სამინისტრო: ინტერპრეტაციების ასარიდებლად, "მე და საზოგადოების" პირველ გაკვეთილს მშობლები დაესწრებიან
ფოტო: wavebreakmedia / Shutterstock
საზოგადოებრივი მეცნიერებების ახალი საგნის "მე და საზოგადოება" საპილოტე სწავლება თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე კვირაში დაიწყება. სკოლამ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, სახელმძღვანელოს გარეშე მოამზადა პირველი თემა, რომელიც 7-8 გაკვეთილის განმავლობაში გაგრძელდება და მხოლოდ სადამრიგებლო საათებს დაიკავებს. "მე და საზოგადოება" მე-3 და მე-4 კლასებისთვის არის განკუთვნილი.
განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ On.ge-ის განუცხადა, რომ სკოლის ინიციატივით, პირველ გაკვეთილს მშობლებიც დაესწრებიან:
"პირველი გაკვეთილის ჩატარება უნდათ მშობლებთან ერთად, რადგან სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია იყო თავიდან ამ თემაზე. ახალი საგანია და ალბათ გსმენიათ, თითქოს რაღაც მამათმავლობების სწავლება გვინდა. პედაგოგები მშობლებს გააცნობენ მიზნებსა და მოლოდინებს".
ანალოგიურად, საპილოტე რეჟიმში სწავლება დაგეგმილია რეგიონებშიც, კერძოდ, რუსთავის, საგარეჯოსა და მანავის სკოლებში. ჯამში ხუთი საპილოტე და ათი ქსელი სკოლა, სამინისტრომ იმ კრიტერიუმით შეარჩია, ჰქონდათ თუ არა მონაწილეობა მიღებული სხვადასხვა უწყებების პროექტებში ან რამდენად ხშირად იჩენდნენ ინიციატივებს.
მარიამ ჩიქობავა ამბობს, რომ მაგალითისთვის, საგარეჯოს პირველმა სკოლამ მშობლების ინფორმირებისთვის საგნის ბანერები გააკეთა და გამოფინა დერეფანში.
"მე და საზოგადოების" სახელმძღვანელოზე ამჟამად 7-8 საავტორო ჯგუფი მუშაობს, რომელთაგან განათლების სამინისტროს სპეციალური კომისია შეარჩევს ერთ-ერთს. საქართველოს სკოლებში საგნის სრულად დანერგვა 2018-19 სასწავლო წლისათვის არის დაგეგმილი.
გასული წლების განმავლობაში, აქტიური დისკუსია მიმდინარეობდა, უნდა დანერგილიყო თუ არა სკოლაში აღნიშნული საგანი. საზოგადოების გარკვეული ნაწილი საჯაროდ დაუპირისპირდა ახალ საგანს. მოწინააღმდეგეებს შორის იყვნენ, საპატრიარქო და დემოგრაფიული განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვასაძე, რომელიც ანტიევროპული და ჰომოფობიური გამონათქვამებით გამოირჩეოდა.
"განათლების სამინისტრო ევროკავშირის დავალებით სექტემბრიდან ჩვენ შვილებზე მასირებული შეტევის განხორციელებას აპირებს - ახალი სავალდებულო საგნების "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველო"-ს მიზანი იქნება დაწყებით კლასებში, 7-13 წლამდე ბავშვების, ერთის მხრივ, ბილწი და უსაშინლესი მამათმავლური ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორეს მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა", - ასე იწყება გაზეთ კვირის პალიტრაში გამოქვეყნებული წერილი სახელწოდებით "განგაშის ზარები", რომელსაც სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად ხელს ლევან ვასაძეც აწერს.
საგნის "მე და საზოგადოება" პროექტი განათლების სამინისტრომ მოამზადა. მის ფარგლებში ინტეგრირებულია ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების საკითხები. პროექტის თანახმად, საგანი ორიენტირებულია მოსწავლემ ჩამოაყალიბოს დამოკიდებულებები ქვეყნის, ოჯახის, თემისა და მეგობრების მიმართ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები