სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა
ფოტო: კადრი პარლამენტის ვიდეოდან
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სექსუალური შევიწროების შესახებ თამარ ხიდაშელისა და თამარ კორძაიას მიერ ინიცირებული კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს და მას მხარი დაუჭირეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, უწყება იზიარებს აღნიშნულ პრობლემასა და გამოწვევას, თუმცა კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მუხლის გამოყენება შსს-ს გაუჭირდება:
"პოლიციელთა მხრიდან რთულად განჭვრეტადი იქნება სხვადასხვა ქცევის მიზნის დადგენა, რამდენად გამოიწვია მან პირის ღირსების შელახვა, ან მისთვის დამამცირებელი გარემოს შექმნა".
აღნიშნულ პოზიციას კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა თამარ ხიდაშელმა უპასუხა, რომ იმის გამო, რომ შსს-ს პრობლემები შეექმნება, სფერო რეგულირების გარეშე არ უნდა დარჩეს და უნდა არსებობდეს კანონიერი ბერკეტი, რომელიც სექსუალური შევიწროების მსხვერპლ პირებს თავის დაცვის საშუალებას მისცემს.
ხიდაშელმა სექსუალური ხასიათის ქცევის განმარტებისას განაცხადა, რომ შეუძლებელია იმაზე მეტი კონკრეტიკა რაც მოცემულია დეფინიციაში, რადგან აღნიშნული კანონმდებლობის რეგულირების სფეროს სცილდება:
"ვერ ჩავწერდით, რომ ეს შეიძლება იყოს ჩქმეტა, ბწკენა, ხელის მოთათუნება, უწმაწური ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებების ან ვიდეოს გაგზავნა და ა.შ. ამას კანონმდებლობით ვერ გავწერდით".
თამარ კორძაიას განცხადებით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბუნებრივი შეკითხვები ჩნდება თუ როგორ შეიძლება დამტკიცდეს. თუ ვერ დაამტკიცებს ადამიანი რომ მის მიმართ ჰქონდა ადგილი სექსუალურ შევიწროებას, თავისთავად არავინ არ დაჯარიმდება:
"ეს რისკები რა თქმა უნდა ახლავს, მაგრამ ეს ხომ არ არის იმის საპირწონე, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი მობილიზებულია და შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა და შეუძლია წარმოადგინოს მტკიცებულებები, მას უარი ვუთხრათ ამ ტიპის დაცვაზე?"
კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის, თქმით, სექსუალური შევიწროების პრობლემა არსებობს, თუმცა მთავარია ის, თუ როგორ მოხდება ინტერპრეტაცია, სად გადის ზღვარი შეფასებაში, არის ეს თუა არა სექსუალური შევიწროება.
"სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვანაირად უნდა მიიღოს ეს საკითხი. ერთმა შეიძლება ჩათვალოს სექსუალური შევიწროებად, მეორემ არა. მე ვერ ვხედავ სხვა გამოსავალს, გარდა იმისა, რომ შევცუროთ წყალში და შევხედოთ, თუ როგორ წავა პრაქტიკა".
კანონპროექტით პასუხისმგებლობა დამძიმდება, თუ შრომითი ურთიერთობების დროს ხდება სექსუალური შევიწროება ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მძიმდება იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იგივე პირი ამას განმეორებით ჩაიდენს.
პროექტის ინიციატორმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა თამარ ხიდაშელმა On.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ კანონპროექტის შედგენის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში იყო, რომლის მიხედვით, სამუშაო ადგილას განხორციელებული სექსუალური შევიწროება ყველაზე მეტად გავრცელებული ქმედებაა. მისივე თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის კიდევ ერთი მიზეზი გახდა ის, რომ ტელეკომპანია იმედის ერთ-ერთმა თანამშრომელმა პროდიუსერს ბრალი დასდო სექსუალურ შევიწროებაში.
დღეს არსებული კანონმდებლობით, გენდერული თანასწორობის კანონის მიხედვით, შრომითი ურთიერთობების დროს დაუშვებელია სექსუალური ხასიათის არასასურველი ფიზიკური ქცევა. მიუხედავად ამისა, თუკი ასეთ შემთხვევა მაინც მოხდება, დაზარალებულს არ აქვს საშუალება, რომ თავისი უფლებები დაიცვას.
კანონპროექტის მიხედვით, თუ პირს სექსუალურად ავიწროებენ შრომითი ურთიერთობისას, პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია დაჯარიმება 500 ლარის ოდენობით. თუ ეს ქმედება განმეორდა, მაშინ ჯარიმა 1 000 ლარამდე გაიზრდება. თუ იგივე ქმედება ჩადენილია სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირის მიმართ მაშინ პროექტის ინიციატორები მიზანშეწონილად მიიჩნევენ 2 000-ლარიან ჯარიმას, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ უფროსი სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირის მიმართ ამას ახორციელებს ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელი 2 500 ლარამდე გაიზრდება.
პროექტის ინიციატორის თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს შსს-ს წარმომადგენელი შეადგენს და გადასცემს რაიონულ საქალაქო სასამართლოს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები