ნიდერლანდებმა უკრაინის აღდგენისათვის €300 მლნ გამოყო
2025 წლის 10 ივლისს, ნიდერლანდებმა უკრაინის 2025–2026 წლების აღდგენისა და ეკონომიკური გაჯანსაღებისათვის 300 მილიონი ევრო გამოყო. მხარდაჭერა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე (URC) რომში გამოცხადდა, სადაც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი და პრემიერმინისტრი დიკ სხოფი მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების მთავრობა ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.
300 მილიონიდან 30 მილიონი ევრო მიმართული იქნება ჰოლანდიური კომპანიებისა და ორგანიზაციების დასახმარებლად Ukraine Partnership Facility (UPF) გრანტის პროგრამის ფარგლებში. 52 მილიონი ევრო დაიხარჯება უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურისა და სასმელი წყლის სისტემების აღდგენაზე 2025 წელს. დამატებით 4 მილიონი ევრო ლვოვის ბავშვთა საავადმყოფოს ახალი ფრთის ასაშენებლად გამოიყოფა.
ეს თანხები ნიდერლანდების მიერ არამილიტარული დახმარების პაკეტს ეკუთვნის, რომელიც წლიურად 252 მილიონ ევროს შეადგენს და ჯამში 500 მილიონს აჭარბებს.
მინისტრმა ველდკამპმა აღნიშნა, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კი არა, არამედ საზოგადოებასა და ეკონომიკასაც ანადგურებს.
"რუსეთი მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჩოქებას არ ცდილობს — იგი უკვე სამი წელია, სისტემურად ანადგურებს უკრაინის საზოგადოებასა და ეკონომიკას მუდმივი შეტევებით, მათ შორის ენერგოინფრასტრუქტურაზე, წყლის მარაგებზე, მარცვლეულის საცავებზე, საცხოვრებელ სახლებსა და ბინებზე.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინას არა მხოლოდ იარაღით, არამედ ფინანსური, ეკონომიკური და სოციალური დახმარებითაც დაუჭიროს მხარი. აუცილებელია უკრაინის ეკონომიკამ და საზოგადოებამ ფუნქციონირება გააგრძელოს — ეს დაეხმარება ქვეყანას საკუთარ ბრძოლაში. ეს ერთგვარი დამატებითი ფრონტია. ჩვენი ფინანსური და ეკონომიკური მხარდაჭერა ასევე მიმართულია იმაზე, რომ აღდგენის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს და რეკონსტრუქციის ხარჯები შემცირდეს", — განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კონფერენციაზე ველდკამპი და უკრაინის პირველი ვიცეპრემიერი იულია სვირიდენკო ხელს მოაწერენ შეთანხმებას UPF პროგრამის გაგრძელებაზე, რომელიც აგრო-სასურსათო სექტორს, განახლებად ენერგიას, ჯანდაცვას, წყალსა და ცირკულარული მშენებლობის პროექტებს შეეხება.
გარდა ამისა, ნიდერლანდებმა დაადასტურა 20 მილიონი ევროს (წლიურად 10 მილიონი 2025 და 2026 წლებში) უკრაინის კიბერ უსაფრთხოების გასაძლიერებლად გამოყოფა. აღნიშნული მხარდაჭერა მიზნად რუსული კიბერშეტევებისგან კრიტიკული სექტორების დაცვას ისახავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები