ხელოვნური ინტელექტი იურიდიულ სამსახურში — რა შესაძლებლობები აქვს და როგორ ცვლის Lawformer თეგეტა ჰოლდინგის სამუშაო პროცესს
ფოტო: თეგეტა
ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელოვნად განვითარებამ მთელ რიგ ინდუსტრიებში მუშაობის სპეციფიკა შეცვალა. თანამედროვე ტექნოლოგიებმა მკვეთრად შეამცირა დრო, გაზარდა ეფექტიანობა და გახსნა სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის. თეგეტა ჰოლდინგი, კომპანია, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრიაში არაერთი პრეცედენტი შექმნა, ამ შემთხვევაშიც ინოვატორია: AI საკუთარ საქმიანობას მოარგო და იურიდიული დეპარტამენტის სამუშაო პროცესში ჩააინტეგრირა. შემცირებული დრო და მეტი სიზუსტე — ინოვაციური მიდგომით კომპანიამ დოკუმენტებზე მუშაობის პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა.
თეგეტა ჰოლდინგმა თანამშრომლობისთვის ქართული სტარტაპი შეარჩია — Lawformer. განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა — პარტნიორობა სწორედ საერთო ღირებულებებს ეფუძნება. იმავდროულად, ეყრდნობა თეგეტას ხედვას, მხარი დაუჭიროს ქართულ, ინოვაციურ სტარტაპებს და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.
Lawformer იურიდიული გუნდებისთვის შეიქმნა. ის Silicon Valley-ზე ოპერირებს და მომხმარებელიც უკვე არაერთ ქვეყანაში ჰყავს.
ფოტო: თეგეტა
გიორგი ღუღუნიშვილი, Lawformer-ის თანადამფუძნებელი, პროდუქტების ლიდი: ”Lawformer იურიდიული ტექნოლოგიების პლატფორმაა, რომელიც ქმნის ღრმა სპეციალიზაციის AI აგენტებს იურიდიულ დოკუმენტაციასთან სამუშაოდ. ეს აგენტები ადგენენ კომპლექსურ იურიდიულ დოკუმენტებს, აკეთებენ ანალიზს და რევიზიის ციკლს სრულიად ავტომატურ პროცესად გარდაქმნიან, რაც არსებითად ზრდის იურიდიული გუნდების ეფექტიანობას. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მაქსიმალურად გაგვეუმჯობესებინა მათი პროდუქტიულობა, ეფექტიანობა და შეგვემცირებინა იურისტების დახარჯული დრო არასტრატეგიულ და რუტინულ დავალებებზე.
Lawformer-ის ძირითადი მომხმარებლები ამერიკული კორპორაციები და იურიდიული კომპანიები არიან. განსაკუთრებით წარმატებული და საინტერესო აღმოჩნდა Lawformer-ისა და თეგეტა ჰოლდინგის პარტნიორობა. თეგეტა პირველი ქართული კომპანიაა, სადაც დაინერგა ჩვენი პროდუქტი დოკუმენტების შექმნის, მოდიფიკაციისა და რევიზიის ავტომატიზაციისთვის. გვეამაყება, რომ ამ წარმატებული პროცესის ნაწილი ვართ“.
თეგეტას იურისტები უკვე ორი თვეა, Lawformer-ს სამუშაო რეჟიმში იყენებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ პლატფორმა ერგება ყველა იმ დოკუმენტს, რომელშიც სამართლებრივი პირობაა გასაწერი.
Microsoft Word-თან ინტეგრირებული ტექნოლოგია მიწოდებულია ჩატბოტ ასისტენტის სახით, რომელიც ავტომატურად ასრულებს სხვადასხვა სირთულის დავალებებს. ჩატბოტს შეუძლია, რამდენიმე წამში მოამზადოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რისკების სიღრმისეული ანალიზი და ასევე დეტალური რეპორტები, უზრუნველყოს მუხლების ცვლილების ავტომატიზაცია და ხელშეკრულებები და ინდივიდუალური მუხლები შესაბამისობაში მოიყვანოს კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობასთან
ფოტო: თეგეტა
თორნიკე ფიფაიშვილი, თეგეტა ჰოლდინგის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე: “ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Lawformer-ის დანერგვის შემდეგ დოკუმენტებთან მუშაობის პროცესი ბევრად გაგვიმარტივდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ანალიზის ფუნქცია, რომელიც გვეხმარება, დიდი მოცულობის ხელშეკრულებები შემცირებულ ვადებში დავამუშაოთ, გამოვყოთ სარისკო ან პრობლემური ჩანაწერი და ჩვენი საჭიროებების შესაბამისად გავაუმჯობესოთ.
თეგეტას ბიზნესპორტფელის გათვალისწინებით, ხშირად გვიწევს საზღვარგარეთ ოპერირებადი მომწოდებლების ხელშეკრულებების ანალიზი ან ჩვენი დოკუმენტების მომზადება. Lawformer ამ მხრივ საჭირო ინსტრუმენტია, რომელიც სანდო და გამართული სამართლებრივი ინგლისური ტერმინოლოგიით გვეხმარება ჩვენზე მორგებული სახელშეკრულებო პირობების ჩამოყალიბებაში.
მისი კიდევ ერთი უპირატესობა Microsoft Word-ის პროგრამაში ინტეგრირებული Plug-In-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის საჭირო რაიმე ვებპლატფორმის გამოყენება და დოკუმენტაციის ატვირთვა. პროცესი უფრო სწრაფი და, რაც მთავარია, სრულიად უსაფრთხოა“.
ინფორმაციის დაცულობა და უსაფრთხოება ის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია, რომლებთან დაკავშირებითაც იურისტების გუნდს აბსოლუტური გარანტია სჭირდება. თეგეტაში აცხადებენ, რომ სენსიტიური ინფორმაცია, რომელიც მათ დეპარტამენტში იყრის თავს, უმეტესწილად კონფიდენციალურია. თუმცა, იციან, რომ მონაცემთა უსაფრთხოებას იურიდიული ტექნოლოგიების პლატფორმა სრულად უზრუნველყოფს.
“ინფორმაცია ჩვენამდე მოდის დაშიფრული (encrypted) სახით, რაც მისი გაჟონვის რისკს ფაქტობრივად გამორიცხავს. ასევე, ხაზგასასმელია, რომ ჩვენი პროდუქტი მომხმარებლის სერვერზეა ხელმისაწვდომი, რაც სრულიად გამორიცხავს ინფორმაციის დაცულობასთან დაკავშირებულ რისკებს“, — ამბობს Lawformer-ის თანადამფუძნებელი.
უსაფრთხოებასთან და სისწრაფესთან ერთად, აუცილებელი პირობა ტექნოლოგიის გამოყენების სიმარტივეა. დამხმარე ხელსაწყო ასათვისებლად და სამუშაოდ ადვილი, თუმცა ამავე დროს, კონკრეტული მიზნობრიობის გათვალისწინებით, ფუნქციურად დატვირთული უნდა იყოს.
ფოტო: თეგეტა
გიორგი ღუღუნიშვილი, Lawformer-ის თანადამფუძნებელი, პროდუქტების ლიდი: “Lawformer ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს. პირველი ცოდნის მენეჯმენტია. ის იურიდიულ გუნდებს შესაძლებლობას აძლევს, ატვირთონ ხელშეკრულების ბაზები, რომლებიც, როგორც წესი, სხვადასხვა ფაილსა და მეილშია გაბნეული. ბაზები რამდენიმე წამში ინტუიციურ ბიბლიოთეკად იქცევა, რომელშიც შესაბამისი მუხლებისა და დოკუმენტების ძიება ჩატბოტის საშუალებით შეიძლება. ამასთან ერთად, შეგიძლიათ სთხოვოთ, ცვლილება შეიტანოს კონკრეტულ მუხლში, რომელიც თქვენი ინსტრუქციების შესაბამისად შეიცვლება.
მეორე მიმართულება AI Drafting ასისტენტია, რომელიც Microsoft Word-თან ინტეგრაციის ფარგლებში, Word-ის დოკუმენტში ჩატის სახით გამოდის და სხვადასხვა დავალებას ასრულებს. ამასთანავე, Lawformer-ის კიდევ ერთი უნიკალური ფუნქციონალია Call-to-Contract. AI drafting ასისტენტს შეუძლია, დაესწროს ხელშეკრულების მოლაპარაკების ონლაინშეხვედრას, შეადგინოს შეხვედრის ტრანსკრიპტი და ღილაკზე ერთი დაჭერით ხელშეკრულებად გარდაქმნას. ამ ფუნქციონალს დღეს იურიდიული ტექნოლოგიების ბაზარზე ანალოგი არ აქვს“.
თორნიკე ფიფაიშვილი, თეგეტა ჰოლდინგის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე: “ვცდილობთ, Lawformer-ის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. მის მრავალფუნქციურ საშუალებებთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პლატფორმის სიმარტივე, რაც მაღალი დატვირთვის პირობებშიც კი, შეუფერხებლად და სწრაფად მუშაობის ხელშემწყობია. ნავიგაცია ადვილია, ფუნქციური ბლოკები — ლოგიკური, ეს კი საშუალებას გვაძლევს, ხელოვნური ინტელექტი დამატებითი რესურსების გარეშე ავითვისოთ და სრულყოფილად გამოვიყენოთ“.
თეგეტაში აცხადებენ, რომ Lawformer-ის დანერგვა მხოლოდ დროითი რესურსის დაზოგვის საშუალება არ არის, ის კონკურენტული უპირატესობაა, რომელიც კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, სამართლებრივი პროცესები ბევრად უფრო სწრაფად და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად წარმართოს.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვე. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები