რასა იუკნევიჩიანე: "იმედია მაქვს, რომ აბსოლუტური უმრავლესობით მივიღებთ [საქართველოს შესახებ] ანგარიშს"
"მიხარია, რომ ევროპარლამენტის რამდენიმე წევრის გარდა, რომლებიც ყოველთვის პრორუსულები არიან, ყველა სხვა ჯგუფი, რომელმაც დღეს ისაუბრა, ევროპული საქართველოს მხარესაა," — ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში დასკვნით სიტყვაში განაცხადა.
"იმედია მაქვს, რომ ხვალ აბსოლუტური უმრავლესობით მივიღებთ ამ ანგარიშს" — აღნიშნა მან.
"ქალბატონო კომისარო [მარტა კოს], ვიცი, რომ თქვენც ქართველი ხალხის მხარეს ხართ. ვიმედოვნებ, რომ ევროპული საბჭო მალე მიიღებს საჭირო პოზიციას და წევრი ქვეყნები, უპირველეს ყოვლისა, რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით იმოქმედებენ.
[ევროკავშირის საბჭოს] დანიის თავმჯდომარეობას მივმართავ, ინიციატივა აიღონ ქვეყნების გასაერთიანებლად, როგორც მინიმუმ მსურველი ქვეყნების, რათა ზეწოლა მოახდინონ რეჟიმზე ახალი, თავისუფალი და სამართლია არჩევნებისთვის. ეს არის საქართველოს დახმარების ერთადერთი გზა", — განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
გუშინ, 8 ივლისს სტრასბურგში, ევროპარლამენტში, პლენარულ სხდომაზე საქართველოზე ანგარიშთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. კენჭისყრა 9 ივლისსა დაგეგმილი.
32-პუნქტიანი ანგარიში საქართველოს 2023-2024 წლების ვითარებას შეეხება და მოუწოდებს ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას, იმის ფონზე, რომ საქართველო უხეშად არღვევს შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრულ ზოგად პრინციპებს.
ამას გარდა, ანგარიში ითხოვს, რომ დაუყოვნებლად დაწესდეს მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილზე, მის ოჯახის წევრებსა და მის კომპანიებზე; ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, ითანამშრომლოს სხვა იურისდიქციებთან — განსაკუთრებით გაერთიანებულ სამეფოსთან — ივანიშვილის ფინანსური აქტივების გაყინვის მიზნით.
ანგარიშში ევროკომისია "ღრმა სინანულს გამოთქვამს იმ ფაქტზე, რომ მმართველმა პარტიამ ქართული ოცნება ვერ გამოიყენა საქართველოსთვის, როგორც კანდიდატი ქვეყნისთვის, მინიჭებული ისტორიული შანსი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე პროგრესის მისაღწევად.
ანგარიშში ევროპარლამენტი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ძალადობრივი ხერხებით პროტესტის ჩახშობისგან და გააუქმოს ის რეპრესიული კანონები, რაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ აშკარად "ავტორიტარული მმართველობისკენ გადაუხვია". მათი თქმით, ამ არადემოკრატიულმა არჩევნებმა ქართული ოცნებას საშუალება მისცა, "უკანონოდ დაჰპატრონებოდა სახელმწიფო ინსტიტუტებს, რეპრესიული კანონმდებლობა გაეტარებინა და პოლიტიკურ ოპონენტებს, ჟურნალისტებს და მშვიდობიან დემონსტრანტებს თავს დასხმოდა.
რასა იუკნევიჩიენეს მომზადებულ ანგარიშში ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თავი შეიკავონ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან შეხვედრისგან. ანგარიშში ასევე ნახსენებია "დე ფაქტო პრეზიდენტი" და სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მოიხსენიებენ.
დოკუმენტის მიხედვით, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველომ ვერ მოახერხა წინსვლა — და პირიქით, უკუსვლა განიცადა — ევროკომისიის მიერ მითითებული ცხრა ნაბიჯის ძირითადი მიმართულებებით, მიუხედავად ხელისუფლებისგან ამის საწინააღმდეგო განცხადებებისა.
ასევე იხილეთ:
- ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების გადახედვა, სანქციები ივანიშვილს - რა წერია ევროპარლამენტის ახალ ანგარიშში, რომელსაც დღეს განიხილავენ
- "ოცნების" მხარდამჭერმა ESN-ის პოლიტიკურმა ჯგუფმა ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში დააინიციირა შესწორება, რომლითაც საქართველოს "ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება"
- მარტა კოსი: "საქართველოს დემოკრატიული საფუძვლები დღითიდღე ირყევა, "ქართული ოცნების" რეჟიმმა მძიმე რეპრესიები დაიწყო"
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები