ალდაგის საერთაშორისო რეიტინგი გაუმჯობესდა
ფოტო: ალდაგი
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია AM Best-მა ალდაგის ფინანსური სიძლიერის რეიტინგი (Financial strength rating) აამაღლა — B-დან B+-მდე, ხოლო საკრედიტო რეიტინგი bb+, bbb-ით განსაზღვრა.
ალდაგის საკრედიტო რეიტინგი, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს საკრედიტო რეიტინგზე (BB) მაღალია.
AM Best-ის შეფასებით, ალდაგის საკრედიტო რეიტინგი მის ფინანსურ სიძლიერეზე, საოპერაციო და საწარმოო რისკების ეფექტურობასა და წარმატებულ ანდერაიტინგზე მიუთითებს.
“AM Best იმედოვნებს, რომ ალდაგი შეინარჩუნებს რისკზე მორგებული კაპიტალიზაციის უმაღლეს დონეს, რომელიც განპირობებულია კაპიტალის ადეკვატურობითა და ანდერაიტინგის მენეჯმენტის კარგი პრაქტიკით, რომელიც Best-ის კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტით (BCAR) იზომება “ — წერს სააგენტო.
რეიტინგის გაუმჯობესებით ალდაგი გადავიდა Investment Grade საფეხურზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ალდაგი საერთაშორისო ბაზარზე სანდო პარტნიორია.
“მოხარული ვართ, რომ ალდაგის საერთაშორისო რეიტინგი, ისეთმა ავტორიტეტულმა სარეიტინგო კომპანიამ, როგორიცაა AM Best, კიდევ ერთხელ გაუმჯობესდა. სააგენტოს შეფასებით, კომპანიის ფინანსური სიძლიერის რეიტინგი B+-ით განისაზღვრა, ხოლო საკრედიტო რეიტინგი bbb-ით. ეს არის ჩვენი კომპანიის კიდევ ერთი, დიდი, წარმატება საერთაშორისო ბაზარზე, რაც ადასტურებს ალდაგის ლიდერ პოზიციებს და ხაზს უსავმს, რომ ადამიანებისა და ბიზნესების სანდო პარტნიორია. რეიტინგების გაუმჯობესება ნათლად გამოხატავს ორგანიზაციის სტრატეგიულ ხედვას, ეფექტიან მენეჯმენტს და, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს,” — გიორგი ბარათაშვილი, ალდაგის გენერალური დირექტორი.
ალდაგი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგის სადაზღვევო კომპანიაა და თანამშრომლობს ისეთ უმსხვილეს გადამზღვეველ კომპანიებთან, როგორებიცაა: Polish Re, Hannover Re, Axis Re SE, Swiss Re, Trans Re.
AM Best-ის შესახებ:
AM best 1899 წელს დაფუძნებული გლობალური საკრედიტო სარეიტინგო კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი ამერიკაში მდებარეობს. AM Best სპეციალიზდება სადაზღვევო საქმიანობაზე და წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში, რეგიონული ოფისებით ლონდონში, ამსტერდამში, დუბაიში, ჰონკონგში, სინგაპურსა და მეხიკოში. AM Best დაახლოებით 16,000 სადაზღვევო კომპანიის კრედიტუნარიანობას გლობალურად აფასებს.
ალდაგის შესახებ:
ალდაგი 1990 წელს დაფუძნდა და ერთ-ერთი პირველი კერძო კომპანიაა საქართველოში. 2024 წლისთვის ის სადაზღვევო ინდუსტრიის ლიდერად დარჩა, 100 000-ზე მეტი დაზღვეული მომხმარებლითა და 30%-იანი ბაზრის წილით. ალდაგი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში აღიარებულია საუკეთესო სადაზღვევო კომპანიად (Euromoney, World Finance, Global Brand Magazine). 2020 წელს მიღებული აქვს Global Compact Georgia სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო ინოვაციების დანერგვისთვის. 2022 წელს ალდაგმა გადაზღვევის მიმართულება დააფუძნა, რითიც საქართველოში შექმნა პირველი პრეცედენტი, როდესაც სადაზღვევო კომპანია წარმოდგენილია ორივე სეგმენტში — დაზღვევისა და გადაზღვევი. ალდაგი ქონებისა და პასუხისმგებლობის (Property and Casualty (P&C) დაზღვევის ბიზნესის ფარგლებში მომხმარებელს სთავაზობს 80-ზე მეტ საცალო და კორპორატიულ სადაზღვევო პროდუქტს. ალდაგი სადაზღვევო კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ბრენდია. კომპანია 500-მდე თანამშრომელს ასაქმებს და საქართველოში თანამშრომლებზე ორიენტირებულ ერთ-ერთ ყველაზე მოტივირებულ კომპანიად რჩება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები