4-წლიანი პაუზის შემდეგ, ჯასტინ ბიბერი ახალი ალბომით დაბრუნდა
ფოტო: Renell Medrano
ჯასტინ ბიბერის გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს, თითქმის, 4-წლიანი პაუზის შემდეგ, მუსიკოსი ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა.
აღსანიშნავია, რომ ბიბერმა თავისი მეშვიდე სტუდიური ალბომი — Swag — დაანონსებიდან სულ რაღაც ერთ საათში გამოუშვა.
ფოტო: Justin Bieber/ Instagram
31 წლის მუსიკოსისთვის ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ, რაც 2021 წელს ბოლო სტუდიური ალბომი — Justice — გამოუშვა. მან 2022 წელს მსოფლიო ტურნეებისგან დიდხნიანი შესვენება აიღო და 131-დღიანი მსოფლიო ტურნეს დარჩენილი 82 კონცერტი გააუქმა.
"კონცერტის დასრულების შემდეგ, ძალიან დავიღალე და მივხვდი, რომ ჩემი ჯანმრთელობა უნდა დამეპრიორიტეტებინა", — თქვა ჯასტინმა კონცერტების გაუქმების შემდეგ — "ამიტომ, ტურნეებისგან დროებით შესვენებას ავიღებ, კარგად ვიქნები, მაგრამ დასვენებისა და გამოჯანმრთელებისთვის დრო მჭირდება".
რაც შეეხება Swag-ს, ალბომი 21 სიმღერას მოიცავს და ინტროსპექტიული ჟღერადობით გამოირჩევა, სადაც ის ცოლისა და შვილისადმი ერთგულებაზე, მენტალურ ჯანმრთელობასა და ცხოვრების რთულ ეტაპებზე საუბრობს.
ალბომში მუსიკოსს კოლაბორაცია აქვს ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან — Sexyy Red, Druski, Dijon, Lil B, Cash Cobain, ედი ბენჯამინი და მარვინ ვაინანსი.
ფოტო: Justin Bieber/IG
ფოტო: Justin Bieber/ IG
რამდენიმე დღის წინ ბიბერის გულშემატკივრებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში უცნაური ბილბორდები შენიშნეს, რომლებზეც ჯასტინი და წარწერა Swag იყო გამოსახული. ფანების ვარაუდით ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ მუსიკოსი ახალი ალბომის გამოშვებას გეგმავდა. და მართლაც, ახალი ალბომი იმაზე მალე გამოვიდა, ვიდრე ეს წარმოედგინათ.
Swag-ის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე, ბიბერმა სოციალურ ქსელებში სტუდიიდან გადაღებული ფოტოებიც გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ლოს-ანჯელესში საკუთარ სახლში მუსიკალური სესიები გამართა, რომლებშიც პროდიუსერები კარტერ ლენგი, ედი ბენჯამინი და ტეი ჯეიმსი იყვნენ ჩართულნი.
ჯასტინ ბიბერის ახალი ალბომის მოსმენა როგორც იუთუბზე, ასევე Spotify-ს, Apple Music და Deezer-ს მუსიკალურ პლატფორმებზე არის შესაძლებელი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები