გიორგი ვაშაძე: "ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ქართველი ხალხის უწყვეტი წინააღმდეგობის შედეგი"
"ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია არის კიდევ ერთი წარმატება და პასუხი ყველასთვის, რომ საერთო ბრძოლას და ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. ეს რეზოლუცია არის ქართველი ხალხის უწყვეტი წინააღმდეგობის შედეგი" — ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, პატიმრობაში მყოფი გიორგი ვაშაძის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც დაპატიმრებული ოპოზიციონერი წერილში აღნიშნავს, "ეს დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რეჟიმი ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ განულებულია"
"ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია არის კიდევ ერთი წარმატება და პასუხი ყველასთვის, რომ საერთო ბრძოლას და ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს.
ეს რეზოლუცია არის ქართველი ხალხის უწყვეტი წინააღმდეგობის შედეგი.
რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია და მას არ აქვს აღიარება. ევროპამ აღიარა ქართველი ხალხი როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ძალაუფლების წყარო.
ეს დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რეჟიმი ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ განულებულია და ვერანაირი ძალადობით ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს.
შესაბამისად, გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა.
შემდეგი ნაბიჯი — არალეგიტიმური რეჟიმის სრული ჩამოშლა და ახალი სამართლიანი არჩევნები. ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს! დროა, საქართველო გათავისუფლდეს. ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ," — წერია გიორგი ვაშაძის წერილში.
დღეს, 9 ივლისს ევროპარლამენტმა 490 ხმით, 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომელიც საქართველოში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო არჩევნებსა და ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. 32-პუნქტიანი ანგარიში საქართველოს 2023-2024 წლების ვითარებას შეეხება და მოუწოდებს ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას, იმის ფონზე, რომ საქართველო უხეშად არღვევს შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრულ ზოგად პრინციპებს. ამას გარდა, ანგარიში შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციის ლიდერების დაკავების გამო და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. ევროპარლამენტი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს დამოუკიდებლად დაუწესონ სანქციები ოცნების ხელისუფლებას დემოკრატიული უკუსვლის გამო. ანგარიშში მოთხოვნილია ქვეყნის SWIFT-დან გათიშვა და სექტორული სანქციების დაწესება.
ასევე იხილეთ:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები