ქართული იუთუბის მაფია — ვინ გაიმარჯვა სიცილიურ ფინალში?
ფოტო: GI2GI
ქართული იუთუბის მაფია გიორგი მგალობლიშვილის, იგივე GI2GI-ს იუთუბ პროექტია, რომელიც უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს. მაფია თამაშია, რომელშიც "პატიოსანი მოქალაქეები და მაფიოზები" ერთმანეთს უპირისპირდებიან და გამარჯვებისთვის იბრძვიან. 2020 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე პროექტმა დიდი გზა გაიარა — პანდემიის პერიოდში დაწყებული მაფია პირველი ორი სეზონის განმავლობაში ონლაინ ტარდებოდა — იუთუბერები საკუთარი სახლებიდან, ვიდეოზარის საშუალებით თამაშობდნენ და ჩანაწერს იუთუბზე აქვეყნებდნენ, თუმცა 2023 წლის 27 მაისს თამაშმა ეკრანებიდან ცოცხალ სივრცეში გადაინაცვლა.
ქართული იუთუბის მაფია ონლაინ
ფოტო: GI2GI
ახალ ფორმატში პროექტი ბევრად უფრო განვითარდა, დააინტერესა არა მხოლოდ მაყურებელი, არამედ მრავალი სპონსორიც. ლაივ სეზონებში დაიწყო საპრიზო თანხის — 20 000 ლარის გათამაშება. 5 სეზონის განმავლობაში პროექტში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა — იუთუბერებმა, ინფლუენსერებმა, მსახიობებმა, ფეხბურთელებმა. მათ შორის, რამდენიმე კვირის წინ ჩატარდა სპეციალური, სეზონსგარე თამაში ქართველი ფეხბურთელების — გიორგი მამარდაშვილის, ლაშა დვალის, გიორგი ქვილითაიასა და ანზორ მექვაბიშვილის მონაწილეობით.
გიორგი მამარდაშვილი ქართული იუთუბის მაფიაში
ფოტო: Gi2gi
ამ 2 ონლაინ და 5 ლაივ სეზონის განმავლობაში ქართული იუთუბის მაფიამ შეძლო თავი შეეყვარებინა უამრავი მაყურებლისთვის, რომლებთანაც პროექტს განსაკუთრებით ძლიერი კავშირი აქვს — იქნება ეს მაფიის ფეისბუქ ჯგუფი თუ იუთუბ კომენტარები, მაყურებელი მუდმივად აქტიურადაა ჩართული, აფასებენ თამაშებს, მადლობას უხდიან, აქებენ თუ აკრიტიკებენ მოთამაშეებს. ამას გარდა, მათ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობაც ეძლევათ — ქართული იუთუბის მაფიის მე-4 სეზონში სტუდენტების ეპიზოდიც ვიხილეთ.
სტუდენტები ქართული იუთუბის მაფიაში
ფოტო: GI2GI
მაყურებელთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა, როცა მაფიამ საკუთარი სივრცე გახსნა — PoolRoom Mafia დიდ დიღომში, მირიან მეფის 31-ში მდებარეობს. მულტიფუნქციურ სივრცეში შესაძლებელია ბილიარდის, ფლეისთეიშენის, სიმრეისინგის და, რაც მთავარია, მაფიის თამაში, როგორც თქვენს მეგობრებთან, ისე საყვარელ იუთუბერებთან ერთად, რომლებიც ზოგჯერ თამაშის წამყვანები, ზოგჯერ კი მონაწილეები არიან. ამ ადგილას ხშირად მოთამაშეები და მაყურებლები სხვადასხვა მოვლენების, მათ შორის ფეხბურთის თამაშებისა და მაფიის ახალი ეპიზოდების საყურებლად იკრიბებიან.
ქართული იუთუბის მაფიის გუნდი
ფოტო: GI2GI
გასულ კვირას, 6 ივლისს, ქართული იუთუბის მაფიის მე-5 სეზონის ფინალი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს სეზონი დანარჩენებისგან გამორჩეული იყო, რადგან თამაშში იაპონური კლანის ახალი როლები — შოგუნი და იაკუძა დაემატა, რომლებიც იტალიური მაფიის კლანს დაუპირისპირდნენ.
სეზონის მიმდინარეობისას რამდენჯერმე გაჟღერდა იდეა იმის შესახებ, რომ ფინალი სიცილიაზე უნდა გადაღებულიყო. თავიდან, როგორც მაყურებელი, ისე თავად მოთამაშეები ამ იდეას სერიოზულად არ აღიქვამდნენ, რადგან ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ეს იდეა მართლაც შესაძლოა განხორციელებულიყო. ამის მიუხედავად, პროექტის ორგანიზატორებმა მოახერხეს, რომ ქართული იუთუბის მაფიის მე-5 სეზონის ყველა ფინალისტი სიცილიაში წაეყვანათ და ფინალური ეპიზოდი კასტელო დელი სკიავის ტერიტორიაზე, იმ სასახლიდან გადაეღოთ, რომელშიც ფილმ ნათლიას (Godfather) ლეგენდარული სცენებია გადაღებული.
ფინალის მონაწილეები აეროპორტში
ფოტო: GI2GI
ფინალურ ეპიზოდში მონაწილეობდნენ:
- გიორგი კალატოზი
- საბა საპანაძე
- ვახო ბოლოთაშვილი
- გურამ გაბუნია
- ნოდარ შაქარაშვილი
- თორნიკე კოპალეიშვილი
- ანანო თოთიაური
- ლაშა გელაშვილი
- გიორგი ქორიძე
- გიორგი მახარაშვილი
- ბასტო გოგუა
- ნინიკო მამარდაშვილი
ფინალი
ფოტო: GI2GI
გამარჯვებული კი, მიუხედავად იტალიაში ყოფნისა, იაპონური კლანი გახდა: შოგუნის როლს თორნიკე კოპალეიშვილი ასრულებდა, რომელიც თამაშის ბოლო 3 მონაწილეს შორის დარჩა და ხმის მიცემის შედეგად გაიმარჯვა, იაკუძა კი გიორგი მახარაშვილი იყო. გამარჯვებულებს 10 000 ლარი შეხვდათ, თუმცა უსაჩუქროდ არც სხვა მოთამაშეები დარჩენილან — მაფიის სპონსორებმა თავისი რჩეული მოთამაშეები დააჯილდოვეს.
თორნიკე კოპალეიშვილი
ფოტო: GI2GI
გიორგი მახარაძე
ფოტო: GI2GI
იაპონური სეზონი და სიცილიური ფინალი წარმატებით შედგა. ქართული იუთუბის მაფიის წარმატება კი — ქართული იუთუბისა და ინტერნეტსივრცის განვითარებაა. საინტერესოა, რას უნდა ველოდოთ მომავალ სეზონში, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ მოთამაშეების მხრიდან საკმაოდ ამაღელვებელი იდეა — შემდეგი ფინალის იაპონიაში გადაღებაც გაჟღერდა.
ფინალური ეპიზოდი იხილეთ აქ:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები