"ლელო — ძლიერი საქართველო": "ოპონენტების დევნა გრძელდება. კოალიციის ერთდროულად სამი წარმომადგენელი დააკავეს"
"კოალიციის ერთდროულად სამი წარმომადგენელი — კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ლევან ჯორბენაძე, გენერალური მდივნის მოადგილე, ოთარ ფარულავა და ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ბექა ბერიძიშვილი დააკავეს," — ამის შესახებ კოალიცია ლელო — ძლიერი საქართველოს განცხადებაშია აღნიშნული.
პარტიის განცხადებით, ოცნების ხელისუფლება "როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ დაშინებით, ძალადობით და დევნით შეაჩერებს ქართველი ხალხის წინააღმდეგობას"
"არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნა გრძელდება და როგორც ჩანს, ლელო — ძლიერი საქართველო განსაკუთრებული სამიზნეა, რადგან დღეს ჩვენი კოალიციის ერთდროულად სამი წარმომადგენელი — კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ლევან ჯორბენაძე, გენერალური მდივნის მოადგილე, ოთარ ფარულავა და ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ბექა ბერიძიშვილი დააკავეს.
ჩვენ, ლელო — ძლიერი საქართველოს პოლიტიკური გუნდი ვაცხადებთ, რომ ვერანაირი მსგავსი ქმედება, ვერ აგვაღებინებს ხელს იმ პოლიტიკურ ბრძოლაზე, რომელიც გამოცხადებული გვაქვს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც შესულია ჩიხში, მოქცეულია სრულ იზოლაციაში და უკვე შიდაკლანური დაპირისპირების მწვავე ფაზაშია, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ დღეს დაშინებით, ძალადობით და დევნით შეაჩერებს ქართველი ხალხის წინააღმდეგობას.
როდესაც დააპატიმრეს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ჩვენ ვთქვით, რომ ვერაფერი შეგვაშინებს, ვერაფერი აგვაღებინებს ხელს ამ ბრძოლაზე და დღესაც იგივე გზავნილი გვაქვს, როგორც ივანიშვილისა და მისი ხელისუფლებისთვის, ასევე ჩვენი თანაპარტიელებისა და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომელიც აგრძელებს ბრძოლას თავისუფალი ქვეყნისთვის, სადაც ვეღარავინ გათელავს ფეხქვეშ ჩვენს უფლებებს.
ეს ბრძოლა არ შეჩერდება არცერთი წუთით და ყოველ ჯერზე, როდესაც გამალებული ძალით ხელისუფლება შეეცდება ჩვენს შევიწროებას, პოლიტიკურ დევნასა და დაშინებას, ჩვენ ამას ვუპასუხებთ მხოლოდ ბრძოლის გაძლიერებით და შეტევით რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ!
ჩვენ დავასრულებთ ამ ქვეყანაში რუსული ხელისუფლების თარეშს და იმ უსამართლობას, რომელიც შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს!" — ნათქვამია განცხადებაში.
კოალიცია ლელო — ძლიერი საქართველოს სამი წევრი — ოთარ ფარულავა, ლევან ჯორბენაძე და ბექა ბერიძიშვილ პოლიციამ ნარკო-შემოწმებაზე გუშინ, 8 ივლისის ღამეს გადაიყვანა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები