ელენე ხოშტარია: "საერთო ბრძოლის, რუსთაველზე დგომის, გაუტეხლობის შედეგია ის, რაც კაია კალასისგან მოვისმინეთ"
"სწორედ ჩვენი საერთო ბრძოლის, რუსთაველზე დგომის, გაუტეხლობის შედეგია ის, რაც კაია კალასისგან მოვისმინეთ, რომ ევროპამ ქართულ ოცნებას კონკრეტული 8 მოთხოვნით მიმართა იმისთვის, რომ ურთიერთობების გაგრძელება შესაძლებელი იყოს — გუშინ მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ევროკავშირი და ქართული ოცნება შეუთავსებელია, ეს ორი ერთად შეუძლებელია," — ასე ეხმაურება კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ელენე ხოშტარია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის გადაწყვეტილებას, რომ ოცნებას პირობების შესასრულებლად "დედლაინი" აგვისტოს ბოლომდე მიეცეს.
ელენე ხოშტარიას თქმით, "ქართული ოცნების პირობებში ქვეყანა კარგავს არამხოლოდ ევროპის პერსპექტივას, არამედ იმ მონაპოვარსაც, რომელიც ათწლეულების ბრძოლით არის მოპოვებული და რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია".
"ეს არის გზავნილი, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ და მსოფლიოში წამყვანი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმავე მოთხოვნებს უყენებენ ქართულ ოცნებას. ამასთანავე, გუშინ მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ევროკავშირი და ქართული ოცნება შეუთავსებელია — ეს ორი ერთად შეუძლებელია. ქართული ოცნების პირობებში ვკარგავთ არამხოლოდ ევროპის პერსპექტივას, არამედ იმ მონაპოვარსაც, რომელიც ათწლეულების ბრძოლით არის მოპოვებული და რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის უვიზო მიმოსვლა და ის სიკეთეები, რაც მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მონაპოვრის დაცვისთვის, იმისთვის, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დაბრუნდეს, იმისთვის, რომ სამართლიანობა დაბრუნდეს საქართველოში და იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებული ევროპული სახელმწიფო ვიყოთ, უნდა ვებრძოლოთ ქართულ ოცნებას, რომელიც ამ მომავალთან შეუთავსებელია. ამ ბრძოლის ერთადერთი გზა არის წინააღმდეგობა, ართანამშრომლობა, რეჟიმის იზოლაცია და დემონტაჟი," — განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მან საზოგადოებას მოუწოდა 19 ივლისს, შაბათს, 19:00 საათზე თსუ-სთან დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ოცნების ხელისუფლებისთვის გაგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა, რომ მათ აგვისტოს ბოლომდე მისცეს ვადა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეფასების მეშვიდე ანგარიშში ჩამოთვლილი რეკომენდაციების შესასრულებლად. მისი თქმით, თუ მთავრობა პირობას არ შეასრულებს, ამას შედეგი მოჰყვება.
ასევე იხილეთ:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები