კაია კალასი: წარვადგენ სიას "თარგეთირებული სანქციებისთვის" მათ შორის ორი მოსამართლეა
ფოტო: DW
დღეს, 15 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული საბჭოს ვებგვერდზეა განთავსებული.
მათი ცნობით, საბჭო განიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას და განიხილავს შესაძლო ზომებს ხელისუფლების მიერ მზარდი რეპრესიების საპასუხოდ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა "ევროსკოპს" განუცხადა, რომ "თარგეთირებული სანქციებისთვის" სიას წარადენს და მათ შორის ორი მოსამართლეა.
"წარვადგენ სიას "თარგეთირებული სანქციებისთვის" მათ შორის ორი მოსამართლეა. ყველა ინსტრუმენტი მაგიდაზეა, ვეცდებით მივაღწიოთ კონსენსუსს ამ საკითზე. ქართულ ოცნებას გავუგზავნით წერილს უვიზო მიმოვლის შეჩერებაზე, სადაც კონკრეტული მოთხოვნებია და ამისთვის კონკრეტული ვადაა მითითებული", — განაცხადა კალასმა.
რადიო თავისუფლებამ მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) წევრი ქვეყნების დელეგაციებს გაუგზავნა.
მათი ცნობით, ევროკომისარი საშინაო და მიგრაციის საქმეებში, მაგნუს ბრუნერი 15 ივლისის სხდომამდე წერილს გააგზავნის საქართველოს მთავრობასთან ქვეყნისთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების მუქარით, თუკი საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს ქვეყნის ევროპული კურსის დასაბრუნებლად.
ევროკავშირის მინისტრების 15 ივლისის შეხვედრისთვის საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ დოკუმენტში — სამომავლო ნაბიჯებს შორის კვლავ მოხსენიებულია როგორც ქვეყანაში შესვლის აკრძალვა და უვიზო მიმოსვლის გაუქმება ცალკეული ადამიანებისთვის, ასევე — მთელი საქართველოსთვის.
23 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, კვლავ ვერ მიაღწიეს კონსენსუსს ქართული ოცნების ლიდერების სანქცირებაზე. თუმცა გაჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლოა, 15 ივლისს მიაღწიონ შეთანხმებას მოსამართლეთა სანქცირებაზე, — წერს რადიო თავისუფლება.
"საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გათვალისწინებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის დამფუძნებელ ღირებულებებსა და პრინციპებს, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა 2024 წელს. 2024 წლის განმავლობაში ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განიხილეს საქართველოში არსებული ვითარება, კერძოდ, ევროპის საბჭოს ივნისს, ოქტომბერსა და დეკემბერში გამართულ შეხვედრებზე. ამ მიზნით, ევროკავშირის ლიდერებმა გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, მკაცრად დაგმეს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა და გამოთქვეს სინანული საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილების გამო.
ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს მოქმედების ამჟამინდელი კურსის შეცვლას" — ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები