"ოცნების" ლიდერები თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობას ეხმაურებიან
ოცნების ლიდერებმა — ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილმა და კახა კალაძემ კომენტარი გააკეთეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის სავარაუდო წერილში ნახსენებ ბრალდებებზე.
ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ რიჟვაძეს არავინ არაფერს აბრალებდა და მის მიმართ პრეტენზია არავის ჰქონია.
"ჩვენ თორნიკე რიჟვაძეს არაფერს ვაბრალებდით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არავის თორნიკე რიჟვაძის მიმართ არავითარი პრეტენზია არ აქვს. რაც შეეხება ბრალდებებს, საჯარო მაგალითი გითხარით, ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს მფარველობას კანონიერი ქურდების თუ არ ვიცი, როგორ იყო. ვიმეორებ, მე და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს თორნიკე რიჟვაძის მიმართ. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მათ შორის მას შემდეგაც, რაც მან დატოვა თანამდებობა. რამდენიმე შეხვედრა მქონდა. ყოველ ჯერზე, ძალიან თბილი შეხვედრები. რაც შეეხება როტაციას, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, მით უმეტეს, როცა კონკრეტული ადამიანი ტოვებს თანამდებობას, იქ როტაციის განხორციელება არის ჩვეულებრივი", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს თორნიკე რიჟვაძის მისამართით გაჟღერებულ კორუფციასა და ბარიგების მფარველობის ბრალდებებზე.
"მოტივაციებზე მე ვერ გეტყვით, თავად ბატონმა თორნიკემ უნდა თქვას. ადამიანი სიკვდილს ებრძოდა. ნახეთ თქვენ და თურქეთშია გადაყვანილი სამკურნალო", — განაცხადა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ მოინახულა მან რიჟვაძე კლინიკაში, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ "მძიმე მდგომარეობაში იყო და ფიზიკურად ვერ მოინახულებდა.
"პრემიერმინისტრი იყო [თორნიკე რიჟვაძის მოსანახულებლად]. იყო მძიმე მდგომარეობაში. ფიზიკურად ვერ მოინახულებდი ადამიანს, ვინაიდან რეანიმაციულ განყოფილებაში იყო და იცით, როგორც კი დაიწყო გაუმჯობესების დინამიკა, ოჯახის სურვილით ის გადაყვანილია თურქეთში.
...ოჯახს აქვს სურვილი და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ დროს, რომ ოჯახის გადმოსახედიდან, როგორც ისინი ხედავენ ოჯახის წევრის მდგომარეობას, ისე წავიდეს მისი მკურნალობაც. იმიტომ, რომ ეს ოჯახის პასუხისმგებლობაც არის", — თქვა პაპუაშვილმა.
ქალაქის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ "ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი თორნიკეს ჯანმრთელობაა.
"ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის თორნიკეს ჯანმრთელობა. მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო მას. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. კომენტარს რაც შეეხება, გუშინ დავბრუნდი საქართველოში. მინდა, თორნიკეს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო და წარმატებები ყველაფერში", — განაცხადა კახა კალაძემ თორნიკე რიჟვაძის შესახებ.
ცნობისთვის, შსს-ს ცნობით, 2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსში", შეყვანილი იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
მოგვიანებით, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსიდან", თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.
9 ივნისს, თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.
- ირაკლი კობახიძე: ჩვენ თორნიკე რიჟვაძეს არაფერს ვაბრალებდით
- ოცნების ლიდერები თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობას ეხმაურებიან
- მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია, ის [თორნიკე რიჟვაძე] თურქეთში რაიმე სახით უფრო მეტ ან რაიმე გაუმჯობესებულ მკურნალობას ღებულობს
- საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
- "მეც გავაკონტროლებ გამოძიების პროცესს" — ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის საქმეზე
- თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს
- ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები