42 NGO EU-სთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ განცხადებას ეხმაურება
გუშინ, 16 ივლისს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" გამოაქვეყნა 42 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება, სადაც ისინი ევროკავშირის მხრიდან უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხის შესახებ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციები ამ საფრთხის გამოწვევაში ოცნების ხელისუფლებას ადანაშაულებენ.
როგორც განცხადებაშია მოცემული, უვიზო მიმოსვლის გაუქმების შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა მიენიჭება ივანიშვილის ხელისუფლებას.
"თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა, ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელმაც ერთი ხელის მოსმით გაანადგურა ათწლეულების შრომით მიღწეული პროგრესი და რომელიც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მიზანმიმართულად აზიანებს ქვეყნის დასავლურ მომავალს".
ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის ბოლო გაფრთხილება ევროკავშირიდან, რათა შეიცვალოს საქართველოს საგარეო კურსი.
"მივიჩნევთ, რომ ევროკავშირის მხრიდან მსგავსი გაფრთხილება სიგნალია როგორც ივანიშვილის მთავრობის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის: ჩვენთვის ცხადია, რომ ევროპული ოჯახი არ შეეგუება დემოკრატიული ფასეულობების იგნორირებას. ეს არის ბოლო გაფრთხილება იმ დესტრუქციული კურსის შესაცვლელად, რომელიც ევროპისგან გვაშორებს".
წერილის ავტორები წერენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლომდე იბრძოლებენ იმ მთავარი ფასეულობების შესანარჩუნებლად, რომლებიც ევროკავშირთან "არა მხოლოდ დოკუმენტურად, არამედ არსობრივად — თავისუფლების, ღირსებისა და კანონის უზენაესობის საფუძველზე" აკავშირებენ.
გავრცელებულ წერილში 40-ზე მეტი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ოცნების ხელისუფლებას, შეწყვიტოს ქართველი ხალხის მიერ არჩეული გზიდან გადახვევა.
"მოვუწოდებთ ივანიშვილს შეწყვიტოს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული არჩევანისა და საქართველოს კონსტიტუციის საბოტაჟი".
მოცემულ დოკუმენტს ხელს აწერენ შემდეგი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები:
1. ასოციაცია “სოციალური ქოლგა”
2. აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
3. აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
4. ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის
5. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი
6. გორელ ფოტოგრაფთა კლუბი – გორის ხელოვნების სახლი
7. დემოკრატიის კვლევის ცენტრი
8. დემოკრატიის მცველები
9. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
10. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
11. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
12. ლომეკი
13. მედიაომბუდსმენი
14. პრევენცია პროგრესისთვის
15. პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
16. ჟურნალისტთა კავშირი “ხალხის ხმა”
17. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
18. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
19. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
20. საორსა
21. საფარი
22. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
23. საქართველოს ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაცია
24. საქართველოს ევროპული ორბიტა
25. საქართველოს ფსიქო სოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
26. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
27. ტოლერანტობისა და დემოკრატიის ინსტიტუტი
28. უფლებები საქართველო
29. ქალები რეგიონის განვითარებისთვის
30. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო”
31. შშმ ქალთა ალიანსი
32. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT
33. DOCA დოკუმენტური კინოს ასოციაცია
34. ENPUD -ფენიქსი 2009
35. Femina
36. Start now
37. WeResearch
38. Tbilisi Pride
39. მწვანე ალტერნატივა
40. ISFED
41. ყვარლის ევროკლუბი
42. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები