მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტი დაბლოკა, სომხეთში საწვავის ფასი 40%-ით გაიზარდა
ფოტო: RFE/RL
თხევადი ბუნებრივი აირის (LPG) ფასი, რომელიც სომხეთში ავტომობილების საწვავად ფართოდ გამოიყენება, 40%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტი დაბლოკა. ეს შეფერხება წინა მსგავს ქმედებას მოჰყვა, როცა საქართველომ სომხური კონიაკის რუსეთში ექსპორტი დაბლოკა.
სამშაბათს, თხევადი ბუნებრივი აირის ფასი ბენზინგასამართ სადგურებზე ლიტრზე 170 დრამს ($0.44) მიაღწია, რაც მკვეთრი ზრდაა მანამდე არსებულ ტარიფთან შედარებით, როცა 1 ლიტრი თხევადია აირის ფასი 120 დრამი ($0.31) იყო.
თხევადი ბუნებრივი აირი ყველაზე გავრცელებული და იაფი სატრანსპორტო საწვავია სომხეთში.
"ყოველ დღე ვმართავ გაზით მანქანას, თითოეულ ჩასხმისას 3500–4000 დრამით ($9–$10) მეტი მიწევ გადავიხადო", — უთხრა ერთმა მძღოლმა რადიო თავისუფლებას (RFE/RL).
რადიო თავისუფლება იმპორტისა და დისტრიბუციის რამდენიმე კომპანიის თანამშრომელსაც (სახელისა და გვარის დასახელების გარეშე) ციტირებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ფასების ზრდა საქართველოს მიერ იმპორტის დაბლოკვითაა გამოწვეული. მათი თქმით, ორშაბათის მდგომარეობით, დაახლოებით 500 სომხური სატვირთო მანქანა, თითოეული დაახლოებით 22 ტონა გაზით დატვირთული, რვა-ცხრა დღის განმავლობაში საქართველოს საზღვარზე იყო გაჩერებული.
საწვავის იმპორტისა და დისტრიბუციის კომპანია Flash-ის დირექტორმა, სირაკ სუკიასიანმა, Factor TV-ს უთხრა, რომ მისი შეფასებით, საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე 400-ზე მეტი სატვირთო იყო გაჩერებული.
იმპორტიორები აცხადებენ, რომ მათ არ იციან, რა იწვევს პრობლემას და რომ ადრე არასდროს შეხვედრიათ მსგავსი სირთულე საქართველოში, გარდა ამინდის ან სხვა "ობიექტური" მიზეზებისა.
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორგ პაპოიანმა, ფეისბუქზე დაწერა, რომ ფასები მალე დასტაბილურდება.
"მხოლოდ 14 ივლისს საქართველოდან სომხეთში 44 გაზით დატვირთული სატვირთო შემოვიდა. ბოლო ოთხ დღეში — ჯამში 143 მანქანა", — დაწერა პაპოიანმა სამშაბათს.
წინა პოსტებზე კომენტარებში, პაპოიანმა აღიარა, რომ გარკვეულ ეტაპზე დეფიციტი იყო, თუმცა "ახლა ვფიქრობ, [ფასი] უნდა შემცირდეს".
Factor TV-მ ასევე გაავრცელა კადრები, სადაც მძღოლები ცისტერნებს გასაგრილებლად წყლის ჭავლს ასხამენ, რადგან ტემპერატურა მკვეთრად იზრდება, ხოლო მძღოლები ამბობენ, რომ ასეთ პირობებში გაჟონვა ან აფეთქება შესაძლებელია.
საქართველოს მხრიდან სომხეთის გაზის მიწოდების დაბლოკვა მას შემდეგ მოხდა, რაც ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება დაიწყო, რომლის შედეგადაც საქართველომ სომხური კონიაკით დატვირთული სატვირთოები რუსეთის მიმართულებით არ გაუშვა.
აპრილის ბოლოდან სომხური ტვირთი საქართველოში შემოწმებებს დაექვემდებარა, რამაც ფაქტობრივად კონიაკის ტრანზიტს შეუშალა ხელი. ივლისის დასაწყისის მონაცემებით, ბრენდით დატვირთულ სატვირთოებთან დაკავშირებული პრობლემები ჯერაც არ იყო მოგვარებული, მიუხედავად ორი ქვეყნის წარმომადგენელთა შეხვედრებისა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები