ძალიან მინდა, რომ საქართველო ევროვიზიაზე წარვადგინო — ბარბარა სამხარაძე
ფოტო: barbarasamkharadze / Instagram
ქართველმა მომღერალმა ბარბარა სამხარაძემ ევროვიზიაზე მონაწილეობის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა. მუსიკოსი საერთაშორისო კონკურსზე ჩვენი ქვეყნის წარსადგენად 2019 წელსაც იბრძოდა ტელეპროექტ საქართველოს ვარსკვლავში, სადაც საბოლოოდ მეორე ადგილი დაიკავა.
"ძალიან მინდა, რომ ქვეყანა წარვადგინო [ევროვიზიაზე], იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ სიმღერის კონკურსი, იქ კიდევ ბევრი სხვა რაღაც ფასდება კარგი სიმღერისა და შესრულების გარდა", — ამბობს სამხარაძე ინტერნეტგადაცემაში თათიას გმირები, — "ვფიქრობ, რომ იმედს არ გავუცრუებ არავის. მე ამას ვგრძნობ".
საქართველოს ვარსკვლავში, რომლითაც 2020 წლის ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლად თორნიკე ყიფიანი შეირჩა, ბარბარას გამარჯვებამდე ხმების, დაახლოებით, 3% დააკლდა. ეს შედეგი კი, როგორც მუსიკოსი ამბობს, მისთვის საკმაოდ მძიმედ გადასატანი აღმოჩნდა.
"მეგონა, რომ რაღაც არ ვქენი სწორად. ჩემს თავს ვაბრალებდი ამ ყველაფერს. თვითგვემა დამეწყო და ამან ძალიან ცუდ მდგომარეობამდე მიმიყვანა", — იხსენებს სამხარაძე.
ფოტო: საქართველოს ვარსკვლავი / საზოგადოებრივი მაუწყებელი
ბარბარა სამხარაძე დიდ სცენაზე 14 წლის ასაკში დადგა, როცა ტელეპროექტ ნიჭიერში გამოჩნდა და კონკურსის გამარჯვებული გახდა. 2023 წელს ბარბარამ თავისი პირველი საავტორო სიმღერა Ocean Side სინგლად გამოუშვა Barbara K-ის სახელით. სიმღერა ქართულ ტიკტოკზე მალევე იქცა ტრენდულ "საუნდად", იუთუბზე კი მის ვიდეოს ამ დროისთვის 3 მილიონამდე ნახვა აქვს.
აღსანიშნავია, რომ ევროვიზიის ქართველი ფანების დიდი ნაწილი წლებია, ბარბარას კონკურსზე მონაწილეობას ითხოვს. წელს ჩვენ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, ვის უნდა წარედგინა საქართველო ევროვიზია 2025-ზე, Nini Iris-ის (ნინი ბრეგვაძის) შემდეგ ყველაზე დიდი მხარდაჭერა სწორედ სამხარაძეს ჰქონდა.
"ბევრს ეგონა, რომ თავად ვთქვი უარი წლევანდელი ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსზე. მე კი არც ვიცოდი, რა შესარჩევი ტური იყო ან როდის უნდა გამეგზავნა [სიმღერა]. ფაქტობრივად, 'შიგნით' თუ არ გაქვს კონტაქტი, ეს ინფორმაცია გარეთ არავის გამოაქვს", — ამბობს ბარბარა თათიას გმირებში.
პირველმა არხმა, რომელიც ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის შერჩევაზეა პასუხისმგებელი, წელს არჩევანი მარიამ შენგელიაზე და ქეთი გაბისიანის სიმღერაზე Freedom ("თავისუფლება") შეაჩერა. საზმაუს მტკიცებით, სიმღერა "საერთაშორისო კონკურსზე ზუსტად წარმოაჩენდა ჩვენი ქვეყნის კულტურულ იდენტობას". შენგელიამ ევროვიზიის ნახევარფინალში ბოლოდან მეორე, მე-15 ადგილი დაიკავა და კონკურსს გამოეთიშა.
ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა საქართველო მონაწილეობას 2026 წლის ევროვიზიაზე, რომელსაც ავსტრია უმასპინძლებს. მანამდე, 13 დეკემბერს, თბილისში საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი გაიმართება.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები