აბუ-დაბიში ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა მიმდინარეობს
სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის, ნაზელი ბაღდასარიანის ცნობით, სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შეხვედრა აბუ-დაბიში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.
შეხვედრა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში ტარდება და მაში ორივე მხარის მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ.
სომხეთის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი, ვიცეპრემიერი და საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ხელმძღვანელი მჰერ გრიგორიანი, ასევე პარლამენტის ვიცესპიკერი და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი რუბენ რუბინიანი.
აზერბაიჯანის დელეგაციაში შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, ვიცეპრემიერი და საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ხელმძღვანელი შაჰინ მუსტაფაევი, პრეზიდენტის მრჩეველი ჰიქმეთ ჰაჯიევი და პრეზიდენტის სპეციალური წარგზავნილი ელჩინ ამირბეკოვი.
ნიკოლ ფაშინიანი აბუ დაბიში 9 ივლისს ჩავიდა და შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან გამართა.
აბუ დაბიში გამართულ შეხვედრაზე განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის კომუნიკაციების გახსნა, საზღვრის დემარკაცია და სხვა გადაუჭრელი საკითხები, აცხადებს ისტორიკოსი ჯირაირ ლიპარიტიანი, აზერბაიჯანთან და თურქეთთან შერიგების იდეოლოგი, რომლის აზრსაც სომხეთის მთავრობა ითვალისწინებს.
"ვფიქრობ, რომ დღის წესრიგში ყველა საკითხი იქნება, ეს იქნება თავისუფალი დისკუსია, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთ საკითხზე კონცენტრირება", — განუცხადა ლიპარიტიანმა BBC-ს.
სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის გამო ოცდაათ წელზე მეტია ებრძვიან ერთმანეთს, მაგრამ ახლა ამაზე არ მიდის საუბარი. როგორც BBC წერს, 2020-2023 წლებში აზერბაიჯანმა აღიდგინა კონტროლი ამ ტერიტორიაზე, ყარაბაღელი სომხები სომხეთში გაიქცნენ, ხოლო ერევანმა უარი თქვა რეგიონზე თავის პრეტენზიებზე.
თუმცა, ორ ქვეყანას შორის კვლავ სერიოზული უთანხმოებაა. ერთ-ერთი მათგანია გზის საკითხი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიას ნახიჩევანის ანკლავთან უნდა აკავშირებდეს. სომეხი პოლიტოლოგის, ტიგრან გრიგორიანის თქმით, ეს თემა აბუ-დაბიში განხილვის მთავარი თემა იქნება, — წერს BBC.
ბაქო მოითხოვს მისთვის "ზანგეზურის დერეფნის" — სომხეთის გავლით შეუფერხებელი კომუნიკაციის — უზრუნველყოფას. რუსეთი ამ პროცესში შუამავლად მიიჩნევდა თავს და მოსკოვს სურდა, რომ სომხეთში გამავალი გზა FSB-ის სასაზღვრო სამსახურის მიერ კონტროლირებადი ყოფილიყო. ერევანი ამტკიცებდა, რომ ასეთი სცენარი ეწინააღმდეგებოდა სომხეთის სუვერენიტეტს და რომ მის ტერიტორიაზე გამავალი ტვირთი უნდა შემოწმებულიყო. ფაშინიანს ასევე არ სურდა FSB-ის მონაწილეობა პროექტში. ალტერნატივად, ის გვთავაზობს "მსოფლიოს გზაჯვარედინის" პროექტს — აზერბაიჯანთან და თურქეთთან საზღვრების გახსნას, რაც შექმნის უმოკლეს გზას მარმარილოს ზღვასა და კასპიის ზღვას შორის და შავ ზღვასა და სპარსეთის ყურეს შორის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები