტარებთან დაკავშირებით.
Bob Vylan
ფოტო: Matt Cardy/Getty Images
პოლიტიკა მთელი ფესტივალის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მრავალმა სხვა შემსრულებელმაც გამოიყენა თავისი სასცენო დრო პალესტინის თავისუფლება მოსათხოვნად. თუმცა, პარასკევი საღამოს მთავარმა შემსრულებლებმა განსხვავებული გზა აირჩიეს — The 1975, რომელიც წარსულში არასდროს ერიდებოდა აქტუალურ მოვლენებზე საჯაროდ საუბარს, როგორც ჩანს, ასე გაგრძელებას აღარ აპირებს.
ბენდის სოლისტმა განაცხადა: "მაყურებლებს შეიძლება იმედი გაუცრუვდეს, რომ ამ შოუს განმავლობაში პოლიტიკაზე არ ვისაუბრებთ, არც შემდეგ შოუებზე და არც მათ შემდეგებზე. მინდა იცოდეთ, რომ ეს შეგნებული გადაწყვეტილებაა". მიზეზად ასახელებს:
არ გვსურს, რომ ჩვენი მემკვიდრეობა პოლიტიკასთან ასოცირდებოდეს, გვინდა სიყვარულსა და მეგობრობაზე გახსენდებოდეთ
ამ ყველაფრის შემდეგ ბენდმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოლიტიკური სიმღერა — Love It If We Made It შეასრულა, რომლის დროსაც დიდ ეკრანზე დონალდ ტრამპის, კანიე უესტისა და იმიგრაციასთან დაკავშირებული სირთულეების გამოსახულებები ჩანდა.
The 1975
ფოტო: MOJO
შაბათ-კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება მომღერალ-კომპოზიტორსა და მსახიობ ქეით ნეშს ეკუთვნის, რომელმაც განსაკუთრებით მწვავე სიტყვებით მიმართა ჰარი პოტერის შემქმნელ ჯოან როულინგს.
ნეშმა ცოტა ხნის წინ გამოუშვა ტრანსფობიის საწინააღმდეგო სიმღერა GERM, ხოლო ფესტივალზე განაცხადა:
გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე ხმამაღალი ფემინისტური ხმა ამჟამად ტრანსფობიურია... ფემინიზმის საფუძველი ჩაგვრის სისტემების დანგრევაა, ამიტომ ტრანსფობია არ არის ფემინისტური. და სულ არ მადარდებს, რომ მილიონერი და ბულერი ხარ, რომელსაც ტროლების არმია ჰყავს ინტერნეტში
ქეით ნეში
ფოტო: Getty Images
მას შემდეგ, რაც ფესტივალი დასრულდა და 200 000-მა ადამიანმა ტერიტორიის დატოვება დაიწყო, ცარიელ მინდორზე უამრავი ნაგავი, მათ შორის ქაღალდის ჭიქები და საკვების ნარჩენები დარჩა. დამლაგებლებმა ნელ-ნელა გარემოს დასუფთავება დაიწყეს, რათა ტერიტორია ბრიტანეთის უდიდესი მუსიკალური ფესტივალის მასპინძლობის შემდეგ ისევ ფერმად გადაქცეულიყო.
ფოტო 1: Independent / ფოტო 2: Independent
გლასტონბერი 2026 წელს არ გაიმართება. ორგანიზატორების თქმით საჭიროა დრო, რათა ძალები აღიდგინონ და მსმენელს ბევრად გაუმჯობესებული ფესტივალი შესთავაზონ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები