ვეფხია მესხიას სახლში, რომელიც საირმეში ტყის გასხვისებას აპროტესტებს, გვიან ღამით პოლიცია შევიდა
ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, გუშინ, ღამის 2 საათზე პოლიციამ ქუთაისში, ვეფხია მესხიას სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას "მთის ამბების" დამფუძნებელი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ სამართალდამცველებს სახლში ცოლი და მცირეწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას "მაუწყებელს" თავად ვეფხია მესხიაც უდასტურებს და ამბობს, რომ პოლიციამ რეგისტრირებული იარაღები ამოიღო.
ცნობისთვის, ვეფხია მესხია სათავეში უდგას პროტესტს, რომლის მთავარი მოთხოვნაც არის, რომ გაუქმდეს ოცნების მთავრობის გადაწყვეტილება, რომლითაც საირმის ტყე ნახევარსაუკუნიანი იჯარით "თეგეტა მოტორსის" მეპატრონეს, თემურ კოხოძეს გადაეცა. "მაუწყებელთან" საუბრისას მესხია ამბობს, რომ საპოლიციო მოქმედებები სწორედ საირმეში მიმდინარე პროტესტთანაა დაკავშირებული.
ამ წუთებში პოლიცია მიდის საირმეში, მესხიას მეორე სახლის გასაჩხრეკადაც.
გელა მთივლიშვილი მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულად გთავაზობთ:
"პოლიცია ღამის 2 საათზე დაადგა ვეფხია მესხიას ოჯახს, ქუთაისში. სახლში ცოლი და მცირეწლოვანი შვილები დახვდნენ. ვეფხია მთაში იყო. ჩხრეკა უნდა ჩავატაროთო. სატელეფონო კომუნიკაციის დროს გამომძიებელმა ჩვენს ადვოკატს უთხრა, რომ ვეფხია მესხიას წინააღმდეგ ანონიმურმა პირმა პოლიციაში იჩივლა, თითქოს მესხია მას ემუქრება და იარაღების მდგომარეობა უნდა შეამოწმონ. განა მოპოვება გაუჭირდებოდათ, მაგრამ არც მოსამართლის განჩინება ჰქონდათ, გადაუდებელი აუცილებლობა გვაქვსო. სისხამ დილით ისევ მიდგნენ სახლში, გაჩხრიკეს და მხოლოდ რეგისტრირებული იარაღი ამოიღეს.
ყველგან, სადაც პროტესტია, წინააღმდეგობის ჩახშობას ცდილობენ. ვეფხია სათავეში უდგას საირმელების პროტესტს, რომლის მთავარი მოთხოვნაც არის — გაუქმდეს ქართული ოცნების მთავრობის გადაწყვეტილება, რომლითაც საირმის ტყე — 13 202 ჰექტარი, ნახევარსაუკუნიანი იჯარით "თეგეტა მოტორსის" მეპატრონეს, ნაციონალური მოძრაობიდან პარლამენტის ყოფილ წევრს, თემურ კოხოძეს გადაეცა, იქ სამონადირეო მეურნეობის მოწყობის საბაბით.
საირმის ტყეში სხვამ არავინ რომ გაიჭაჭანოს, ძირძველი მოსახლეობის მიმართ, ვინც საირმის მიმდებარე სოფლებში ას წელზე მეტია ცხოვრობს, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, უდანაშაულო ადამიანები პასუხისგებაში მისცეს, მამაპაპისეული და კერძო საკუთრება დაუყადაღეს, დაპატიმრების მუქარით ზოგს დაათმობინეს კიდეც. დიდი ნაწილი დღემდე დავობს. ამ ბრძოლას შეეწირა ზურაბ თოლორდავა. მისი ჯანმრთელობა სწორედ დავის დაწყების შემდეგ გაუარესდა — კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება თავის ქალაქს ემსახურა, ცხოვრების ბოლოს თაღლითად გამოაცხადეს.
საირმელები საპროტესტო აქციებს ყოველ შაბათ-კვირას მართავენ კურორტ საირმეში, კოხოძის სასტუმროს წინ. ალბათ, "ბატონი" შეწუხდა! ამ საქმეზე სასამართლოში დავაც მიმდინარეობს. ეს დავა ცალკე მოსაყოლი ამბავია, თავისი უსამართლობითა და პარადოქსებით.
კოხოძე მხოლოდ საირმის ტყეს არ დასჯერდა. საირმის თავზე, ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში 1 000 ლარად თითქმის მთელი მთაც წაიღო, ეს მიწაც ნახევარი საუკუნით.
ამ თემებზე ჩვენს ახალ საგამოძიებო ფილმს ნახავთ ბმულზე, რომელსაც კომენტარში დავდებ.
"დრაკონული კანონების" გამო კრიტიკული მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები კი ვართ რთულ მდგომარეობაში, მაგრამ რეჟიმს არ უნდა მივცეთ ადამიანების ჩაგვრის საშუალება დიდი ფეოდალების ინტერესების სასარგებლოდ!
სოლიდარობა ვეფხია მესხიას ვეხო მესხია უნდა ნახოთ, როგორ უყვარს ამ ხალხს იქაურობა, როგორ უვლიან და უფრთხილდებიან!" — წერს გელა მთივლიშვილი Facebook-ზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები