სომეხი ოლიგარქი წარუკიანი სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მოწმის სტატუსით დაიბარეს
გაგიკ წარუკიანი, პარტია "აყვავებული სომხეთის" ლიდერი და ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ივნისის ბოლოს ხელისუფლების მიერ გამოვლენილი სავარაუდო გადატრიალების შეთქმულების გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით დაიბარეს.
პირველად ანტიკორუფციულმა კომიტეტმა წარუკიანი სამშაბათს დაიბარა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა იმის შესახებ, თუ რატომ დაიბარეს.
ოთხშაბათს, "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ წარუკიანი მოწმის სტატუსით დაიკითხა, თუმცა ის ამ საქმეში ბრალდებული არ არის. არც კომიტეტს და არც პარტია "აყვავებულმა სომხეთს" წარუკიანის დაბარებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებიათ.
ივნისში, მთავრობის წინააღმდეგ გადატრიალების სავარაუდო შეთქმულების ფარგლებში, სულ მცირე 15 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ორი მაღალი რანგის სასულიერო პირი — მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი და მთავარეპისკოპოსი მიკაელ აჯაფაჰიანი.
ხელისუფლება აცხადებს, რომ გალსტანიანის ანტისამთავრობო მოძრაობა "წმინდა ბრძოლამ" მთავრობის დამხობის შეთქმულება წამოიწყო. ის 25 ივნისს დააკავეს "ტერორისტული თავდასხმებისა და სახელმწიფო გადატრიალების" დაგეგმვის ბრალდებით.
აჯაპაჰიანი, რომელიც ძალაუფლების უზურპაციისკენ საჯაროდ მოწოდებებისთვის იძებნებოდა, ხელისუფლებას 27 ივნისს ჩაბარდა. მანამდე პოლიციამ მისი დაკავება ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში სცადა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან ეკლესიის მხარდამჭერებმა მათ მთავარეპისკოპოსთან მისვლაში ხელი შეუშალეს.
25 ივნისს, მმართველ პარტია "სამოქალაქო კონტრაქტთან" დაკავშირებულმა საინფორმაციო საშუალებამ, Civic.am-მა, გამოაქვეყნა შვიდგვერდიანი დოკუმენტი, რომელიც, მათი თქმით, "ოპოზიციის გადატრიალების გეგმას" წარმოადგენდა.
დოკუმენტებში, რომელთა დამოუკიდებლად გადამოწმება OC Media-ს არ შეეძლო, წარუკიანის სახელი, ცოტა ხნის წინ დაკავებული რუსეთ-სომეხი მაგნატის, სამველ კარაპეტიანის, ყოფილი პრეზიდენტების, რობერტ ქოჩარიანის და სერჟ სარგსიანის სახელებთან ერთად, გადატრიალების დროს გამოსაყენებელ "ადამიანურ რესურსებად" იყო მოხსენიებული. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მოძრაობა თავისი ოპერაციების დასრულებას 21 სექტემბერს, სომხეთის დამოუკიდებლობის დღეს გეგმავდა.
წარუკიანი ადრეც იყო გამოძიების ქვეშ სხვადასხვა სავარაუდო დანაშაულისთვის, მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვისთვის, უკანონო ბიზნეს პრაქტიკისთვის და მიწის თაღლითური გადაცემის სქემის ორგანიზებისთვის.
ცნობისთვის, გაგიკ წარუკიანმა კარიერა 1990-იან წლებში სურსათის გადამუშავების სფეროში დაიწყო და მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში წარუკიანმა სომხეთის მასშტაბით სხვადასხვა ინდუსტრიაში დააგროვა წილი, მათ შორის ალკოჰოლისა და საკვების წარმოებაში, კაზინოებში, სასტუმროებში, მინერალების მოპოვებაში, ფარმაცევტულ ინდუსტრიაში და ბოლო დროს ბიტკოინის მოპოვებაში.
მას ასევე დიდი გავლენა ჰქონდა სომხეთის სპორტზე, ფინანსურად უჭერდა მხარს სპორტსმენების დიდ რაოდენობას, სპორტულ ცენტრებს და 2005 წლიდან სომხეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.
წარუკიანს, ასევე წარმატებული, თუმცა ხმაურიანი კარიერა ჰქონდა პოლიტიკაში.
2022 წელს მან დააფინანსა იესო ქრისტეს 33 მეტრიანი ქანდაკების მშენებლობა ჰატისის მთაზე. პროექტმა შეშფოთება გამოიწვია იმ რისკებთან დაკავშირებით, რაც შემოთავაზებული ქანდაკების მიერ შეიძლება მთაზე არსებული ბუნებრივი და კულტურული ძეგლებისთვის ყოფილიყო შექმნილი. მშენებლობა გრძელდება და პროექტი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები