AI-ის როლი საავტომობილო ინდუსტრიაში და ციფრული ტრანსფორმაცია — თეგეტამ Change Inspire-ის აუდიტორიას ახალი ინოვაციური პროექტები გააცნო
ფოტო: თეგეტა
ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საავტომობილო ინდუსტრიაში — ეს ის ძირითადი თემებია, რომლებზეც თეგეტა ჰოლდინგის უფროსმა ტექნოლოგიურმა ოფიცერმა, ბექა ციცქიშვილმა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე, Change Inspire-ის პანელური დისკუსიის ფარგლებში ისაუბრა. ღონისძიება HT Solutions-ის ორგანიზებით გაიმართა. წელს კონფერენციის მთავარი თემები იყო: ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა კიბერუსაფრთხოებაში, მონაცემთა ანალიზის პროცესში, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ორგანიზაციულ სტრატეგიებში.
თეგეტა ჰოლდინგმა წლებია, ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესმოდელისა და მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესების ფუნდამენტად აქცია. კომპანიის წარმომადგენელმა ღონისძიების მონაწილეებს უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო, რომლებიც სამუშაო პროცესში AI-ს ინტეგრაციას გულისხმობს.
ფოტო: თეგეტა
ბექა ციცქიშვილი, თეგეტა ჰოლდინგის უფროსი ტექნოლოგიური ოფიცერი: “Change Inspire-ის მსგავს ღონისძიებებში თეგეტას მონაწილეობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს საშუალებას, პოტენციურ პარტნიორებსა და მომხმარებლებს გავაცნოთ ჩვენი ციფრული მიმართულება და გავუზიაროთ დაგროვილი გამოცდილება.
AI-ს ეპოქაში თეგეტა ჰოლდინგი არ არის მხოლოდ ტრადიციული მომსახურების მიმწოდებელი, ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ორიენტირებულია პერსონალიზებულ და ციფრულ გამოცდილებაზე. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა სერვისი მიიღოს მაქსიმალურად სწრაფად, მარტივად და კომფორტულად.
მსგავსი მიდგომა დღეს უკვე ინოვაცია აღარ არის — ეს აუცილებლობაა, იმისთვის, რომ კომპანიამ შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა და ფეხი აუწყოს ციფრულ რეალობას. მით უმეტეს, მაშინ, როცა ინდუსტრიის წამყვანი ბრენდები აქტიურად მუშაობენ ავტომობილების წარმოებისას ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე. ამის მაგალითია ხელოვნური ინტელექტით მართვადი მანქანები“.
თეგეტა ჰოლდინგი ამ დროისთვის ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე პროექტზე მუშაობს. ერთ-ერთია AI ასისტენტი, რომელიც მომხმარებლებს დაეხმარება დიაგნოსტიკაში, სერვისების დაჯავშნაში, ავტონაწილების მოძიებაში. მეორეა AI აგენტების პროექტი, რომელიც თეგეტას თანამშრომლებს მონაცემების სწორად გაანალიზებასა და უკეთესი ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში შეუწყობს ხელს. ასევე, AI-driven მომხმარებლების საჭიროებაზე მორგებული პერსონალიზებული შეთავაზებისა და კამპანიების პროექტი.
ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2018 წლიდან იმართება. წლევანდელი კონფერენციის თემა „AI ჩემპიონთა ლიგა“ იყო. გლობალურმა და რეგიონულმა ექსპერტებმა ოთხ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრეს: ციფრული ტრანსფორმაცია, BIG Data, კიბერუსაფრთხოება და IT ინფრასტრუქტურა.
ფოტო: თეგეტა
ღონისძიებას 600-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. კონფერენციის მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ისეთი გლობალური ბრენდების წარმომადგენლებმა, როგორებიცაა: Amazon Web Services (AWS), Google Cloud, Oracle, Palo Alto Networks, Lenovo, Fortinet, Cloudera.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც, როგორც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ისე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვ. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები