"ნიკოს" გზა — ფერებით მოყოლილი ისტორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
წარმოიდგინეთ ასეთი დილა, იღვიძებ, ფინჯანი ყავით ხელში ფანჯარასთან მიდიხარ და ხედავ, რომ შენი ხედი შეცვლილია! უსახური ბეტონის ნაცვლად ფერადი და შთამაგონებელია. გარეთ გადიხარ, სეირნობ, ერთ-ერთ კედელზე ვაჟა-ფშაველას ხედავ, ხოლო იქვე ახლოს სუხიშვილები ლეგენდარულ ხორუმს ცეკვავენ. ამავე დილას, ბათუმში მოსეირნე წყვილი კუპატას გამოსახულებას შესცქერის. ქუთაისში, მაღაზიიდან გამოსული ბებო კი, კოსმოსური გოგონას ნახატით ტკბება. ამ ყველაფერს შორის, სადღაც ჩნდება კითხვა: ვინ ქმნის ამ ფერად და ემოციურ სცენებს? ვისი ხელწერაა? პასუხი მარტივია — ეს ნიკოა. მოძრაობა, რომელიც საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, საქართველოს ურბანულ სივრცეებს ახალ სიცოცხლეს ჩუქნის.
ნიკოს ამბავი და ფიროსმანის გავლენა
ნიკოს ისტორია 2017 წელს დაიწყო. მაშინ, როცა მეგობრებს გაუჩნდათ იდეა, თბილისის ნაცრისფერი ქუჩები გაეფერადებინათ. სურდათ, ეპოვათ არტისტები, შეექმნათ ესკიზები და დაეწყოთ საქმე, რომელიც მხოლოდ კედლებს კი არა, ქალაქის განწყობასაც შეცვლიდა. ბუნებრივია, ეს მარტივი არ ყოფილა. ქუჩის კედელზე ხატვა დიდ ორგანიზებას, ფინანსურ რესურსებსა და ბიუროკრატიულ ნებართვებს მოითხოვდა. თუმცა, პირველმა წარმატებულმა საცდელმა ფესტივალმა გზა გაუკვალა, მას მოჰყვა სხვა ფესტივალები, სხვა ქალაქები, ქვეყნიდან გასვლა და კიდევ უფრო მეტი ნამუშევარი. 2017 წლიდან დღემდე ისტორიულ, კულტურულ თუ ემოციურ თემებზე ნიკოს 200-ზე მეტი ნახატი აქვს შექმნილი. გუნდი 18 არტისტს აერთიანებს, რომელთაგან 9 პროექტის ავტორებმა, ნიკო მაღლივის ფარგლებში აღმოაჩინეს.
ფოტო: საქართველოს ბანკი
ნიკოს იდეის ავტორი და თანადამფუძნებელი, სანდრო კვანტალიანი ჩვენთან საუბრისას სახელისა და ლოგოს შექმნის ისტორიას იხსენებს:
"იდეა მაშინ გაჩნდა, როცა მთელი გუნდი აბანოთუბანში, ნიკალას გვერდით აღმოვჩნდით. თითქოს, ყველაფერი თავისთავად მოხდა. ქუჩის ხელოვნების ფესტივალისთვის სახელის ძიებაში მივხვდით, რომ სწორედ ფიროსმანი იყო ის სიმბოლო, რომლის სახელიც უნდა აგვერჩია. სახელთან ერთად მოვიდა ლოგოც. ფიროსმანის ერთ-ერთი ცნობილი ნახატიდან ავიღეთ ძაღლის მოტივი. იმ ძაღლის, რომელიც ჩვენსავით ქუჩაშია, თავისუფალი, გულწრფელი და ერთგული. სიმბოლურია, რომ ხატვის დროს კედლებთან ხშირად მართლაც იკრიბებიან ქუჩის ძაღლები. გვიმეგობრდებიან, თავისებურად ზრუნავენ ჩვენზე და გვიცავენ. თითქოს იციან, რომ იქ, იმ კედელზე, რაღაც მნიშვნელოვანი იბადება.“
ესკიზიდან რეალობამდე
ქუჩის კედელზე ნახატის გადატანა მხოლოდ შემოქმედებითი პროცესი არ არის. სანამ ფერები კედელზე აისახება, არაერთი ბიუროკრატიული პროცესის გავლაა საჭირო.
ფოტო: საქართველოს ბანკი
თავდაპირველად ნიკოს გუნდი შესაფერის ადგილებს ეძებს, შემდეგ კორპუსის მცხოვრებლებს ესაუბრებიან, იდეას აწონებენ, ბოლო ნაბიჯი კი მერიის ნებართვაა. ამის შემდეგ იწყება ტექნიკური მომზადება. ესკიზის გადასატანად საჭიროა ამწე, გადამღები ჯგუფი, შესაბამისი საღებავები, ხელსაწყოები და სწორად დაგეგმილი დრო. აქ ჩნდება ახალი თავის ტკივილი — ამინდი. ვინაიდან, ზედმეტი სიცხე, წვიმა ან ქარი პროცესს აფერხებს. იდეალური პერიოდი გაზაფხულის ბოლო და შემოდგომაა. როცა ყველაფერი მზადაა, იწყება მოლოდინით სავსე ეტაპი — ხატვა. ჯერ კონტურები ჩნდება, შემდეგ ფერებიც ემატება და ბოლოს, ნაცრისფერ კედელზე რეალობად იქცევა ესკიზი, რომელიც შთაგონებას, ისტორიასა და ემოციას აერთიანებს.
ფოტო: საქართველოს ბანკი
ერთად მოხატული კედლები
წლების განმავლობაში ნიკოს არტისტებმა საქართველოს არაერთ ქალაქში დატოვეს კვალი. თითოეული ნახატი ყველა ასპექტის გათვალისწინებით უნიკალურია. ზოგი მოგონებას აღვიძებს, ზოგიც ღიმილს იწვევს, ზოგი კი უბრალოდ გვახსენებს, რომ როგორც სანდრო ამბობს: ხელოვნება შესაძლებელია იყოს ყველგან.
2019 წლიდან ნიკოს პარტნიორი საქართველოს ბანკია. ამ თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა არაერთი ისტორიული თუ კულტურული მნიშვნელობის ნახატი. მათ შორის, ვაჟა-ფშაველას პორტრეტი, სუხიშვილების ხორუმი, ფეხბურთისა და სპორტის სიყვარულით შთაგონებული არაერთი ნამუშევარი, ყველასთვის კარგად ნაცნობი ბათუმელი კუპატა, 26 მაისის კედელი, გოგონა კრისტალით, გურული მხედრების მურალი ნატანებში, ოზურგეთის გზაზე. მოძრაობის მოყვარულ და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულ პარტნიორებს კიდევ არაერთი პროექტი აქვთ შემუშავებული ერთობლივი ძალებით, კიდევ ბევრი საერთო ჩანაფიქრი აქვთ.
ასევე, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი — ნიკო მაღლივი, რომელიც ხელს უწყობს დამწყებ მხატვრებს. წელიწადში ერთხელ მათ ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, გაავრცელონ საკუთარი ესკიზები და გამარჯვების შემთხვევაში, მათი ნამუშევრები მაღლივის კედელზე მოხვდეს. ეს არის ერთგვარი სტარტი, სავარჯიშო სივრცე, რომელიც ახალბედა არტისტებს დიდი მიზნების რეალობად ქცევაში ეხმარება.
ქუჩის ხელოვნება, რომელიც საზღვრებს სცდება
ნიკოს მოძრაობამ არა მხოლოდ საქართველოს ქუჩებს შემატა ფერები და სიცოცხლე, არამედ, ქართველ არტისტებს საშუალება მისცა, საკუთარი კვალი უცხოეთშიც დაეტოვებინათ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ამ გზაზე ჩეხეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობა გახდა. ნიკოსა და ჩეხეთის ინსტიტუტის პარტნიორობით, ქართველი არტისტები ფესტივალზე მიიწვიეს, სადაც პირველი საერთაშორისო მურალიც შეიქმნა. წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ გაჩნდა არტისტების გაცვლის იდეაც. ამ ფორმატში, მხოლოდ გასულ წელს, ჩეხეთში სამი განსხვავებული ნახატი შეიქმნა.
გარდა ჩეხეთისა, გუნდმა შემოთავაზებები ავსტრიიდანაც მიიღო. თბილისში ვიზიტისას, ფესტივალის ავსტრიელმა გუნდმა ნიკოს გუნდი გაიცნო და ეს მეგობრობა შემდეგში ქართველი მხატვრის — დანტეს ავსტრიაში სტუმრობით გაგრძელდა.
მიმდინარე პროექტების გარდა, ნიკოს გუნდი სამომავლო გეგმებზეც აქტიურად მუშაობს. მათი მიზანი ისევე როგორც გზის დასაწყისში, ერთია: მეტი შინაარსი, მეტი ფერი და მეტი ისტორია. რას გულისხმობენ კონკრეტულად? ამას მალე ვნახავთ. ჯერჯერობით კი მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ გზის გაგრძელება ნიკოს ხელწერის შესაფერისი მასშტაბური და ფერადი ნახატებით, ისევ საქართველოს ბანკთან ერთად იქმნება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები